ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№21

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 02.06, 2023 წელი

ასტროლოგიური
პროგნოზითბილისელებისგან“
დაკოპირებულია

კითხვა: ჩემი შვილიშვილი დაიბადა 2004 წლის 25 ივნისს, დილის 7 საათზე. რა არის მისი კოსმიური მისია და რომელი პროფესია უნდა აირჩიოს სამომავლოდ, რომ წარმატებებს მიაღწიოს?

პასუხი: მისი კარმულ-კოსმიური მისიაა, იყოს ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი, პრაქტიკული, ფულის ყაირათიანი მხარჯველი და გამანაწილებელი. უნდა შექმნას სტაბილური საოჯახო, სანათესაvო კავშირი. სადაც შევა, უნდა შეიტანოს სიმშვიდე და ჰარმონია და არა დეპრესია და აგრესია. უნდა დაეყრდნოს ინტუიციას, დაიცვას საიდუმლო. უნდა იყოს სამშობლოს პატრიოტი, ემსახუროს მას. დაიცვას ტრადიციები და ადათ-წესები. უნდა შეძლოს შუამავლის ფუნქციის შესრულება. დაეყრდნოს ოპტიმიზმს, აქტიურობას, კომუნიკაბელურობას, ცოდნის ბაზას. რაც შეეხება პროფესიებს, მისთვის კარგია და წარმატების მომტანი: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო საქმის ფართო სპექტრი; პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი; ისტორია, ეთნოგრაფია, არქეოლოგია; მედიცინიდან პედიატრია, პედაგოგიკა, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო სფერო, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება, იურისპრუდენცია, პროფესიონალური დიპლომატია ან ტურიზმი.

კითხვა: დავიბადე 1995 წლის 21 თებერვალს, დილის 8 საათზე. რა არის ჩემი კარმული მისია?

პასუხი: თქვენი კოსმიური მისიაა მუდმივი კავშირი უცხოეთთან. თუ გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეძლებთ იქ ცხოვრებას, ეს სასიკეთოდ წაგადგებათ. სამშობლოში კი უნდა იმუშაოთ უცხოურ ფირმაში ან გქონდეთ მუდმივი კონტაქტი უცხოეთთან. ეს თქვენთვის წარმატების მომტანია. ასევე, უნდა იყოთ აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, შეგეძლოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება. გამოავლინეთ ლიდერულ-ორგანიზაციული თვისებები, მებრძოლი სულისკვეთება. დაეყრდენით ცოდნის ბაზას, ოპტიმიზმს, კეთილშობილებას. იყავით კომუნიკაბელური. ეს ყოველივე თქვენი კოსმიური მისიაც არის და ცხოვრებაში წარმატების მომტანიც.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი