ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№12

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 30.03, 2023 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კითხვა: დავიბადე 1979 წლის 20 სექტემბერს, დილის 6 საათსა და 30 წუთზე. რა არის ჩემი კოსმიური მისია?

პასუხი: თქვენი კოსმიური მისია უკავშირდება უცხოეთთან კონტაქტს. ასევე, უნდა იყოთ აქტიური, ენერგიული, შეგეძლოთ საკუთარ თავზე ინიციატივის აღება, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების გამოვლენა. დაეყრდენით ცოდნასა და კეთილშობილებას, ასევე ინტუიციასა და დიპლომატიას. არ გასცეთ საიდუმლო.

კითხვა: დავიბადე 2002 წლის 10 იანვარს, ღამის 3 საათსა და 43 წუთზე. რომელ სფეროში მელის მეტი წარმატება?

პასუხი: თქვენთვის მისაღები და წარმატებების მომტანი პროფესიებია: საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმე, პოლიტიკის ფართო სპექტრი, პროფესიონალური დიპლომატია, სამართალდამცავი ორგანოები, უშიშროების სფერო, სამხედრო სტრუქტურები, მშენებლობა, არქიტექტურა, საინჟინრო საქმე, პედაგოგიკა, მედიცინის ფართო სპექტრი, ლინგვისტიკა, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია. აქვე გეტყვით, რომ თქვენი კოსმიური მისია უცხოეთს უკავშირდება. ამიტომ, გირჩევთ, გქონდეთ კონტაქტები.

კითხვა: დავიბადე 1968 წლის 19 იანვარს, საღამოს 6 საათზე. გთხოვთ, მითხრათ, რა არის ჩემი კარმულ-კოსმიური მისია?

პასუხი: თქვენი კოსმიური მისია უკავშირდება ხასიათში ისეთი თვისებების გამოვლენას, როგორიცაა: ორგანიზებულობა, დისციპლინა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფულობა, მოთმინება და შრომისუნარიანობა. გირჩევთ, იყოთ პრაქტიკული, გამოავლინოთ ინიციატივა და ლიდერული თვისებები. აუცილებელია, გქონდეთ საკუთარი თავის რწმენა, შეგეძლოთ საიდუმლოს შენახვა. დაეყრდენით ინტუიციას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი