ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№3

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 26.01, 2023 წელი

კვირის ჰოროსკოპი
დაკოპირებულია

კითხვა: დავიბადე 1995 წლის 29 აპრილს, დილის 11 საათზე. რა მელის 2023 წელს და რა უნდა გავაკეთო, რომ წარმატებებს მივაღწიო?

პასუხი: 2023 წელი უფრო სასიკეთო და პერსპექტიულია, ვიდრე 2022 წელი იყო. იყავით მეტად აქტიური, ენერგიული, შეუპოვარი, დისციპლინირებული, ორგანიზებული, მიზანსწრაფული, ნებისყოფიანი. ეს თქვენი წარმატების ფაქტორია. იყავით უხალტურო მუშაკი. ნებისმიერ საქმეს მიუდექით ყოველგვარი ზედაპირულობისა და მიფუჩეჩების გარეშე. ამასთან ერთად, იყავით მაქსიმალისტი, ანუ არ უნდა დაგაკმაყოფილოთ იმან, რაც სხვას წარმატებად მიაჩნია. მოაწესრიგეთ პროფესიული სფერო, ასევე, ოჯახური ურთიერთობები. იყავით მარტოხელა მებრძოლი და ნუ იქნებით სხვებზე დამოკიდებული. უნდა გამოირჩეოდეთ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით. ასე მიაღწევთ წარმატებებს ცხოვრებაში.

კითხვა: ჩემი ვაჟი დაიბადა 1997 წლის 13 მაისს, თბილისში, დილის 6 საათიდან დღის 2 საათამდე. სოციალურ-პოლიტიკური სფერო სასურველია თუ არა მისთვის და რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთან ექნება ჰარმონიული ურთიერთობა პირად ცხოვრებაში?

პასუხი: მისთვის სასურველი სასიყვარულო პარტნიორები არიან: ლომის, ვერძის, კირჩხიბის, თევზების, ქალწულისა და თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულები. ცოტა ფრთხილად უნდა იყოს მერწყულებთან, რადგან მათთან მეტი სირთულეებია მოსალოდნელი. პროფესიებიდან კი მისთვის კარგია და წარმატების მომტანი: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, განსაკუთრებით კი – თეატრალური სფერო, იურისპრუდენცია, საიუველირო საქმიანობა ან ბიზნესი, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა, დიზაინი, არქიტექტურა, სამოდელო ბიზნესი, სამასაჟო საქმე, მედიცინიდან – პლასტიკური ქირურგია, კარდიოლოგია, სტომატოლოგია; ასევე, ანტიკვარიატთან, სალომბარდო სფეროებთან ურთიერთობა, გასართობი ინდუსტრია, მაგალითად, კაზინო, ლატარია, რესტორნები; ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრია, პოლიტიკა, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო ფართო სპექტრი, მშენებლობა, სამხედრო სტრუქტურები, სამართალდამცავი ორგანოები, უშიშროების სფერო. სოციოლოგია კი მეტ სირთულეებთან არის დაკავშირებული, ამიტომ, ამ სფეროში მას მოუწევს ბარიერების, წინააღმდეგობების გადალახვა შეუპოვრობით, შრომის გამოვლენით, მოთმინებით და ასე შემდეგ. სხვა შემთხვევაში წარმატების შანსი არ არის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი