ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№47

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 01.12, 2022 წელი

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2004 წლის 19 აგვისტოს, ღამის 12 საათზე. რომელ სფეროში იქნება წარმატებული?

პასუხი: მისთვის წარმატების მომტანი პროფესიებია საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობის ფართო სპექტრი; პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების დარგები, ისტორია, ეთნოგრაფია, არქეოლოგია, მედიცინიდან – პედიატრია, პედაგოგიკა, ფსიქოლოგია და ფილოსოფია. თუ წინაღობებს გადალახავს, ასევე, ელის წარმატება შემდეგ პროფესიებში: ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრია, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება, ქორეოგრაფია, მთარგმნელობითი საქმე, ტურიზმი, იურისპრუდენცია, პროფესიონალური დიპლომატია.

კითხვა: დავიბადე 1997 წლის 23 აპრილს, დილის 10 საათზე. რა უნდა გავაკეთო, რომ წარმატებებს მივაღწიო?

პასუხი: იყავით მეტად აქტიური, ენერგიული, შეუპოვარი, დისციპლინირებული, ორგანიზებული, მიზანსწრაფული, ნებისყოფიანი. ეს თქვენი წარმატების ფაქტორია. იყავით უხალტურო მუშაკი. ნებისმიერ საქმეს მიუდექით ყოველგვარი ზედაპირულობისა და მიფუჩეჩების გარეშე. ამასთან ერთად, იყავით მაქსიმალისტი, ანუ არ უნდა დაგაკმაყოფილოთ იმან, რაც სხვას წარმატებად მიაჩნია. მოაწესრიგეთ პროფესიული სფერო, ასევე, ოჯახური ურთიერთობები. იყავით მარტოხელა მებრძოლი და ნუ იქნებით სხვებზე დამოკიდებული. უნდა გამოირჩეოდეთ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით. ასე მიაღწევთ წარმატებებს ცხოვრებაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი