ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№2

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 21.01, 2021 წელი

რა ახდენს ბედზე გავლენას
დაკოპირებულია

კითხვა: დავიბადე 1987 წლის 20 ივლისს, დილის 4 საათსა და 30 წუთზე. რა არის ჩემი კარმული მისია და უცხოეთის რომელი ქვეყანაა ჩემთვის მისაღები და წარმატებების მომტანი?

პასუხი: თქვენი კარმული მისიაა ის, რომ იყოთ ორგანიზებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, ფულის ყაირათიანად მხარჯველი და გადამნაწილებელი, ერთგული და ირგვლივაც ასეთი ადამიანები შემოიკრიბოთ. ასევე, უნდა იყოთ ფრთხილი, წინდახედული. მაქსიმალურად დაისტაბილურეთ ცხოვრება. ამასთან ერთად, იყავით აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი. უნდა შეძლოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების წარმოჩენა. დაეყრდენით ოპტიმიზმსა და ცოდნის ბაზას. ამით თქვენ სწორ ევოლუციურ გზას დაადგებით, შეასრულებთ კარმულ მისიას და ადვილად მიაღწევთ წარმატებებს. რაც შეეხება უცხოეთს, თქვენთვის მისაღებია: უკრაინა, ირლანდია, კვიპროსი, პოლონეთი, შვეიცარიის აღმოსავლეთი მხარე, ბელგია, მოლდოვეთი, ფინეთი, არგენტინა, ესტონეთი, ლატვია, ეგვიპტის ჩრდილოეთი მხარე, ბულგარეთი, ისრაელი, ჩეხეთი, რუმინეთი, საფრანგეთი, შვეიცარიის დასავლეთი მხარე, იტალიის ჩრდილოეთი ნაწილი, კალიფორნიის შტატი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, პერუ, ავსტრია, თურქეთის დასავლეთი მხარე.
კითხვა: დავიბადე 2002 წლის 23 ივლისს, დილის 6 საათზე. გთხოვთ, მირჩიოთ, რომელ სფეროში მოვსინჯო ძალები, რომ წარმატებებს მივაღწიო?
პასუხი: პროფესიებიდან თქვენთვის სასურველი და წარმატების მომტანია: საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმის ფართო სპექტრი, პოლიტიკის სფერო, საათების ბიზნესი ან შემოქმედება, პედაგოგიური მოღვაწეობა ან ბიზნესი, სამხედრო სტრუქტურები, სამართალდამცავი ორგანოები, უშიშროების სფერო, მშენებლობისა და მედიცინის ფართო სპექტრი, განსაკუთრებით ტრავმატოლოგია, ასევე, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრია, ლინგვისტიკა, სოციოლოგია, ავტომატიკა, ტელემექანიკა, კავშირგაბმულობის ფართო სპექტრი. ყველა ამ ჩამოთვლილ სფეროში წარმატების შანსი გაცილებით დიდი გაქვთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი