ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№30

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 04.08, 2022 წელი

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

კითხვა: ჩემი შვილიშვილი დაიბადა 2000 წლის 30 დეკემბერს, დღის 4 საათზე. რომელ სფეროში იქნება უფრო წარმატებული?

პასუხი: პროფესიებიდან მისთვის წარმატების მომტანი და მისაღებია: მედიცინის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმე, პედაგოგიური მოღვაწეობა, ლინგვისტიკა, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, ჟურნალისტიკა, რადიო-ტელევიზია, პრესა, სარეკლამო-საგამომცემლო საქმე, სოციოლოგია.

კითხვა: დავიბადე 1999 წლის 13 მარტს, საღამოს 7 საათზე. რა არის ჩემი კარმულ-კოსმიური მისია და რომელი პროფესიებია ჩემთვის მისაღები და წარმატების მომტანი?

პასუხი: თქვენი კარმული მისიაა, იყოთ მეტად აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანი. წარმოაჩინოთ ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებები, დაეყრდნოთ სტაბილურ ურთიერთობებს ნებისმიერ სფეროში, ასევე, ოპტიმიზმს, ცოდნის ბაზასა და კეთილშობილებას. იყავით მაქსიმალისტი, მებრძოლი. მეტი სერიოზულობით მიუდექით საქმეს. გამოავლინეთ პასუხისმგებლობა. იყავით მომთმენი, მიზანსწრაფული, შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი, პრაქტიკული, ფულის ეკონომიურად მხარჯველი. რაც შეეხება პროფესიებს, თქვენთვის კარგია და წარმატების მომტანი: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, კომერციული, საფინანსო საქმის ფართო სპექტრი, პოლიტიკა, სამხედრო სტრუქტურები, სამართალდამცავი ორგანოები, უშიშროების სფერო, მშენებლობა, არქიტექტურა, საინჟინრო საქმე, პედაგოგიკა, ჟურნალისტიკა, რადიო-ტელევიზია, პრესა, სარეკლამო-საგამომცემლო ინდუსტრია, სახელმწიფო ზემაღალ სტრუქტურებში ადმინისტრაციული საქმიანობა, საიუველირო საქმე ან ბიზნესი, იურისპრუდენცია, დიზაინი, სამოდელო საქმე, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ბიზნესი ან საქმიანობა, გასართობი ინდუსტრია, მაგალითად, კაზინოები, რესტორნები, ლატარიები და ასე შემდეგ. ასევე, სამასაჟო საქმე, კარდიოლოგია, პლასტიკური ქირურგია, სტომატოლოგია.

კითხვა: ჩემი გოგონა დაიბადა 2004 წლის 20 მაისს, დილის 6 საათსა და 45 წუთზე. გთხოვთ გვითხრათ, რომელ სფეროში იქნება წარმატებული?

პასუხი: გეტყვით, რომ თქვენი გოგონა „კუროს“ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ არის დაბადებული. პროფესიებიდან მისთვის კარგია და წარმატებული: ისტორია, ეთნოგრაფია, არქეოლოგია, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობა, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნება, პედიატრია, პედაგოგიკა, ფსიქოლოგია, ფილოსოფია. თუ ბარიერებსა და წინაღობებს გადალახავს, მაშინ წარმატებები ელის ჟურნალისტიკაში, რადიოსა და ტელევიზიაში, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრიაში, ავიაციაში, მთარგმნელობით საქმიანობაში, ტურიზმში, იურისპრუდენციაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი