ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№47

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 02.12, 2021 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2007 წლის 13 აგვისტოს, საღამოს 6-ის ნახევრიდან 6 საათამდე. რა არის მისი კარმული მისია დედამიწაზე?

პასუხი: მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა უნდა გამოიჩინოს, რომ შეცდომა არ დაუშვას. მაგრამ, სადაც საჭიროა, იქ მეტად აქტიური უნდა იყოს; უფრო მეტად გამოიჩინოს დიპლომატია ურთიერთობებში და იყოს წინდახედული. ასე შეძლებს, ბარიერების გადალახვას. უნდა იყოს აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, შეძლოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების გამოვლენა. სადაც საჭიროა, იქ მებრძოლი სულისკვეთება უნდა გამოავლინოს, იყოს მშვიდი, სამართლიანი, დიპლომატიური, პატივი სცეს კანონებს. იყოს ოპტიმისტი, კომუნიკაბელური და დაეყრდნოს ცოდნის ბაზას. ეს მას სწორ ევოლუციურ გზაზე დააყენებს და წარმატებებს მოუტანს.

კითხვა: დავიბადე 2001 წლის 15 აგვისტოს, დილის 5 საათზე. მაინტერესებს, რა პროფესიები იქნება ჩემთვის კარგი და წარმატების მომტანი?

პასუხი: თქვენ ლომის ზოდიაქოს ნიშნით ხართ დაბადებული. თქვენი კოსმიური მისია კი უკავშირდება უცხოეთთან კონტაქტს. ამიტომ, რაც მეტად გექნებათ კავშირი უცხოეთთან, მით მეტად იქნება წარმატებული თქვენი ცხოვრება. პროფესიებიდან კი კარგია პოლიტიკის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო სფერო, მწერლობა, იურისპრუდენცია, საათების ბიზნესი ან შემოქმედება, სამართალდამცავი სტრუქტურები, სამხედრო სტრუქტურები, უშიშროების სფერო, მშენებლობა, საინჟინრო საქმე, მედიცინიდან – სტომატოლოგია, ტრავმატოლოგია, ფარმაცევტიკა, ასევე, აფთიაქების ბიზნესი, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრიის ფართო სფერო; პედაგოგიკა, ლინგვისტიკა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი