ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№41

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 21.10, 2021 წელი

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

კითხვა: დავიბადე 1991 წლის 4 ნოემბერს, დაახლოებით დილის 6 საათსა და 15 წუთზე. მაინტერესებს, რომელი ქვეყნებია ჩემთვის მისაღები და რომელ პროფესიებში მივაღწევ წარმატებებს?

პასუხი: თქვენთვის კარგია და მისაღები შემდეგი პროფესიები: საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო სფერო, ისტორია, ეთნოგრაფია, არქეოლოგია, პედიატრია, პედაგოგიკა, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, დიზაინი, მოდელირება, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ბიზნესი, იურისპრუდენცია, ქორეოგრაფია, ფოტოგრაფიის ხელოვნება ან ბიზნესი, სადალაქო ინდუსტრია, საკონდიტრო სფერო და სოციოლოგია. უცხოეთიდან კი მისაღებია: ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთი მხარე, ჩრდილოეთ-დასავლეთი აფრიკა, შოტლანდია, თურქეთი, ახალი ზელანდია, ჩინეთი, ინდოეთი, ვენეცია, ნეპალი, უზბეკეთი, არგენტინა, ბირმა, ეგვიპტე, ტიბეტი, ესპანეთი, მონაკო, ლატვია, ჰავაის კუნძულები და ავსტრალია.

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2004 წლის 28 აგვისტოს, დილის საათებში. რომელი პროფესიებია მისთვის მისაღები და რომელ უცხო მხარეში გაუმართლებს მეტად?

პასუხი: უცხოეთიდან მისთვის მისაღები ქვეყნებია: ინგლისის დასავლეთი მხარე, ბელგია, კანადა, კუნძული სარდინია, ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთი ნაწილი, ჩრდილოეთ აფრიკა, საბერძნეთი, ნორვეგია, უკრაინა, ირლანდია, კვიპროსი, პოლონეთი, შვეიცარიის აღმოსავლეთი მხარე, მოლდოვა, არგენტინა, ესტონეთი, ფინეთი, ბულგარეთი, ისრაელი, კუნძული შრი-ლანკა. პროფესიებიდან კი კარგია და წარმატებების მომტანი: ჟურნალისტიკა, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, პროფესიონალური დიპლომატია, მთარგმნელობითი საქმე, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება, იურისპრუდენცია, საკომუნიკაციო სისტემები, კომპიუტერული ტექნოლოგიები, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო სფერო, უძრავი ქონების ბიზნესი, საიუველირო საქმიანობა, საკონდიტრო სფერო, მშენებლობა და არქიტექტურა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი