ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№37

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 23.09, 2021 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კითხვა: დავიბადე 1995 წლის 18 იანვარს, დილის საათებში. გთხოვთ მითხრათ, რა არის ჩემი კარმულ-კოსმიური მისია?

პასუხი: თქვენი კარმულ-კოსმიური მისიაა ისეთი თვისებების წინა პლანზე წამოწევა, როგორიცაა ორგანიზებულობა, შეუპოვრობა, დისციპლინა, მიზანსწრაფულობა, შრომისუნარიანობა, მოთმინება, ნებისყოფა, ფულის ყაირათიანი ხარჯვა და გადანაწილება, მებრძოლი სულისკვეთების გამოვლენა, დამოუკიდებელი მოქმედება; საქმეს მიუდექით მეტი პასუხისმგებლობით და სერიოზულობით. დაიცავით ადათ-წესები და ტრადიციები, იყავით ერთგული ახლობლების მიმართ და გარშემოც ერთგული ადამიანები შემოიკრიბეთ, პატივი ეცით უფროსებს. იყავით ფრთხილი და წინდახედული. მოაწესრიგეთ როგორც საქმიანი, ისე ოჯახური ურთიერთობები. ეს თქვენი კარმული მისია და ცხოვრებაში წარმატების მომტანი ფაქტორებია.

კითხვა: დავიბადე 2001 წლის 2 მაისს. რომელ სფეროში მელის წარმატება სამომავლოდ და რა არის ჩემი კარმული მისია?

პასუხი: თქვენი კარმული მისიაა, შეძლოთ საიდუმლოს დაცვა და შენახვა, ასევე, ურთიერთობებში დიპლომატიურობის გამოვლენა. იყავით დისციპლინირებული, ორგანიზებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისმოყვარე. ხარჯეთ ფული ეკონომიურად. იყავით ფრთხილი და წინდახედული. იმოქმედეთ პრინციპით – „შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“. ასევე, იყავით ერთგული და პრაქტიკული. რაც შეეხება წარმატების მომტან პროფესიებს, ესენია: საქველმოქმედო საქმიანობა, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, სასტუმროების ბიზნესი, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, ასტროლოგია, ასტრონომია, უძრავი ქონების ბიზნესი, საიუველირო საქმე ან ბიზნესი, სასოფლო-სამეურნეო, საარქივო, სამუზეუმო საქმიანობა, სამშენებლო სფერო, პედაგოგიკა, საბანკო საქმე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი