ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№36

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 16.09, 2021 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კითხვა: დავიბადე 1998 წლის 19 სექტემბერს, დაახლოებით, საღამოს 10 საათზე. რომელი სფეროა ჩემთვის წარმატებების მომტანი და უცხოეთის რომელი ქვეყანაა მისაღები?

პასუხი: უცხოეთიდან თქვენთვის მისაღებია შემდეგი ქვეყნები: გერმანია, იაპონია, ხორვატია, ინდოეთი, საბერძნეთი, შვეიცარიის ჩრდილოეთი ნაწილი, თურქეთის დასავლეთი მხარე, ჩეხეთი, საფრანგეთი, რუმინეთი, იტალიის დასავლეთი მხარე, ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის შტატი, კუნძული კორსიკა, სიცილია და ავსტრია. რაც შეეხება პროფესიებს, თქვენთვის მისაღები და წარმატებების მომტანია: პლასტიკური ქირურგია, კარდიოლოგია, სტომატოლოგია, სამასაჟო საქმიანობა, სახელმწიფო ზემაღალ ეშელონებში ორგანიზატორული საქმე, საიუველირო საქმიანობა ან ბიზნესი, არქიტექტურა, მოდელირება, დიზაინი, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, სადალაქო ინდუსტრია, გასართობი სფერო, ხელოვნების ფართო სპექტრი, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, საგამომცემლო და სარეკლამო საქმიანობა.

კითხვა: დავიბადე 2001 წლის 9 მაისს. რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანია ჩემთვის უფრო მისაღები სასიყვარულო ურთიერთობისთვის და რომელს მოვერიდო?

პასუხი: თქვენთვის სასიყვარულო სფეროში მისაღები და კარგია ურთიერთობა კუროს, თხის რქის, ქალწულის, კირჩხიბისა და თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებთან. სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ მორიელის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან.

კითხვა: დავიბადე 2000 წლის 19 ივნისს, შუადღის 2 საათზე. რომელ სფეროში ვიქნები წარმატებული და მექნება მეტი შანსი, მივაღწიო სასურველ მიზნებს?

პასუხი: თქვენთვის მისაღები და წარმატებების მომტანია შემდეგი პროფესიები: მანქანათმშენებლობა, მანქანების ბიზნესი, სპორტი, სამეცნიერო კვლევა, ტექნიკა-მექანიკა, საგამომგონებლო, საკონსტრუქტორო საქმიანობა, ფსიქოთერაპია, მედიცინის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო-საფინანსო საქმიანობა, ლინგვისტიკა, მთარგმნელობითი სფერო, სოციოლოგია. თუ წინააღმდეგობებს გადალახავთ, წარმატებები გელით შემდეგ პროფესიებშიც: პედაგოგიკა, ჟურნალისტიკა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი