ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№29

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 29.07, 2021 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კითხვა: დავიბადე 2003 წლის 12 მარტს, პირველ საათსა და ოც წუთზე. რა არის ჩემი კარმული მისია, რომელ პროფესიაში მელის წარმატება და რომელ ქვეყანაშია სასურველი ჩემი მოღვაწეობა?

პასუხი: თქვენი კოსმოსური მისია უცხოეთთან კონტაქტია. რაღაც პერიოდით იქ ცხოვრება, მოღვაწეობა და კაპიტალის დაგროვება წინსვლაში დაგეხმარებათ. სამშობლოში ყოფნის დროსაც მუდმივი კონტაქტი უნდა გქონდეთ უცხო ქვეყნებთან. პროფესიებიდან კარგია: სპორტი, პოლიტიკა, პროფესიონალური დიპლომატია, ტურიზმი, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, იურისპრუდენცია, პედაგოგიური მოღვაწეობა, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ფოტოგრაფიის ხელოვნება, დიზაინი, სამოდელო სფერო, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა, არქიტექტურა, სადალაქო ინდუსტრია, საკონდიტრო სფერო, სოციოლოგია, ენდოკრინოლოგია. უცხოეთიდან კი კარგია – იტალია, არგენტინა, ჩინეთი, ეგვიპტე, სან-მარინო, მონაკო, ლატვია, ეთიოპია, ჰავაის კუნძულები, გვატემალა, ავსტრია, ავსტრალია, სერბეთი, სლოვენია, კუნძული მადაგასკარი, პორტუგალია, კუნძული მალტა, უნგრეთი. ეს ქვეყნები წამოსწიეთ წინა პლანზე.

კითხვა: დავიბადე 1985 წლის 27 აგვისტოს, დაახლოებით, 14-დან 15 საათამდე. ვაპირებ, სამუშაოდ საბერძნეთში წავიდე. წარმატებული იქნება თუ არა ჩემთვის ეს ქვეყანა და საერთოდ, რომელი ქვეყნებია ჩემთვის მეტად მისაღები და წარმატების მომტანი, რომელი – ნაკლებად წარმატებული?

პასუხი: უცხოეთი თქვენთვის საშუალოა. ვერ ვიტყვი, რომ დიდ წარმატებას მოგიტანთ, თუმცა არც ცუდია. ქვეყნებიდან კარგია: ინგლისის დასავლეთი მხარე, ბელგია, კანადა, ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთი მხარე, კუნძული სარდინია, ნორვეგია და საბერძნეთი. მოერიდეთ: ბრაზილიას, ინდოეთის აღმოსავლეთ მხარეს, პორტუგალიას, ისლანდიას, ჩინეთის ცენტრალურ ნაწილს, ფილიპინებს, ტაილანდს, ავსტრალიის ცენტრალურ ნაწილს, პანამას, ახალ ზელანდიას, ისრაელს, კორეას, კუნძულ შრი-ლანკას, ფინეთს, ურუგვაის, პაკისტანს, ბანგლადეშს და კუნძულ მალტას

კითხვა: დავიბადე 2002 წლის 27 დეკემბერს, დილის 11 საათზე. რომელი პროფესიაა ჩემთვის მისაღები და სასურველი, ასევე, უცხოეთის რომელ ქვეყანაში მირჩევთ წასვლას?

პასუხი: თქვენი კოსმოსური მისიაა უცხოეთთან კონტაქტი. კარგია ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა: ავსტრალია, საფრანგეთის სამხრეთი მხარე, სერბეთი, სლოვენია, კუნძული მადაგასკარი, ესპანეთი, პორტუგალია, კუნძული მალტა, უნგრეთი, იტალია, ბირმა, ჩინეთის ჩრდილოეთი ნაწილი, ეგვიპტე, ტიბეტი, სან-მარინო, მონაკო, ლატვია, ჰავაის კუნძულები, გვატემალა და ავსტრია. პროფესიებიდან კი კარგია და მისაღები: პოლიტიკის ფართო სპექტრი, დიპლომატია, იურისპრუდენცია, პედაგოგიური სფერო, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ქორეოგრაფია, დიზაინი, არქიტექტურა, სამოდელო სფერო, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, სადალაქო ინდუსტრია, საკონდიტრო სფერო, სოციოლოგიის ფართო სპექტრი. ეს პროფესიები თქვენთვის მეტად წარმატებული და მისაღებია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი