ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№17

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 06.05, 2021 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

„თბილისელების“ მკითხველებს ასტროლოგი პასუხობს:

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2008 წლის 11 ოქტომბერს, 20 საათსა და 50 წუთზე. რა არის მისი კარმული მისია, რომელ სფეროში ელის წარმატება და რომელი უცხო ქვეყნებია მისთვის სასურველი?

პასუხი: უპირველესად, მისი კოსმიური მისიაა ის, რომ წარმოაჩინოს ხასიათში დადებითი თვისებები. კერძოდ, უნდა იყოს აქტიური, ინიციატივიანი, შრომისმოყვარე, შეძლოს ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების წარმოჩენა, დაეყრდნოს უშიშარ, მებრძოლ სულისკვეთებას. იმავდროულად, სადაც შევა უნდა შეიტანოს სიმშვიდე, იდილია და არა აგრესია, დეპრესია. უნდა იყოს მშვიდობის მტრედი. ურთიერთობაში გამოიყენოს დიპლომატია, კომუნიკაბელურობა, კეთილშობილება, დაეყრდნოს ცოდნის ბაზას, სამართლიანობას. ამ თვისებების გამოვლენით თქვენი შვილი დაადგება სწორ ევოლუციურ გზას, მიაღწევს წარმატებებს ცხოვრებაში და კოსმიურ მისიასაც შეასრულებს. რაც შეეხება წარმატების მომტან პროფესიებს, მისთვის ასეთებია: სამხედრო სტრუქტურები, სპორტის ფართო სპექტრი, მანქანათმშენებლობა, მანქანების ბიზნესი ან დიზაინი, სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო საქმე, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, სახანძრო, სამაშველო საქმიანობა, სამართალდამცავი ორგანოები, სადაზღვევო ორგანიზაციები, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ქორეოგრაფია, სამოდელო სფერო, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, იურისპრუდენცია, სადალაქო ინდუსტრია, საკონდიტრო სფერო, სოციოლოგიის ფართო სპექტრი, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, გაზის ინდუსტრია ან ბიზნესი. რაც შეეხება უცხოეთს, მისთვის კარგია ისეთ ქვეყნებთან ურთიერთობა, როგორებიცაა: ინგლისი, დანია, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ალასკის მხარე, კორეა, ავსტრალია, ვენესუელა, შვედეთი, ყაზახეთი, ვიეტნამის აღმოსავლეთი ნაწილი, ლაოსი, სინგაპური, მალაიზია, ჩინეთის აღმოსავლეთი ნაწილი, იტალია – ჩრდილო ნაწილის გამოკლებით, უფრო მისაღებია სამხრეთი ნაწილი, ასევე, ბირმა, არგენტინა, ეგვიპტე, ტიბეტი, სან-მარინო, ესპანეთის კატალონიის მხარე, მონაკო, ლატვია, გვატემალა, ჰავაის კუნძულები, ავსტრია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი