ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№27

ავტორი: „თბილისელები“ 11:00

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

კითხვა: დავიბადე 2000 წლის 13 მარტს, დილის 8 საათსა და 3 წუთზე. რა არის ჩემი კარმულ-კოსმიური მისია და რომელი პროფესიებია ჩემთვის მისაღები და წარმატების მომტანი?

პასუხი: თქვენი კარმული მისიაა, იყოთ მეტად აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანი. წარმოაჩინოთ ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებები, დაეყრდნოთ სტაბილურ ურთიერთობებს ნებისმიერ სფეროში, ასევე, ოპტიმიზმს, ცოდნის ბაზას და კეთილშობილებას. იყავით მაქსიმალისტი, მებრძოლი. მეტი სერიოზულობით მიუდექით საქმეს. გამოავლინეთ პასუხისმგებლობა. იყავით მომთმენი, მიზანსწრაფული, შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი, პრაქტიკული, ფულის ეკონომიურად მხარჯველი. რაც შეეხება პროფესიებს, თქვენთვის კარგია და წარმატების მომტანი: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, კომერციული, საფინანსო საქმის ფართო სპექტრი, პოლიტიკა, სამხედრო სტრუქტურები, სამართალდამცავი ორგანოები, უშიშროების სფერო, მშენებლობა, არქიტექტურა, საინჟინრო საქმე, პედაგოგიკა, ჟურნალისტიკა, რადიო-ტელევიზია, პრესა, სარეკლამო-საგამომცემლო ინდუსტრია, სახელმწიფო ზემაღალ სტრუქტურებში ადმინისტრაციული საქმიანობა, საიუველირო საქმე ან ბიზნესი, იურისპრუდენცია, დიზაინი, სამოდელო საქმე, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ბიზნესი ან საქმიანობა, გასართობი ინდუსტრია, მაგალითად, კაზინოები, რესტორნები, ლატარიები და ასე შემდეგ. ასევე, სამასაჟო საქმე, კარდიოლოგია, პლასტიკური ქირურგია, სტომატოლოგია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა