ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№20

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 29.05

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

კითხვა: დავიბადე 1988 წლის 25 მარტს, დილის 6 საათისთვის. რომელ ზოდიაქოს ნიშანთან იქნება ჩემი ქორწინება გამართლებული, რომელი უცხო ქვეყანაა მისაღები და რა არის ჩემი კარმული მისია?

პასუხი: თქვენი კარმული მისიაა ის, რომ იყოთ დისციპლინირებული, შეუპოვარი, ორგანიზებული, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, ყაირათიანად ფულის მხარჯველი, მარტოხელა მებრძოლი. საქმეს უნდა მიუდგეთ სერიოზულობით და გამოიჩინოთ მეტი პასუხისმგებლობა. ამასთან ერთად, უნდა იყოთ ოპტიმისტი. დაეყრდენით ცოდნის ბაზას. ეს თქვენი კარმული მისიაც არის და წარმატებების მომტანიც. სასიყვარულო პარტნიორობა კი მისაღებია თევზების, მშვილდოსნის, მერწყულის, ლომის და ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან. არ არის სასურველი ურთიერთობა კირჩხიბისა და თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებთან. დანარჩენ ნიშნებთან ურთიერთობა საშუალოა. უცხოეთთან კონტაქტი თქვენთვის ნამდვილად სასურველია. ქვეყნებიდან კი კარგია: ავსტრალია, საფრანგეთის სამხრეთი ნაწილი, სერბეთი, სლოვენია, კუნძული მადაგასკარი, ესპანეთი, პორტუგალია, კუნძული მალტა, იტალიის სამხრეთი ნაწილი, უნგრეთი, გერმანია, ხორვატია, იაპონია, ინდოეთის დასავლეთი მხარე, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ვირჯინიის შტატი, კუნძული კრეტა, შვეიცარიის ჩრდილოეთი მხარე, თურქეთის დასავლეთი ნაწილი, ბელორუსია.

კითხვა: დავიბადე 1987 წლის 8 მარტს. რომელი ასტროლოგიური ქვის ტარებას მირჩევთ წარმატების ადვილად მისაღწევად?

პასუხი: თქვენთვის ასტროლოგიური ქვებიდან კარგია: ამეთვისტო, გიშერი, მარჯანი, ალექსანდრიტი, მარგალიტი, ზურმუხტი, აქატი და მალაქიტი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №24

16–22 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა