ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№12

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 01.04, 2021 წელი

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

კითხვა: დავიბადე 1983 წლის 12 ივნისს, დღის 2 საათსა და 25 წუთზე. რომელი ქვა მომიტანს წარმატებას პირად ცხოვრებაში და რა არის ჩემი კარმული მისია? ასევე, მაინტერესებს, რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან მექნება სასურველი ქორწინება?

პასუხი: თქვენ „ტყუპების“ ზოდიაქოს ნიშნით ხართ დაბადებული. კარგია ურთიერთობა კირჩხიბის, მერწყულის, სასწორის, ვერძის, ზოდიაქოს ნიშნებთან. მოერიდეთ ტყუპების, თევზებისა და ქალწულის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს. ქვებიდან კარგია: ზურმუხტი, საფირონი, აკვამარინი, ძოწი, ცირკონი. ეს ქვები წაგადგებათ სასიკეთოდ. რაც შეეხება კარმულ მისიას, თუ ხასიათში მეტ ორგანიზებულობას, შეუპოვრობას, მოთმინებას, მიზანსწრაფვას, შრომისუნარიანობას, პრაქტიკულობას გამოავლენთ, ფულს ყაირათიანად დახარჯავთ, მეტ წარმატებას მიაღწევთ ცხოვრებაში. ასევე, იყავით მიზანდასახული, რომ შეგეძლოთ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ლიდერულ-ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენა. უნდა იყოთ მარტოხელა მებრძოლი. საქმეს მეტი სერიოზულობითა და პასუხისმგებლობით მიუდექით. უნდა იყოთ დიპლომატიური. ურთიერთობების დროს, დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნის უფლება სხვებსაც დაუტოვეთ. იყავით უანგარო მეგობარი, რეფორმატორული სულისკვეთების ადამიანი, დაიცავით ტრადიციები, შეძელით, იმპროვიზებული მოქმედება იქ, სადაც საჭიროა. ეს თქვენი კოსმიური მისიის შესრულებისთვის მთავარი ფაქტორი და წარმატების მომტანი უნარებია.

კითხვა: დავიბადე 1999 წლის 23 აგვისტოს, საღამოს საათებში. სურვილი მაქვს, სწავლა განვაგრძო მაგისტრატურაში. რომელი ქვეყანაა ჩემთვის ყველაზე კარგი მიზნის განსახორციელებლად? და თუ არის უცხოეთი ჩემი კარმული მისია?

პასუხი: თქვენი კარმული მისია უცხოეთი არ არის, მაგრამ ის არც ცუდია, საშუალოა. ქვეყნებიდან კარგია და წარმატების მომტანი: ჩეხეთი, საფრანგეთი, შვეიცარიის დასავლეთი მხარე, იტალიის ჩრდილო ნაწილი, კალიფორნიის შტატი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ავსტრია, თურქეთის დასავლეთი მხარე, რუსეთიდან – სანკტ-პეტერბურგი; პოლონეთი, შვედეთი, ჩილე, კოლუმბია, სამხრეთ აფრიკა, სლოვაკეთი, კანადა, ახალი ზელანდია, ფინეთი. უპირატესობა ამ ქვეყნებს მიანიჭეთ, რადგან თქვენთვის წარმატებების შანსი ამ ქვეყნებში გაცილებით დიდია.

კითხვა: ახალ ბინაში გადავედით. ახლა ვიძენთ ავეჯს და სხვა ნივთებს. მეუღლეს ძალიან სჯერა ასტროლოგიის და იქნებ გვირჩიოთ, მთვარის რომელ ფაზაშია კარგი?

პასუხი: ოჯახისთვის ახალი ავეჯის ან საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა კარგია მთვარის აღმავალ ფაზაში, ანუ ახალმთვარეობიდან სავსემთვარეობამდე პერიოდში, დაახლოებით, 12 დღის განმავლობაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი