ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№7

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 25.02, 2021 წელი

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

კითხვა: დავიბადე 1987 წლის 27 თებერვალს. რომელი უცხო ქვეყანაა ჩემთვის მისაღები. რომელი ქვის ტარებას მირჩევთ პირად ცხოვრებაში წარმატებების მისაღწევად?

პასუხი: თქვენთვის ქვებიდან კარგია: მარგალიტი, ალექსანდრიტი, გიშერი, მარჯანი, ამეთვისტო, ლალი, ალმასი, აქატი, მალაქიტი, ძოწი და წითელი იასპი. უცხოეთიდან კი მეტად სასიკეთოა შემდეგი ქვეყნები: დანია, ინგლისი, ავსტრალია, შვეცია, ვიეტნამი, ყაზახეთი, ლაოსი, სინგაპური, მალაიზია, ჩინეთის ცენტრალური ნაწილი, ახალი ზელანდია, ისრაელი, სამხრეთ კორეა, ფინეთი, კუნძული მალტა.

კითხვა: დავიბადე 1993 წლის 21 აგვისტოს. რომელ ზოდიაქოს ნიშანთან მექნება ბედნიერი თანაცხოვრება?

პასუხი: თქვენთვის სასურველი პარტნიორია და ბედნიერი თანაცხოვრებისთვის მისაღებია ურთიერთობა მშვილდოსანთან, ქალწულთან, ვერძთან, ტყუპებთან.

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1998 წლის 18 მაისს, დილის 6-ის ნახევარზე. გთხოვთ, მითხრათ, არის თუ არა უცხოეთი მისი კარმული მისია და რომელი ქვეყნებია მისთვის წარმატების მომტანი?

პასუხი: მისთვის უცხოეთი კოსმიური მისია არ არის, თუმცა იქ წასვლა და ძალების მოსინჯვა ნამდვილად ღირს. ზოგადად, უცხოეთი დიდი წარმატების მომტანი არ არის, თუმცა არც ცუდია. ის საშუალოა. ქვეყნებიდან კი კარგია ჩეხეთი, საფრანგეთი, რუმინეთი, შვეიცარიის დასავლეთი, ხოლო იტალიის ჩრდილოეთი ნაწილი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან – კალიფორნიის შტატი, პერუ, ავსტრია, ესპანეთი, თურქეთის დასავლეთი მხარე, თურქმენეთი, რუსეთიდან – სანკტ-პეტერბურგი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, ისლანდია, მექსიკა, ლიტვა, საბერძნეთი, ბოლივია, რუსეთის ციმბირის მხარე, ინდოეთი, ჩინეთის სამხრეთი ნაწილი, ტიბეტი, სირია, გერმანიიდან საქსონიის მხარე, ყირგიზეთი, ალბანეთი, მაკედონია. ეს ქვეყნები წამოწიოს წინა პლანზე.

კითხვა: დავიბადე 1982 წლის 4 თებერვალს, საღამოს 5-6 საათზე. მაინტერესებს, რომელ სფეროშია ჩემი მოღვაწეობა სასურველი და სად მექნება მეტი წარმატების შანსი. ასევე, რომელი ქვა არის ჩემთვის წარმატების მომტანი და ჯანმრთელობისთვის კარგი?

პასუხი: ქვებიდან თქვენთვის კარგია: ფირუზი, სერდოლიკი, სარდონიქსი, მწვანე ან ყვითელი ფერის იასპი, საფირონი, ავქამარინი, ცირკონი და ძოწი. პროფესიებიდან კარგია და წარმატებების მომტანი: პოლიტიკის სფერო, ტურიზმი, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოების ან საკონსულოების დონეზე, იურისპრუდენცია, ფოტოგრაფიის ხელოვნება ან ბიზნესი, სპორტის ფართო სპექტრი, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, მედიცინის ფართო სპექტრი, ტრავმატოლოგიის გამოკლებით; ჟურნალისტიკა, რადიო-ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, სოციოლოგია, ლინგვისტიკა, ტექნიკა-მექანიკა, კავშირგაბმულობა. თუ ბარიერებსა და წინააღმდეგობებს გადალახავთ, ასევე წარმატებების მომტანი პროფესიებია: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობა, პედაგოგიური მოღვაწეობა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი