ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რომელი სამკაული უნდა ატაროთ წარმატების ადვილად მისაღწევად

№25

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 29.06, 2022 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

ასტროლოგიურ ქვათა იდუმალი სამყაროს შემეცნება ისეთივე ძველთაძველია, როგორც თვით კაცობრიობა. კოსმიური ენერგიის წყალობით, ყოველი ასტროლოგიური ქვა აღადგენს პირველქმნილ ჰარმონიას ბუნებასა და ადამიანს შორის, ანიჭებს მას ძალასა და სიმტკიცეს მიწიერი ვნებების ხიფათიან გზაზე და გვევლინება არა მარტო როგორც თილისმა, არამედ, როგორც მკურნალი.

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია წარმატებების მიღწევა შესაბამისი ასტროლოგიური ქვისა და ლითონის დახმარებით, თუმცა, ამ შემთხვევაში, ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ყოველ კონკრეტულ დღეს თავისი მფარველი ასტროლოგიური ქვა მართავს და ამ მინერალების ტარება თქვენთვის მეტად სასიკეთოა. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელი დაავადების მქონე ადამიანები უნდა მოერიდონ ამა თუ იმ ლითონის ტარებას. მაგალითად, თუ მაღალი წნევები გაწუხებთ, გაქვთ ნევროზი და ფსიქიკური აშლილობა, უნდა მოერიდოთ ოქროს სამკაულებს, ვერცხლი კი იმ ადამიანებმა უნდა ატარონ, ვინც დაძაბულ სიტუაციებში ხშირად ხვდება, აწუხებს უძილობა და თავის ტვინის დაავადებები, მაგრამ, ამ ლითონის ტარებას უნდა მოერიდონ ისინი, ვისაც ხშირად ემართება რესპირატორული დაავადებები. ანუ იმათ, ვისაც ორგანიზმის საერთო იმუნიტეტი დაქვეითებული აქვთ.

ბევრ ადამიანს უყვარს ლამაზი სამკაულით თავის მოწონება და არც კი იცის, კონკრეტულმა ლითონმა ან ქვამ რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას ან პირიქით, როდის ხდება ის მისი წარმატების გაუთვითცნობიერებელი მიზეზი. აღსანიშნავია, რომ ზოგი ძვირფას ლითონებს ანიჭებს უპირატესობას, ზოგი კი, უბრალო ბიჟუტერიას, რომელიც მრავლად იყიდება და ძალიან ლამაზად გამოიყურება, გარდა იმისა, რომ იაფიც ღირს. არადა, აუცილებელია, იცოდეთ, რომ ჰაერისა და ცეცხლის სტიქიის ქვეშ დაბადებულთათვის, კარგია ოქროს ტარება; მიწისა და წყლის სტიქიის ქვეშ დაბადებულმა ადამიანებმა კი, წარმატებების მისაღწევად უმჯობესია, ვერცხლის სამკაული ატარონ. თუმცა, არსებობს გამონაკლისებიც, კერძოდ, ტყუპების, კუროსა და სასწორის ზოდიაქოს ნიშნების ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ვერცხლის სამკაულების ტარებაც შეუძლიათ და ოქროსიც. ასტროლოგიური ქვები თუ ძვირფასი ლითონები თითოეული ადამიანისთვის ერთგვარი თილისმაა და, თუ სწორად შეარჩევთ იმ დღესაც, როცა მათი ტარება დაგეხმარებათ წარმატებების მიღწევაში, მაშინ უფრო მეტად გაგიმართლებთ ცხოვრებაში და ამას ყოველდღიურად იგრძნობთ. მაგალითად:

👉ორშაბათ დღეს კარგია ატაროთ საფირონი, ლითონებიდან კი – ვერცხლი;

👉სამშაბათ დღეს კარგია იასპისა და ოპალის ქვები, ლითონიდან კი სასურველია ფოლადი;

👉ოთხშაბათ დღეს შეესაბამება ქალცედონი, მწვანე ძოწი და სარდონიქსი. ამ ასტროლოგიური ქვების ტარება წარმატებასაც მოგიტანთ და ჯანმრთელობაზეც დადებითად იმოქმედებს. ლითონების ტარება კი არ არის სასურველი. ჯობია, ხისგან დამზადებული სამკაულები ატაროთ;

👉ხუთშაბათ დღეს უმჯობესია, ტოპაზი და ამეთვისტო, ლითონიდან კი მელქიორისგან დამზადებული სამკაული გქონდეთ, თან, რაც შეიძლება დიდი და თვალშისაცემი, რომ ცუდი მზერა მათკენ იყოს მიმართული და თქვენ აგცდეთ;

👉პარასკევ დღეს უმჯობესია ქრიზოლითისა ან აქატის ტარება, ლითონიდან კი უპირატესობა მიანიჭეთ სპილენძს;

👉შაბათ დღეს შეესაბამება მწვანე ქრიზოპრაზი და იაგუნდი. ლითონებიდან კი – კალისგან დამზადებული სამკაული;

👉კვირა დღეს წარმატებების მომტანია ლალი და ქარვა. ლითონებიდან კი უპირატესობა უნდა მიანიჭოთ ამ დღის ლითონს – ოქროს.

ასე რომ, კონკრეტული დღისთვის განკუთვნილი ამა თუ იმ ლითონისა თუ ასტროლოგიური ქვის ტარება ნებისმიერ ჩვენგანზე დადებითად იმოქმედებს, თავს მშვიდად და კომფორტულად იგრძნობთ. გარდა ამისა, უფრო სასურველი და მიმზიდველი გახდებით, მოგეცემათ ენერგეტიკული ძალა, რომლითაც ადვილად შეძლებთ ცხოვრებისეული პრობლემებისა და ბარიერების გადალახვას.

რაც შეეხება ხელოვნური ქვებისგან დამზადებულ სამკაულებს, გეტყვით, რომ ასეთი სამკაულების ტარება საშიშია. ხელოვნური ქვები ხასიათდება ძალიან დაბალი ენერგოინფორმაციული რესურსებით და ამის გამო, მათ არანაირი სამკურნალო და წარმატებების მომტანი თვისებები არ გააჩნიათ. მათი დიდხანს ტარება აჩლუნგებს ადამიანის მგრძნობელობას. ამიტომ, თუ საკუთარი განცდებისა და ვნებების გამოვლენა გსურთ, ხელოვნური ქვებით დამზადებული სამკაულების ტარებას მაქსიმალურად უნდა მოერიდოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი