ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რომელი პერიოდებია საუკეთესო, დიეტის სასურველი შედეგის მისაღწევად

№36

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 15.09, 2021 წელი

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

ბევრმა არ იცის, რომ ადვილად შეიძლება იმ საუკეთესო დღეების გამოთვლა, როდესაც დიეტის დაწყება ნაკლებად რთული და მეტად ეფექტური იქნება. ამ მხრივ, საუკეთესო პერიოდებია, როდესაც მთვარე მერწყულის ნიშანს გადის და როდესაც ის დაღმავალ ფაზაშია.

ასტროლოგიაში არსებობს ოთხი სტიქია – ცეცხლი, ჰაერი, მიწა და წყალი. ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი დამოკიდებულია ამ სტიქიათა სწორ განაწილებასა და ბალანსზე. გასახდომი დიეტის დაწყების დროს, ასევე, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ საუკეთესო პერიოდები, რათა ადვილად მიაღწიოთ სასურველ შედეგს.

✔️ცეცხლის სტიქიის ნიშნებმა – ვერძებმა, ლომებმა და მშვილდოსნებმა, სასურველია ან არ მიირთვან დილაობით, ან შეამცირონ თავიანთი საუზმის ულუფა. დილა დღე-ღამის ის პერიოდია, რომელიც ცეცხლის სტიქიას განეკუთვნება. ამ დროს, ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებმა ენერგია კოსმოსიდან უნდა შეითვისონ და არა ხორციელი საკვებისგან. საკვების მაქსიმალური რაოდენობა კი, სასურველია დღის 14 საათამდე მიიღონ. განტვირთვის დღეებისთვის, კარგია მთვარის პირველი ფაზის პერიოდის არჩევა. ხანგრძლივი შიმშილობა კი დაუშვებელია. საკვების რაციონი აუცილებლად უნდა შეიცავდეს დიდი რაოდენობით ცილას. ცილებისა და ნახშირწყლების ერთად მიღება კი რეკომენდებული არ არის. სასარგებლოა მარცვლეული კულტურები, ხილი და კენკრა. ტკბილეული, ცხარე კერძები, სოკო, ჩაი და ყავა კი, გამოზომილადაა მისაღები.

✔️ჰაერის სტიქიის ნიშნებმა – ტყუპებმა, სასწორებმა და მერწყულებმა, საკვები დილას საუზმეზე გაძლიერებულად უნდა მიიღონ, 8-10 საათამდე დროის მონაკვეთში. მათთვის მზის ჩასვლის შემდეგ ჭამა რეკომენდებული არ არის. გასახდომი დიეტის დასაწყებად სასურველია მთვარის ფაზის ბოლო პერიოდი აირჩიონ. ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს მეტად წაადგებათ მჟავე და მარილიანი საკვები, ხოლო ცხარე კერძები ძალზე მავნებელია. გასახდომი დიეტის დაცვისას აუცილებელია, რაციონში კარტოფილი, სოკო, კიტრი, ყაბაყი და ყავა შეამცირონ.

✔️მიწის სტიქიის ნიშნებმა – კუროებმა, ქალწულებმა და თხის რქებმა, დილაობით, შუადღისას და საღამოს, მზის ჩასვლამდე, მსუბუქად უნდა მიირთვან. გასახდომი დიეტის დასაწყებად მათ მთვარის მესამე ფაზა უნდა აირჩიონ. სასურველია, შეზღუდული რაოდენობით მიიღონ კარაქი, რძე, თეთრი პური, მჟავეული და ტკბილეული. ძალიან სასარგებლოა მაწონი, იოგურტი, კეფირი, ნებისმიერი ბოსტნეული, ბოლქვოვანი კულტურები, ტკბილი ხილი და კენკრა. ამ ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენელმა მოზარდებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მთვარის პირველ მეოთხედ ფაზაში ნებისმიერი დიეტის დაცვის დროს, გაძლიერებულად უნდა იკვებონ.

✔️ წყლის სტიქიის ნიშნები – კირჩხიბები, მორიელები და თევზები მზარდი მთვარის პერიოდში სასურველია, მეტად დანაყრდნენ დღის პირველ ნახევარში, ხოლო მთვარის დაღმავალი ფაზის დროს კი – საღამოს, მზის ჩასვლის შემდეგ. ორგანიზმის გასაწმენდად განსატვირთი დღეები სავსემთვარეობამდე სამი დღით ადრეა უკეთესი. წყლის სტიქიის წარმომადგენლებმა გასახდომი დიეტის დაცვისას საკვებ რაიონში უნდა გამორიცხონ ძეხვეული და ლორი. ჩაის, ყავის, თეთრი პურის, ხახვისა და ნივრის რაოდენობა კი, სასურველია, შეამცირონ. სასარგებლოა საზამთროს, ნესვის, ტკბილი კენკრისა და ხილის მიღება.

ასე რომ, გაითვალისწინეთ მთვარის ფაზები ნებისმიერი დიეტის დაწყებისა თუ, უბრალოდ, საკვების მიღების დროს და იყავით ჯანმრთელები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი