ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რომელი ასტროლოგიური ქვა ეხმარება ადამიანს პირადი ცხოვრების მოწყობაში

№3

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 27.01, 2021 წელი

ქვები დ მათი მნიშვნელობა
დაკოპირებულია

ბუნებრივი, ასტროლოგიური ქვებისგან დამზადებული სამკაულები ადამიანს მხოლოდ გარეგნულად კი არ ალამაზებს, მის ენერგეტიკულ ველსაც იცავს, ერთგვარი თილისმაა. 

ფაქტია, სამკაულის ტარებისას, ადამიანის ირგვლივ გარკვეული აურა იქმნება, იქცევს ყურადღებას და თუ დაააკვირდებით, თავადაც მიხვდებით, რომ ასტროლოგიური ქვისგან დამზადებული სამკაულის ტარებისას ხასიათი, განწყობა და ჯანმრთელობის მდგომარეობაც კი გარკვეულად იცვლება.
არც ისაა შემთხვევითი, როცა ამა თუ იმ სამკაულის ტარების დროს ქალბატონი საპირისპირო სქესის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. ასე რომ, თუ ბუნებრივ თილისმებს ატარებთ, ამით მიმზიდველობას კიდევ უფრო ააქტიურებთ და გარშემო მყოფთა ყურადღებასაც ადვილად მიიპყრობთ. არსებობს ისეთი სასიყვარულო თილისმები, რომლებიც ადამიანებს ეხმარება პირადი ცხოვრების მოწყობაში და გზას უხსნის ამ სფეროში. უბრალოდ, მათი სწორად შერჩევაა აუცილებელი.
ასტროლოგიური ბუნებრივი მინერალები სასიყვარულო ურთიერთობის დროს ადამიანებისთვის ბედნიერებისა და სიმშვიდის მომტანია.
ამიტომ, ზუსტად განსაზღვრეთ, რომელი ასტროლოგიური ქვის ტარება გჭირდებათ სასიყვარულო ურთიერთობის გამოსასწორებლად და გაარკვიეთ, რა გჭირდებათ მომავალი ბედნიერი ცხოვრებისთვის:


🔴 ოპალი სასიყვარულო ქვაა, მაგრამ ეცადეთ, ის თავად შეიძინოთ და ნაჩუქარი არ ატაროთ. თუ ამ ბუნებრივი ქვისგან დამზადებულ სამკაულებს ატარებთ, მაშინ მშვიდად დაელოდეთ წარმატებებს სიყვარულში; ოპალის თილისმა კი ადამიანს დასახული მიზნის მიღწევაში ეხმარება. ოღონდ, გაითვალისწინეთ, რომ საყვარელი ადამიანისთვის ასეთი ქვით მორთული სამკაულის ჩუქება არ შეიძლება. ის დაშორებას გიქადით;
🔴 სერდოლიკის სამკაულები აძლიერებს სასიყვარულო ვნებას. ეს ქვა არ უნდა ატაროს იმპულსურმა, ემოციურად არამდგრადმა და ფეთქებადმა ადამიანმა, რათა ვნება გაღიზიანებაში არ გადავიდეს. თუ მშვიდი ბუნების ბრძანდებით, მაშინ სერდოლიკისგან დამზადებული სამკაულები ატარეთ და თამამად გამოავლინეთ ვნება;
🔴 ფირუზს ერთგვარი მაგიური თვისება აქვს და ძალა, რომ ნაჩხუბარი წყვილი შეარიგოს, შეყვარებულებს შორის ურთიერთობა დაათბოს და სწორი აზროვნებისკენ უბიძგოს. ფირუზის თილისმად ტარება ერთმანეთისკენ იზიდავს სასიყვარულო პარტნიორებს;
🔴ზურმუხტი ხელს უწყობს ერთგულებისა და გრძნობების სტაბილურობას. თუ დარწმუნებული ხართ, რომ ნამდვილად გიყვართ და მასაც უყვარხართ, მაშინ აჩუქეთ თქვენს რჩეულს ზურმუხტისთვლიანი სამკაული და თავადაც ატარეთ ეს ქვა, რომ ეს გრძნობა უფრო მეტად გააძლიეროთ;
🔴 ქრიზოლითისა და აქატის ასტროლოგიურ ქვებს შესწევს უნარი, კიდევ უფრო გააძლიეროს მიზიდულობა პარტნიორებს შორის. ეს ქვები უნდა ატარონ სექსუალურად არააქტიურმა ადამიანებმა, რომ სასიყვარულო ურთიერთობისას ვნება გაიაქტიურონ;
🔴 ბრილიანტის ქინძისთავი ან ბეჭედი კარგი თილისმაა ბიზნესმენებისა და აქტიური ადამიანებისთვის, რომ ყოველი მოლაპარაკება და საქმე, რასაც წამოიწყებენ, ყოველთვის წარმატებით დასრულდეს;
🔴 მარგალიტით გაწყობილი გულსაბნევი ან სამაჯური უნდა ატარონ იმ ადამიანებმა, ვისაც მეორე ნახევართან პრობლემები აქვს. ასეთი თილისმა წყვილს შორის წარმოქმნილ პრობლემებს არეგულირებს. ხოლო, თუ ხვდებით, რომ საყვარელ ადამიანთან შეიძლება, პრობლემები შეგექმნათ, ურთიერთობა თითქოს გაცივდა და ზედმეტად დაიძაბა, პეპლის ფორმის სამკაულები ატარეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი