ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რომელ ასაკში დგება ადამიანისთვის კრიტიკული პერიოდი

№37

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 21.09, 2022 წელი

კვირის ჰოროსკოპი
დაკოპირებულია

ადამიანის დაბადების მომენტი ცხოვრების ათვლის წერტილია. სწორედ დაბადების წუთიდან იწყებს ყველა ადამიანი განვითარებას. სიცოცხლის განმავლობაში კი ყველა თორმეტი ზოდიაქოს ნიშნის პერიოდს გავდივართ. ამ პერიოდებს ჩვენს ცხოვრებაში გარკვეული გარდამტეხი როლი აკისრია.

7 წლამდე – ადამიანი ვერძივით, ანუ ზოდიაქოს პირველივე ნიშანივით, მოუსვენარი და ენერგიით სავსეა. მასში მოჭარბებულია ცნობისმოყვარეობა, მოუთმენლობა. ამ დროს ხდება ნიჭისა და ემოციის ჩამოყალიბება.

8 წლიდან 14 წლამდე – ხდება ურთიერთობების გადაფასება, ემოციების მართვის სწავლა, მეხსიერების განვითარება და ურთიერთობათა ენერგოვიბრაციების უკეთ აღქმა, ანუ ის, რაც კუროს ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს ახასიათებს.

15 წლიდან 21 წლამდე – ადამიანი ტყუპების ზოდიაქოს ნიშანს გადის. უჩნდება დამოუკიდებლობის, ლოგიკური აზროვნებისა და საპირისპირო სქესთან ურთიერთობების სურვილი. მაქსიმალურად ხდება ინფორმაციის მიღება და ათვისება.

22 წლიდან 28 წლამდე – ადამიანი აკეთებს საკუთარი ცხოვრების ანალიზს, ფიქრობს მომავალზე. ამ დროს ხშირია დეპრესიები. ეს კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის გავლის წლებია და მეტად კრიტიკული.

29 წლიდან 36 წლამდე – ადამიანი გადის ლომის ზოდიაქოს ნიშანს. ცდილობს, სწორად მართოს საკუთარი ენერგია, გამოიყენოს დაგროვილი გამოცდილება, შეიქმნას მომავალი, განავითაროს ცნობიერება. ამ წლებში ადამიანი მეტად მგრძნობიარე ხდება და არ არის გამორიცხული, საბედისწერო შეცდომები დაუშვას.

37 წლიდან 43 წლამდე – ხდება კარმული პროგრამის კორექცია, ანუ ის, რაც ჩვენი მისიაა დედამიწაზე. ეს ქალწულის ზოდიაქოს პერიოდია, როცა ადამიანს შეუძლია პრობლემების დიპლომატიურად გადაწყვეტა, ცხოვრებისეული ცვლილებების დაგეგმვა და დაგროვილი ენერგიის სწორი ხარჯვა და გადანაწილება.

44 წლიდან 49 წლამდე – ადამიანს შესწევს უნარი, აქტიურად იშრომოს და მიიღოს ის, რასაც იმსახურებს. ადვილად შეუძლია სიმშვიდის მიღწევა როგორც პირად, ასევე კარიერულ ცხოვრებაში. ამ პერიოდში ადამიანი სასწორის ზოდიაქოს ნიშანს გადის.

50 წლიდან 57 წლამდე – კარმულად რთული პერიოდია. ამ პერიოდში მორიელის ზოდიაქოს ნიშანს გადიხართ. გაძლიერებულია ინტუიცია, გეძლევათ შანსი, თავად აირჩიოთ ის, რაც შემდგომში თქვენს ცხოვრებაზე დადებითად ან უარყოფითად იმოქმედებს.

58 წლიდან 65 წლამდე – ადამიანი მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანს გადის. ინფორმაციულად მეტად დატვირთულია, უძლიერდება მოთხოვნილება, მაქსიმალურად დაიხარჯოს და იმაზე მეტი პასუხისმგებლობა აიღოს, რისი გაკეთებაც შეუძლია.

66 წლიდან 72 წლამდე – ადამიანი გადის თხის რქის ზოდიაქოს ნიშანს. ემოციურად დატვირთული პერიოდია. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ამ დროს გაგიჩნდეთ სურვილი, განმარტოვდეთ და გადააფასოთ საკუთარი წარსული.

73 წლიდან 80 წლამდე – მერწყულის ზოდიაქოს ნიშანს გავდივართ. ამ დროს ადამიანს მართებს საკუთარი კარმული მისიის შესრულება. აუცილებელია ახლობლებთან მჭიდრო კონტაქტი და მათთვის სიყვარულისა და გამოცდილების გაზიარება.

81 წლის ზევით – ადამიანი თევზების ზოდიაქოს ნიშნის გავლენის ქვეშაა, იკლებს ემოცია და ადამიანი მეტად გრძნობს კოსმიურ ძალებთან კავშირს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი