ჰოროსკოპი და შეუცნობელი

როგორი საჩუქარი უნდა შეურჩიოთ საყვარელ ადამიანს 2022 წლისთვის

№52

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 05.01, 2022 წელი

ასტროლოგიური
პროგნოზითბილისელებისგან“
დაკოპირებულია

ახალ წელს საყვარელი ადამიანებისთვის შერჩეულ, ნაყიდ და ნაჩუქარ ნივთებს მაგიური და თილისმური ძალა აქვს. აუცილებელია, საჩუქრები ლამაზად და მდიდრულად შეფუთოთ და სანამ მას ადრესატს გადასცემთ, გარკვეული დროით, ნაძვისხის ქვეშ დადოთ. ეს იმისთვის, რომ დადებითი ენერგეტიკით დაიმუხტოს. თუ გსურთ, მომავალი წელი წარმატებული იყოს და 2022 წლის მფარველი თქვენს საყვარელ ადამიანებს სწყალობდეს, საჩუქრები მისი ზოდიაქოს ნიშნის შესაბამისად აურჩიეთ.

ვერძი

მოსწონთ კაშკაშა ფერები და თამამი გადაწყვეტილებები. შეარჩიეთ ისეთი საჩუქარი, რომელიც მათ ლიდერულ თვისებებსა და ინდივიდუალიზმს გაუსვამს ხაზს. ეს შესაძლოა, იყოს მოდური სამკაული ან ტანსაცმელი, ბრენდული სუნამო ან დეკორატიული კოსმეტიკა, საიუველირო კალამი გრავირებით.

კურო

ისეთი საჩუქარი გაუხარდება, რომელიც დიდხანს მოემსახურება, ანუ პრაქტიკული საჩუქარი. ასევე, ლამაზი ტყავის საფულე, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, უნივერსალური საგნები გარდერობისთვის ან საცხოვრებელი სახლის დეკორი – ეს ამ ახალ წელს მათთვის სიმშვიდის მომტანი და ერთგვარი თილისმაც გახდება.

ტყუპები

განსაკუთრებული, ორიგინალური და დახვეწილი საჩუქარი შეურჩიეთ. შეგიძლიათ, შეარჩიოთ მაისური მოდური პრინტით, სპორტდარბაზის აბონემენტი, პარფიუმერიული სახლის სასაჩუქრე ვაუჩერი, ბესტსელერი ან საქმიანი დღიური.

კირჩხიბი

დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სახლის კომფორტსა და გარეგნულ ესტეთიკას. მათი საჩუქარი ლამაზი და გონივრულად უნდა იყოს შერჩეული. წელს შესანიშნავი არჩევანია აბრეშუმის თეთრეული, სახლის ხალათი, პარფიუმერიული სანთლები, სააბაზანოს ლამაზი და დეკორატიული ნივთები ან სპა სალონის აბონემენტი.

ლომი

გამორჩეული და პრეტენზიული გემოვნება აქვთ. უყვართ გარდერობისა და ინტერიერის საგნები უჩვეულო და თამამი დიზაინით. მთავარია, ეს მდიდრული და ძვირფასი იყოს. შეარჩიეთ ჩანთა, ფეხსაცმელი ან საიუველირო ნაწარმი. საჩუქარი უნდა ბრწყინავდეს. ასევე, კარგი საჩუქარია კოსმეტიკურ პროცედურებზე ვიზიტი, დახვეწილი სამკაული, ლამაზი საათი ან ხელნაკეთი ნივთები.

ქალწული

პრაქტიკულები და მეოჯახეები არიან და საჩუქრის არჩევისას ეს უნდა გაითვალისწინოთ. თამამად შეგიძლიათ, მათ სწორედ პრაქტიკული ნივთები აჩუქოთ. ეს შეიძლება იყოს როგორც ლამაზი პლედი, პიჟამა ან ტანსაცმელი, ისე სუნამო ან სახის საცხი. მათი საჩუქარი, აუცილებლად მდიდრული და თვალშისაცემი უნდა იყოს ამასთანავე. მოკლედ, შეურჩიეთ ისეთი საჩუქარი, რომელსაც ყოველდღიურად გამოიყენებს.

სასწორი

მოსწონთ ხელოვნება და სილამაზე. ამ ნიშნის წარმომადგენლისთვის, შესანიშნავი საჩუქარი იქნება დეკორატიული სანთლები, წიგნი, ლამაზი სურათი, სტატუეტი, ნატურალური ტყავის ლურჯი საფულე ან სამაჯური. რაც უფრო დახვეწილი იქნება საჩუქარი, მით უკეთესია. ასევე, აბრეშუმის თეთრეული, დახვეწილი კოლიე ან ცივი არომატის მქონე სუნამო, ანუ მათ გაუხარდებათ ყველაფერი, რაც ცხოვრებას სასიამოვნოს, მსუბუქსა და ესთეტიკურს გახდის.

მორიელი

მართალია, არასოდეს გამოხატავენ უკმაყოფილებას საჩუქრის მიმართ, მაგრამ ურჩევნიათ, ისეთი რამ აჩუქოთ, რასაც ყოველდღიურად ატარებენ და ამას ერთგვარი თილისმის ძალა ექნება. მორიელებს ეზოთერიკა, მისტიკა და ამოუცნობი ფენომენი იტაცებთ და უყვართ მუქი ფერები. შეარჩიეთ მკაცრი ინტერიერის გასალამაზებელი უცნაური ნივთები, კომპიუტერის ან ტელეფონის აქსესუარი, შავი ტყავის ქამარი, ასევე, ტყავის სამკაულები.

მშვილდოსანი

აჩუქეთ ის, რაც მათში ახალ ემოციებს აღძრავს. მაგალითად, ცნობილი მწერლების ბესტსელერების კრებული, ვირტუალური რეალობის ანუ 3D სათვალე, მაჯის საათი, გრავირებული კალამი ან რაიმე ნივთი. ასევე, ყველაფერი, რაც ეგზოტიკასა და მოგზაურობას უკავშირდება.

თხის რქა

პრაქტიკული ნივთები იტაცებთ, რომლებსაც ხშირად გამოიყენებენ. შეგიძლიათ შეურჩიოთ ჩანთა, ძვირფასი ბიჟუტერია, ლურჯი, ცისფერი ან ნარინჯისფერი საფულე, ორიგინალური ტანსაცმლის აქსესუარები ან პარფიუმერია. აფასებენ სიმშვიდესა და მარტოობას, ამიტომ, „ინტელექტუალური“ საჩუქარიც გაახარებთ.

მერწყული

ახალი ნაცნობობა და მეგობრების კომპანიაში ყოფნა უყვართ. ცოდნის მოყვარულები არიან. ამიტომ, საჩუქრად გამოგადგებათ წიგნები, უსადენო ყურსასმენი, ტელეფონის ორიგინალური აქსესუარები, საათი ან ტანსაცმლის მაღაზიის სასაჩუქრე ვაუჩერი.

თევზები

აჩუქეთ ყველაფერი, რაც ბრწყინავს. საახალწლოდ შეურჩიეთ ცისფერი ქვებით გაწყობილი სამკაულები, ორიგინალური სახლის ნივთები, კოსმეტიკა, ჩანთა, ტანის მოვლის საშუალებები. ასევე, არომატული სანთლები და სახლის ნივთები, მითოლოგიური ფიგურებით. მათ ეს ყველაფერი ძალიან გაახარებთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი