ჰოროსკოპი და შეუცნობელი

როგორი დამოკიდებულება გაქვთ ვალებთან და კრედიტებთან

№14

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 14.04, 2021 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

ჩვენს რეალობაში, ალბათ, არ არსებობს ადამიანი, ვისაც რაიმე ტიპის ფინანსური ვალდებულება არ აქვს. უმეტეს შემთხვევაში, ეს საბანკო კრედიტებია, ზოგ შემთხვევაში კი – ახლობლისგან ნასესხები ვალი. ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, შეგიძლიათ, განსაზღვროთ, ვის როგორი დამოკიდებულება აქვს ფინანსების მიმართ და რომელ ნიშანს ჯობია ასესხოთ ფული და რომელთან შეიკავოთ თავი, რომ მისი დაბრუნება არ გაგიჭირდეთ.

ვერძი – ფულს როგორი სისწრაფითაც ხარჯავს, იმავე სისწრაფით შოულობს. შესაბამისად, ვერძისთვის ფულის სესხება საშიში არ არის. რაც უნდა კრიზისულ სიტუაციაში იმყოფებოდეს, ყოველთვის მონახავს გამოსავალს და ფულის შოვნის ახალ გზებს მოიძიებს. თუ სთხოვთ, თავადაც უყოყმანოდ გასესხებთ თანხას.

კურო – ფული ძალიან უყვართ, შესაბამისად, მის გასესხებას საკმაოდ რთულად წყვეტენ და მხოლოდ იმ ადამიანებს უმართავენ ხელს, ვინც მათი ძალიან ახლო მეგობარია. ნუ ესესხებით ფულს კუროს, თუ ვალის მალე დაბრუნების ალბათობა თქვენთვის სათუოა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი მხრიდან ნდობასა და პატივისცემას დაკარგავთ. თავად კი იშვიათად იღებს ვალს და თუ მაინც უწევს სესხება, თანხას ყოველთვის დროულად ან წინსწრებით აბრუნებს.

ტყუპები – ფულთან საკმაოდ თავისუფალი და ზედაპირული დამოკიდებულება აქვს. ხელგაშლილი და გულუხვია, როცა საქმე მეგობრების ფინანსურ საჭიროებას ეხება, ამიტომ თანხას უპრობლემოდ გასცემს. თუმცა, იმავეს იმედი აქვს მეგობრების მხრიდანაც.

კირჩხიბი – ფული ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანისთვის ემოციური სიმშვიდის გარანტია. აქედან გამომდინარე, ფულს სესხად იშვიათად გასცემს. თუ მაინც უწევს ამის გაკეთება, დარწმუნდებული უნდა იყოს იმაში, რომ ვალს დროულად დაუბრუნებენ. თავად კი ვალის აღების ეშინია.

ლომი – ბუნებით გულუხვი და ფუფუნების მოყვარულია. ამიტომ, თუ მას შემოსავალი ვერ უწყობს ხელს იმაში, რომ თავი მეფედ იგრძნოს, უპრობლემოდ იღებს ვალებს. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ ლომების დიდ ნაწილს, მთელი ცხოვრების განმავლობაში აქვთ სხვადასხვა სახის კრედიტი და მევალეების დიდი ნუსხა. თუმცა, ფულის გასესხების დროს თავადაც ხელგაშლილია.

ქალწული – არ უყვარს ფულის გასესხება და ვალები. ფინანსებთან მიმართებაში ძალიან ფრთხილი, მომჭირნე და წინდახედულია. თანხა გასასესხებლად ენანება და ფულს თავადაც იშვიათად სესხულობს.

სასწორი – მერყევი და ცვალებადი ნიშანია. თუ მისგან ხელის გამართვა მეგობარს სჭირდება, აუცილებლად დაეხმარება. თუმცა, ვალის დასაბრუნებლად, თუნდაც ძალიან სჭირდებოდეს, გაცემული თანხის მოთხოვნა ერიდება.

მორიელი – ფინანსურ საკითხში ფრთხილი და წინდახედულია. მით უმეტეს, როცა საქმე საკუთარი შრომით გამომუშავებულ რესურსს ეხება. იმის მიხედვით, თუ რა დამოკიდებულება აქვს ამა თუ იმ ადამიანთან, ან ხელგაშლილია, ან ხელმოჭერილი. თავად ვალები არ უყვარს, თუმცა ხშირად ვერ უძლებს ცდუნებას, ფული სარისკო საქმიანობით იშოვოს და ვალებსაც „იკიდებს“.

მშვილდოსანი – ფულთან ზედაპირული დამოკიდებულება აქვთ. თუმცა, ხშირად უმართლებთ ფინანსური კუთხით. ამიტომ, ფულის სესხად გაცემა, არ ენანებათ. თუ თავად სესხულობს, დიდი შანსია, დაავიწყდეს თქვენი ვალი და გაუკვირდეს, თუ მის დაბრუნებას სთხოვთ.

თხის რქა – ფინანსებთან მიმართებაში მეტად წინდახედული და დაკვირვებულია. არ უყვარს ფულის გასესხება. შესაბამისად, თავადაც იშვიათად იღებს ვალებს და თუ ამის აუცილებლობაა, ცდილობს, ფული დათქმულ დროზე ადრე დაუბრუნოს მევალეს.

მერწყული – როცა საქმე ვალს ეხება, ურჩევნია, თავი შეიკავოს. თუ მაინც გასცემს ფულს ვალის სახით, მისი ნდობის შესანარჩუნებლად აუცილებელია, რომ თანხა მევალემ დროულად დაუბრუნოს.

თევზები – თანხის ვალად გაცემაზე ადვილად თანხმდება. თუმცა, შემდგომში უჭირს, მევალეს თანხის უკან დაბრუნება შეახსენოს. როცა თავად ესაჭიროება ხელის გამართვა, დახმარების თხოვნა უახლოესი ადამიანისგანაც კი ეძნელება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი