ჰოროსკოპი და შეუცნობელი

როგორ უნდა მართოთ საკუთარი აზრები

№46

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 23.11, 2022 წელი

ასტროლოგიური
პროგნოზითბილისელებისგან“
დაკოპირებულია

ადამიანები ბუნებით სულსწრაფები და დაუდევრები ვართ. გვინდა, თითოეულმა ქმედებამ თუ ნაბიჯმა დღესვე მოგვცეს შედეგი. ზოგჯერ კი ისე სწრაფად და დაუფიქრებლად ვიქცევით, რომ ამის შედეგს წლების განმავლობაში ვიმკით. არც დაკვირვება ვიცით, მახვილი თვალი კი სწორად მიხვდება, რა ხდება მის გარშემო, რას სთავაზობს მას გარემო პირობები, როდის დგას მისთვის არასასურველი თუ, პირიქით, სასურველი მოქმედებების დრო.

ადამიანის აზრი გარკვეული ენერგიაა და გვინდა თუ არა, ჩვენდა უნებურად, სწორედ ჩვენი აზრები ქმნის ენერგეტიკას, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ მატერიალურ სამყაროში რეალიზდება. ბევრი ადამიანი ამას ვერ ხვდება და ყურადღებასაც არ აქცევს, შედეგს კი მაშინ აღიქვამს, როცა უკვე გვიანია რამის შეცვლა და გამოსწორება.

აზრობრივი ენერგია ძალიან საშიში ენერგიაა ადამიანისთვის, შეიძლება, ითქვას, დამანგრეველიც კი. მაგალითად, როცა ერთ ადამიანს მეორე ადამიანის შურს, ამით ის მას უდიდეს ენერგეტიკულ ზიანს აყენებს და ბლოკავს მის წარმატებას. კერძოდ, ამ დროს იქმნება გარკვეული აზრობრივი ენერგეტიკა. სწორედ ეს ენერგეტიკა უქმნის პრობლემებს შურის ობიექტს. შური ძალიან ცუდი რამაა. ამიტომ, თუ გსურთ არ ავნოთ სხვას, მის მიმართ კეთილი შურიც კი არასდროს გაივლოთ გულში.

აზრის მაგიას ადამიანისთვის წარმატების მოტანა შეუძლია, მაგრამ მისი მართვა თავად უნდა შეგეძლოთ. მაგალითად, გაიხსენეთ და დაფიქრდით, რომელ პერიოდში იყავით ყველაზე წარმატებული, როდის გამოგდიოდათ საქმე ადვილად, როდის გემართებოდათ ხელი. ანუ, ორიენტაცია სწორედ ასეთ მომენტებზე გააკეთეთ. დაჯექით ჩაბნელებულ ოთახში და გაიხსენეთ ისეთი მომენტები და პერიოდები, როდესაც თავს ბედნიერად და წარმატებულად გრძნობდით; ასევე, გაიხსენეთ, რა გეცვათ და გეკეთათ ამ დროს, ვინ იყო თქვენს გარემოცვაში. ქვეცნობიერად ხელახლა გამოიწვიეთ ეს შეგრძნებები და თქვენი ცხოვრების წარმატების არხი ნამდვილად გაიხსნება. ასე რომ, ხშირად უნდა გაიხსენოთ ბედნიერი დღეები, წამები და წუთები და ამ ასოციაციის ფონზე გახსნათ ბედნიერებისა და წარმატების არხი. რაც მეტად გაიხსენებთ ასეთ წარმატებულ დღეებს აზრის დონეზე, მით მეტად წარმატებული იქნებით მომავალში. აზრობრივი მაგია, თავად ადამიანის ენერგიაზეა დამოკიდებული. რაც უფრო სწორად იხარჯება ენერგია და მას სწორ მიმართულებას აძლევთ, მით მეტად წარმატებული ხართ.

გაითვალისწინეთ, რომ ახალი მთვარის პერიოდში ვინმეს დაწყევლა ან ცუდის გაფიქრება ძალიან სახიფათოა. ამ დროს აზრი იძენს კოლოსალურ ძალას და გაფიქრებულმა ცუდმა აზრმა, შესაძლოა, მთლიანად შეცვალოს ადამიანის ბედ-იღბალი. ასევე, არსებობს თვის გარკვეული რიცხვები, როცა ადამიანი საკუთარ ქმედებას მეტად უნდა დაუკვირდეს. ეს დღეები, ყოველი თვის 3-იდან 9 რიცხვამდე, 17-იდან 23-მდე და 28-იდან 31-მდეა და ოდითგანვე ცუდ, კვიმატ და მარცხიან დღეებად მოიაზრება, ამიტომ, ამ დროს მეტად უნდა აკონტროლოთ საკუთარი აზრი და საქციელი. ასევე, არც უნდა ისესხოთ და არც უნდა გაასესხოთ ფული, არ გაყიდოთ რაიმე ფასეული და არც იყიდოთ. თუ ამ დღეებში ცუდად გახდით, გამოჯანმრთელებას დიდი დრო დასჭირდება. არ ვარგა კვიმატ დღეებში ახალ ბინაში გადასვლა, ქორწინება, ნიშნობა და ასე შემდეგ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი