ჰოროსკოპი და შეუცნობელი

როგორ უნდა ებრძოლოთ ცუდ განწყობას ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

№37

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 22.09, 2021 წელი

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

ცხოვრება მარტივი რომ არ არის, ამაში ყოველდღიურად ვრწმუნდებით. თუმცა, დაძაბულ და რთულ პერიოდებს აუცილებლად მოსდევს აღმასვლისა და წარმატების მომენტები. არსებობს მეთოდები, თუ რა სახის ქმედებებს უნდა მიმართოთ მაშინ, როცა გრძნობთ, რომ რთული პერიოდი დგას.

ვერძი – დაუყოვნებლივ უნდა ნებისმიერი დაბრკოლების რქებით გატანა, გაქრობა და სწორედ, ამ მომენტში უშვებს შეცდომას. არ იცის რა არის მოთმინება. სამაგიეროდ, სტრესის პერიოდში შეუძლია, დაგროვილი ნეგატივი სპორტში, ცეკვების შესწავლაში ან ლაშქრობებში დახარჯოს. ეს საუკეთესო გზაა ვერძისთვის დეპრესიიდან გამოსაძვრომად.

კურო – დეპრესია ხანგრძლივი ვადით უგრძელდება, თუკი მას საწყის ეტაპზევე არ ჩაავლო „რქებში ხელი“. სტრესთან ბრძოლის მეთოდებს შორის ყველაზე უსარგებლო საკვების გაათმაგებული დოზით მირთმევის ჩვევაა. უმჯობესია, ამ მხრივ, განტვირთვის გზად ბუნებასთან კავშირი, მცენარეების ან ქოთნის ყვავილების მოვლა გამოიყენოთ. მიწასთან კავშირი ნებისმიერი კუროს ანტიდეპრესანტია.

ტყუპები – დეპრესია იშვიათად და ძალზე მცირე დოზით უტევს. ცუდ ხასიათზე იშვიათადაა, თუმცა თუ ეს მომენტი დადგება, საუკეთესო გზა სტრესის დასაძლევად საინტერესო წიგნების სამყაროში ჩაძირვაა. საკმარისია კარგი წიგნის გადაკითხვა, რომ ძველებური ოპტიმიზმი დაუბრუნდეს.

კირჩხიბი – დეპრესიული მომენტები ხშირად აწუხებს. საუკეთესო გზა სტრესისგან გასათავისუფლებლად წყალია. ნებისმიერი ტიპის წყლის პროცედურა – დაწყებული ცურვით, დასრულებული ჰიდრომასაჟით ან სპა პროცედურებით – გუნებას მომენტალურად გამოუკეთებს.

ლომი – იმდენად თავდაჯერებულად გამოიყურება, რომ ბევრს შეიძლება, ეჭვი შეეპაროს, რომ ოდესმე მას დეპრესია ან უგუნებობა აწუხებდეს. ლომი გულით იმართება, ამიტომ ყველაფერს გულითა და ღრმად განიცდის. შესაბამისად, სტრესთან საბრძოლველად მისთვის საუკეთესო გზა სიყვარული, ახალი რომანტიკული გატაცება ან ფლირტია.

ქალწული – მათ ჩუმი დეპრესია ტანჯავთ. იშვიათად ახასიათებთ ემოციური გამოვლინება და ცრემლები. თუმცა, რეალურად ყველაფერს საკმარისზე მეტად განიცდიან. მათთვის საუკეთესო ანტიდეპრესანტად შეიძლება, პატარა ლეკვის, ჩიტის ან კნუტის ყოლა და მოვლა იქცეს. ქალწული ნებისმიერ ნეგატივს ხარჯავს მაშინ, როცა სხვაზე ზრუნვას იწყებს.

სასწორი – უგუნებობას სახის გამომეტყველების მიხედვით ვერასდროს შეამჩნევთ. თუმცა, პერიოდულად მათაც აწუხებთ სტრესი და დეპრესია. საუკეთესო გზა უგუნებობის დასაძლევად სახელოვნებო სფეროებით დაინტერესებაა. კარგი სპექტაკლის ნახვა, მუსიკის მოსმენა, რომანტიკულ და პოეტურ გარემოში გასეირნება უცებ გამოგიკეთებთ გუნება-განწყობას.

მორიელი – მძაფრი და ძლიერი დეპრესიისკენ არის მიდრეკილი. ამის მიზეზი ისაა, რომ ვერასოდეს ეგუება წაგებას. საუკეთესო მეთოდი დაგროვილი ნეგატივისა და სტრესის დასაძლევად ექსტრემალური სპორტის ნებისმიერი სახეობა გამოდგება. უხასიათობის დაძლევაში მას ადრენალინის დიდი დოზა შველით.

მშვილდოსანი – ბუნებით ოპტიმისტი და ხალისიანი ნატურაა. თუმცა, დგება პერიოდები, როცა ცხოვრებისეულ სირთულეებს ეჯახება და სევდა შემოუტევს. ასეთ დროს მან ცხოველებთან უნდა იკონტაქტოს. ოთხფეხა მეგობრებთან ურთიერთობა ნებისმიერი სახის დარდს დაავიწყებს.

თხის რქა – გარეგნული უშფოთველობის მიღმა საკმაოდ ემოციურ ფსიქიკას მალავს. ყველაზე ხშირად დეპრესია პროფესიულ სარბიელზე წარუმატებლობის გამო უტევს. მათ უგუნებობა ფიზიკური ვარჯიშით, ხანგრძლივი სეირნობითა და ხელსაქმით უნდა გაიქარვონ.

მერწყული – ნაკლებადაა მიდრეკილი დეპრესიისკენ, თუმცა პერიოდულად ახასიათებს უგუნებობა. მათთვის საუკეთესო გზა განტვირთვისა და სტრესთან ბრძოლისთვის მეგობრული თავყრილობების მოწყობა და ჯგუფური გასართობი ღონისძიებებია.

თევზები – თანდაყოლილი მელანქოლიურობით ხასიათდებიან. შესაბამისად, გარკვეული სევდანარევი განწყობა ამ ადამიანებისთვის უფრო ნორმაა, ვიდრე მოულოდნელობა. სერიოზულ სტრესთან ბრძოლისთვის სახელოვნებო სფეროებში ჩაღრმავება შველით. ამ მხრივ, განსაკუთრებით კარგია ლიტერატურა ან ეზოთერული სფეროების გაცნობა. ეს მათ საკუთარი პრობლემების გადაჭრასა და ზოგადად, საკუთარი თავის უკეთ გაცნობაში დაეხმარება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი