ჰოროსკოპი და შეუცნობელი

როგორ უნდა ამოიცნოთ მარტივად ადამიანის ხასიათი

№21

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 31.05, 2023 წელი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი
დაკოპირებულია

დაბადების რიცხვს უდიდესი გავლენა აქვს ადამიანის ხასიათსა და თვისებებზე. ასე რომ, თუ გსურთ, შეიტყოთ ადამიანის ხასიათის შესახებ, გაიგეთ მისი დაბადების თარიღი.

1, 10, 19, 28 რიცხვში დაბადებულები – ინდივიდუალისტია, აქვს თავისი განსაკუთრებული შეხედულებები, არის ჯიუტი და მიზანსწრაფული; ასევე, შეუძლია, შემოქმედებითად მიუდგეს ყველაფერს, რითაც არ უნდა იყოს დაკავებული. ამ რიცხვებში დაბადებულები გამოირჩევიან დამოუკიდებლობით, ლიდერული თვისებებით, არტისტულობით, ორიგინალური აზროვნებით, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით.

2, 11, 20, 29 რიცხვში დაბადებულები – აქვთ მდიდარი წარმოსახვის უნარი, მაგრამ აკლიათ საკუთარი თავის რწმენა. ამიტომ ისინი არც ისე შეუპოვრები არიან თავიანთი იდეების განხორციელებისას. ამ რიცხვებში დაბადებულები ძალიან მგრძნობიარენი არიან, გამოირჩევიან ემოციურობით, ექსტრასენსური უნარით, დიპლომატიურობით, მეოცნებეობით.

3, 12, 21, 30 რიცხვებში დაბადებულები – ძალიან თავმოყვარეები არიან, სხვებს არასდროს ემორჩილებიან. თავიანთი მიზანდასახულობით ხშირად აღწევენ მაღალ საზოგადოებრივ მდგომარეობას. ასევე, გამოირჩევიან განსაკუთრებული სიყვარულის უნარით, არტისტიზმით, ინტელექტუალური შესაძლებლობებით, იუმორის გრძნობით, მერყევი ხასიათით, მდიდარი წარმოსახვის უნარით, ინტუიციით.

4, 13, 22, 31 რიცხვებში დაბადებულები – პრაქტიკულები და მგრძნობიარეები არიან. იშვიათად აღწევენ წარმატებებს და ხშირად ითრგუნებიან. გამოირჩევიან წესრიგის სიყვარულით, პატიოსნებით, სიჯიუტით. ასევე, არიან პესიმისტები, ემოციურები, ნერვიულები. არ ეშინიათ მძიმე სამუშაოს შესრულების. აქვთ მაღალი პასუხისმგებლობის უნარი.

5, 14, 23 რიცხვებში დაბადებულები – არიან კარგი მოაზროვნეები და სამართლიანები. მოქმედების დროს ახასიათებთ იმპულსურობა, თუმცა აქვთ დამყოლი ხასიათი. ამ რიცხვებში დაბადებული ადამიანები არიან ინტელექტუალურები, ემოციურები, პროფესიონალები. გამოირჩევიან სხარტი აზროვნებით. მონდომებული არიან, იშოვონ ფული.

6, 15, 24 რიცხვებში დაბადებულები – ადვილად იპყრობენ გარშემო მყოფთა ყურადღებას. არიან ჯიუტები, ისახავენ მიზნებს და მათ მისაღწევად უკან არაფერზე იხევენ. შეუძლიათ ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობა, გარშემო მყოფებზე უანგაროდ ზრუნვა. არიან ამბიციურები, თუმცა ადვილად ექცევიან სხვების გავლენის ქვეშ.

7, 16, 25 რიცხვებში დაბადებულები – გამოირჩევიან ინტუიციითა და მიმზიდველობით. ადვილად შეუძლიათ ადამიანებთან ურთიერთობის დამყარება და ძლიერ გავლენას ახდენენ გარშემო მყოფებზე. ახასიათებთ მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალობა, სიჯიუტე, არტისტიზმი, აზროვნების ანალიტიკური უნარი, რომანტიზმი, მახვილი ინტუიცია.

8, 17, 26 რიცხვებში დაბადებულები – არიან მგზნებარე ბუნების, ახასიათებთ დამოუკიდებლობა, მაგრამ ხშირად ხვდებიან გაუგებრობების მსხვერპლი და სწორედ ამის გამო გულის სიღრმეში მარტოდ გრძნობენ თავს. ასევე, გამოირჩევიან ფულის შოვნის უნარით, არსებული სიტუაციის საღად შეფასებით, კარგი ორგანიზატორული ნიჭით. არიან ემოციურები, იმავდროულად, ზარმაცები და ზოგჯერ მერყევებიც კი.

9, 18, 27 რიცხვებში დაბადებულები – არიან ეგოისტები, მაგრამ დიდსულოვნები გარშემო მყოფების მიმართ. სიამოვნებთ სხვების დახმარება. არიან მოუთმენლები, დამოუკიდებლები, ამბიციურები, ნიჭიერები, არტისტულები. აქვთ პასუხისმგებლობის უდიდესი გრძნობა, ორგანიზების უნარი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი