ჰოროსკოპი და შეუცნობელი

როგორ უნდა ამოიცნოთ ადამიანის სახასიათო შტრიხები

№12

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 31.03, 2021 წელი

რა ახდენს ბედზე გავლენას
დაკოპირებულია

დაბადების დღის რიცხვს უდიდესი გავლენა აქვს ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრებაზე, კერძოდ, ის მოქმედებს და აყალიბებს ადამიანის ხასიათსა და თვისებებს. ამიტომ, თუ გსურთ ამოიცნოთ კონკრეტული ადამიანის სახასიათო შტრიხები, მაშინ, მისი დაბადების რიცხვი უნდა გაიგოთ. მაგალითად:

1, 10, 19, 28 რიცხვებში დაბადებული ადამიანი – ინდივიდუალისტია, აქვს საკუთარი, განსაკუთრებული შეხედულებები, არის ჯიუტი და მიზანსწრაფული. შეუძლია, შემოქმედებითად მიუდგეს ნებისმიერ საქმეს, რასაც ხელს მოჰკიდებს. ამ რიცხვებში დაბადებულები გამოირჩევიან დამოუკიდებლობით, ლიდერული თვისებებით, არტისტულობით, ორიგინალური აზროვნებით, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით.

2, 11, 20, 29 რიცხვებში დაბადებული ადამიანი – აქვს მდიდარი წარმოსახვის უნარი, თუმცა, აკლია საკუთარი თავის რწმენა, რის გამოც არც ისე შეუპოვრია საკუთარი იდეების განხორციელებისას. ამ რიცხვებში დაბადებულები გამოირჩევიან მგრძნობიარობით, ემოციურობით, ექსტრასენსური უნარით, დიპლომატიურობით, მეოცნებეობით.

3, 12, 21, 30 რიცხვებში დაბადებული ადამიანი – თავმოყვარეა და სხვებს არ ემორჩილება. თავისი მიზანდასახულობის დამსახურებით ხშირად აღწევს მაღალ საზოგადოებრივ მდგომარეობას. გამოირჩევა განსაკუთრებული სიყვარულის უნარით, არტისტიზმით, ინტლექტუალური შესაძლებლობებით, იუმორის გრძნობით, მერყევი ხასიათით, მდიდარი წარმოსახვის უნარით, ინტუიციით.

4, 13, 22, 31 რიცხვებში დაბადებული ადამიანი – პრაქტიკული და მგრძნობიარეა. იშვიათად აღწევს წარმატებებს, ხშირად ითრგუნება მელანქოლიურობის გამო. გამოირჩევა წესრიგის სიყვარულით, პატიოსნებით, ამასთან ერთად, სიჯიუტით. არ ეშინია მძიმე სამუშაოს შესრულების. არის პესიმისტი, ემოციურები, ნერვიული. აქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

5, 14, 23 რიცხვებში დაბადებული ადამიანი – კარგი მოაზროვნე და სამართლიანია. მოქმედების დროს ახასიათებს იმპულსურობა. აქვს მისწრაფება, იშოვოს ბევრი ფული და გამოირჩევა დამყოლი ხასიათით. ამ რიცხვებში დაბადებული ადამიანი გულმავიწყი, ინტელექტუალური, ემოციური, პროფესიონალია. გამოირჩევა სხარტი აზროვნებით.

6, 15, 24 რიცხვებში დაბადებული ადამიანი – ადვილად იპყრობს გარშემო მყოფთა ყურადღებას. არის ჯიუტი და მიზნის მისაღწევად გადაწყვეტილებას არ ცვლის. შეუძლია, ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობა, საქმისთვის თავდადება, გარშემო მყოფებზე უანგაროდ ზრუნვა, თუმცა, იმავდროულად, არის ამბიციურ და ადვილად ექცევა სხვების გავლენის ქვეშ.

7, 16, 25 რიცხვებში დაბადებული ადამიანი – გამოირჩევა ინტუიციითა და მიმზიდველობით. ძლიერ გავლენას ახდენს გარშემო მყოფებზე. ახასიათებს მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალობა, სიჯიუტე, არტისტიზმი, აზროვნების ანალიტიკური უნარი, რომანტიზმი, მახვილი ინტუიცია. ადვილად ამყარებს ურთიერთობებს.

8, 17, 26 რიცხვებში დაბადებული ადამიანი – მგზნებარე ბუნებით გამოირჩევა, ახასიათებს დამოუკიდებლობა, მაგრამ, ხშირად ხდება გაუგებრობების მსხვერპლი და სწორედ ამის გამო გულის სიღრმეში მარტოდ გრძნობს თავს. ასევე, გამოირჩევა ფულის შოვნის უნარით, სიტუაციის საღად შეფასებით, კარგი ორგანიზატორული ნიჭით. არის ემოციური, იმავდროულად, ზარმაცი და მერყევი.

9, 18, 27 რიცხვებში დაბადებული ადამიანი – სხვების მიმართ შემბრალებელია, ეხმარება გარშემო მყოფებს. შეუძლია, ადამიანებთან მშვიდი ურთიერთობების დამყარება. ასევე, არის მოუთმენელი, დამოუკიდებელი, ნიჭიერი, არტისტული. აქვს ორგანიზების უნარი და პასუხისმგებლობის უდიდესი გრძნობა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი