ჰოროსკოპი და შეუცნობელი

როგორ ცვლის კონკრეტული მუსიკა ადამიანის ბედს და რა გავლენას ახდენს იღბალზე

№7

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 24.02, 2021 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

თუ გსურთ, ნებისმიერი მელოდიისგან მაქსიმალური სარგებლობა მიიღოთ, წინასწარ უნდა გაარკვიოთ, თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე რომელი მუსიკალური ნაწარმოები მოქმედებს უფრო მეტად და რა გავლენას ახდენს ის თქვენზე. ასევე, არაერთი კვლევით დადგინდა, რომ მუსიკის ჰანგები აქტიურად იზიდავს ენერგიას – როგორც დადებითს, ისე უარყოფითს. ამიტომ, თუ ადამიანმა იცის, რომელი მუსიკა რა გავლენას ახდენს მასზე, შესაძლოა, ამით საკუთარი ბედ-იღბალიც კი შეცვალოს უკეთესობისკენ.

მუსიკას შეუძლია, ადამიანს დაეხმაროს სულიერი წონასწორობის აღდგენაში, გაგვივითაროს ინტელექტი, შეამსუბუქოს ან მოხსნას ტკივილი და ასე შემდეგ. ეს ძალა კი მუსიკას რეალურად აქვს. მაგალითად:

* თუ წინ მძიმე და დაძაბული სამუშაო დღე გელით, დილიდანვე ჩართეთ სახლში ენერგიული მუსიკა და მისი ჰანგები ძალასა და სიხალისეს შეგმატებთ და პოზიტივით აგავსებთ, შესაბამისად, სამუშაოსაც ადვილად გაართმევთ თავს;

* თუ ღამით ცუდად გეძინათ, ჩაჯექით სავარძელში, დახუჭეთ თვალები, მოდუნდით და მშვიდ და წყნარ მელოდიას მოუსმინეთ. ის თქვენს აგზნებულ ნერვულ სისტემას დაამშვიდებს. თუმცა, გაითვალისწინეთ, თუ ასეთ მუსიკას დიდხანს მოუსმენთ, შეიძლება, საწინააღმდეგო შედეგი გამოიღოს. სტრესის დროს კი კარგია საგალობლების მოსმენა. ასეთი ჰანგები ორგანიზმისა და ნერვული სისტემის დამშვიდებას უწყობს ხელს;

* თუ გსურთ, ზედმეტი წონა უმტკივნეულოდ და მარტივად მოიშოროთ და იდეალურ ფორმაში ჩადგეთ, მუსიკას ფიზიკური ვარჯიშისა და ჭამის დროსაც უსმინეთ;

* ბახის, ჰენდელის, ვივალდის წყნარი მელოდიების დაბალ ხმაზე მოსმენა საკმაოდ დადებით შედეგს იძლევა მუშაობის ან სწავლის დროს. ჰაიდნისა და მოცარტის ნაწარმოებები კი ამაღლებს ყურადღების კონცენტრაციას, აუმჯობესებს მეხსიერებასა და აღქმის უნარს. შოპენის, ლისტისა და ჩაიკოვსკის ნაწარმოებები კარგია შეყვარებული წყვილებისთვის, რადგან ისინი აღვიძებენ და მკვეთრად აძლიერებენ ურთიერთსიმპათიას, გულწრფელ გრძნობებს. რაველის მუსიკა, აღვივებს სასიამოვნო განცდებს. ჯაზი, ბლუზი და სხვა აფრიკული მიმდინარეობები მეგობრულ წრეში შეხვედრების დროს მხიარულ განწყობას შეგიქმნით. როკის გავლენაზე კი არაერთგვაროვანი მოსაზრება არსებობს. რეალურად, ასეთი ჟანრის მუსიკა კოსმიურ ძალებთან გვაახლოებს, აფხიზლებს გრძნობებს, ამაღლებს აქტიურობის უნარს და თავის ტკივილსაც კი აყუჩებს. მაგრამ, თუ გადაჭარბებული დოზით მოუსმენთ, მაშინ კოსმოსიდან დაგიბრუნდებათ უარყოფითი, ნეგატიური ენერგია და შესაძლოა, ამან დაძაბულობა და სტრესიც კი გამოიწვიოს. რეპი კი აღადგენს;

* სავაჭრო ადგილებში სასიამოვნო, ემოციური და წყნარი მუსიკა უნდა ისმოდეს, რომლის ზემოქმედებითაც მყიდველი დაკარგავს დროის შეგრძნებას და ფულს უსარგებლო ნივთებშიც კი არ დაინანებს. ხოლო რესტორანში, ბარში, კაფეში მშვიდი, კლასიკური მუსიკა ან მსუბუქი ჯაზის ჰანგები მოაჯადოებს სტუმრებს და იქ მეტხანს დაყოვნდებიან. შესაბამისად, იმატებს შეკვეთაც, რაც ამ დაწესებულების ფინანსური შემოსავლების ზრდას უწყობს ხელს. სწრაფი კვების ობიექტების მფლობელებმა კი უპირატესობა რიტმულ, სწრაფ და თანამედროვე მუსიკას უნდა მიანიჭონ. ასეთი მელოდიის წყალობით, ამ ობიექტებში ხალხის ნაკადი გაორმაგდება;

* თუ გსურთ, ქვეცნობიერად დაბრუნდეთ წარსულში და კვლავ შეიგრძნოთ მაშინ განცდილი სიამოვნება და იდილია, მოუსმინეთ იმ მუსიკას, რომელსაც იმ ბედნიერ დღეებში უსმენდით და ეს განცდა თქვენში კვლავ შემოვა და განმეორდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი