ჰოროსკოპი და შეუცნობელი

როგორ ხდება გენური ინფორმაციის შთამომავალზე გადაცემა

№28

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 21.07, 2021 წელი

კვირის ჰოროსკოპი
დაკოპირებულია

გენეტიკურად არა მარტო ბედისწერა, არამედ წინაპართა ცოდვებიც გადადის და, სწორედ, ამიტომაა საჭირო სიფრთხილე და კონტროლი თითოეულ ქცევასა და სიტყვაზე.

ასევე, არსებობს დღეები, როცა კატეგორიულად იკრძალება ნეგატიური ზემოქმედება სხვა ადამიანზე აზრის ან ფიქრის დონეზე. რადგან ამით მეორე ადამიანის ბედში ერევით და ცვლით მას. შესაძლოა, ამ ერთგვარად გაუაზრებელი საქციელით, პრობლემები შეუქმნათ, საყვარელ ადამიანსაც კი. ადამიანის ბედისწერასა და გენებს შორის უდიდესი კავშირი არსებობს. ამ მხრივ, განსაკუთრებით გამოირჩევიან ზამთარში და გაზაფხულზე დაბადებული ადამიანები. ასევე, არსებობს ამ ადამიანებისთვის განსაკუთრებულად საშიში პერიოდები, როცა მათი ერთი გაუაზრებელი ფიქრიც კი საშიში ხდება და, შესაძლოა, თავდაყირა დააყენოს მათი ბედ-იღბალი. ზოგს საერთოდ არ სჯერა ბედისწერის და სწორედ, აქ ცდება. გენური კოდის საშუალებით ჩვენ ვიღებთ მემკვიდრეობით გარეგნობას, ხასიათს, ნიჭს და ბედისწერას. წინაპრების არასწორი ცხოვრების წესი კი შთამომავლის ბედისწერაზე აისახება. ახალშობილიც არ იბადება უცოდველი და ამას განაპირობებს მისი კარმა, გენების საშუალებით მიღებული პროგრამა, რომელიც მას შთამომავლობით ერგო. სწორედ, ეს არის ჩვენი ბედისწერა, რომელშიც უდიდესი წვლილი ჩვენს ბებია-ბაბუებს მიუძღვით. ის კარმული ვალები, რაც მათ სიცოცხლეში გადასახდელი დარჩათ, ჩვენზე გადმოდის და სწორედ, ჩვენს გენებში იწერება. ასე რომ, თითოეული ჩვენგანი, გენური ინფორმაციის მატარებელი და გადამტანია.

სამწუხაროდ, ბევრი არ უფიქრდება საკუთარ ქცევას, ცოდვას სჩადის, შემდეგ კი უკვირს, რატომ არის მისი შთამომავალი წარუმატებელი.

გენეტიკური ინფორმაციის გადაცემა, ძირითადად, თაობის გამოტოვებით მიმდინარეობს, ანუ, ბებია-ბაბუის ინფორმაციის გადამტანები შვილიშვილები არიან და ბედისწერასაც, სწორედ, მათგან იღებენ. გენური პროგრამა 35-40 წლის ასაკამდე ყალიბდება და წინაპრების მიერ, სწორედ, ამ ასაკამდე შექმნილი ყველა ნეგატიური თუ პოზიტიური გენური პროგრამა ზუსტად გადადის მომავალ თაობაზე. პრობლემა მანამ გასდევს თაობიდან თაობას, სანამ ბოლომდე არ მოგვარდება. მაგალითად, ალკოჰოლის მიმართ მიდრეკილებასაც კი ეს განსაზღვრავს. თუ ბაბუა ამ პრობლემას ვერ ართმევდა თავს, მაშინ ეს პრობლემა შვილიშვილსაც გადაეცემა. მკვლელის უცოდველი შთამომავალი კი სხვაზე მეტად ისჯება. ის ან თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს, ან უკურნებელი სენით იღუპება, ან ცხოვრებაში უამრავ წინაღობასა და პრობლემას აწყდება და ხშირად ამის გამო დეპრესიაში ვარდება. ფაქტია, ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენი საქციელით ჩვენი მომავალი შვილებისა და შვილიშვილების ბედსაც განვსაზღვრავთ. დედამიწის ზურგზე კარმულ ცოდვაზე დიდი ცოდვა არ არსებობს.

თუმცა, რაც ჩვენს თავს ხდება, ყველაფერი მხოლოდ წინაპართა ბრალი არ არის. თითოეული ჩვენგანი ცხოვრების განმავლობაში თავის არაერთგვარ პროგრამასაც ქმნის და იწერს გენებში. არსებობს დღეები, როცა გენური კოდი გააქტიურებულად მოქმედებს ადამიანზე და ამ დროს წარმოთქმული ან გაფიქრებული აზრიც კი ნეგატიურად აისახება ადამიანის ბედზე. ასეთი დღეებია: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი და კვირა. ამ დროს ადამიანზე ცუდის გაფიქრებაც კი, შესაძლოა, მისმა გენურმა პროგრამამ შეიწოვოს და მის ბედში ნეგატიური ცვლილებები შეიტანოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი