ჰოროსკოპი და შეუცნობელი

როგორ იცავს თმა ადამიანს ნეგატიური ზეგავლენისგან და რას იწვევს მასზე სხვისი შეხება

№37

ავტორი: ნანა წერეთელი 10:00 23.09, 2022 წელი

შეუცნობელი
დაკოპირებულია

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ადამიანის სხეულისა და სულის ენერგეტიკას საოცარი მაგიური ძალა აქვს და მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მის ცხოვრებასა და ბედ-იღბალს. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ეს მაგია მთელ სხეულზე სხვადასხვანაირადაა გადანაწილებული და მათ შორის, წარმოუდგენელი ძალა და შესაძლებლობა აქვს თმას. შესაბამისად, ბევრი ადამიანის ცხოვრება იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სწორად ექცევა ის თმას, რაც თავისთავად განსაზღვრავს, შეძლებს თუ არა სხეულის ეს ნაწილი მოიზიდოს თქვენთვის დოვლათი, კეთილდღეობა და შემოსავალი. მაშ ასე, რა არის საჭირო, რომ თმამ ადამიანს მიანიჭოს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ენერგია და დაიცვას ნეგატივისგან? - კითხვაზე პასუხს გაგვცემს ეზოთერეიკოსი, ბატონი შალვა ტ.

- ყველას ჰყავს ნაცნობი, ან თავად თქვენ ხართ ის, ვისაც წარმოუდგენლად ლამაზი, სქელი, აბრეშუმივით ნაზი და მბზინავი თმა ჰქონდა და რაღაც განსაზღვრულ მომენტში ის მყიფე და უხეში გახდა. თმამ ცვენა და მტვრევა დაიწყო. ადამიანი მიმართავს ექიმებს, მაგრამ ვერავინ ადგენს მოცემული მდგომარეობის ჭეშმარიტ მიზეზს. სინამდვილეში კი, საქმე მარტივადაა...

- ეს პრობლემა ბევრს აწუხებს და ძალიან საინტერესოა, რა არის ამის მიზეზი?

- ამ დროს თმის ცვენას იწვევს ძლიერი ნეგატივი, რომელიც ადამიანს თავს ატყდება შურის, ბოროტების, სიძულვილისა და წყევლის სახით. სწორედ იმიტომ კარგავს თმა ხარისხს, რომ ნეგატივის ნიაღვრის უმეტეს ნაწილს თავის თავზე იღებს. აქედან გამომდინარე მიაჩნდათ ჩვენს წინაპრებს, რომ ვისაც ბევრი უსიამოვნების გადატანა უწევდა, თმა უნდა შეეჭრა, რათა არსებული ნეგატივისგან ასე დაეხსნა თავი.

- რის მიხედვით შეიძლება ამოვიცნოთ, რაზე მიგვანიშნებს საკუთარი თმა?

- მინიშნებები თმასთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრია. ამიტომ, ყოველთვის ყურადღებით უნდა იყოთ თმის მიმართ, რომ ნებისმიერი, თვით უმნიშვნელო ცვლილებაც კი, არ გამოგეპაროთ. ძნელი შესამჩნევი არ არის და საკმაოდ უსიამოვნოცაა, თმის მუდმივად გაყოფილი ბოლოები. შესაბამისად, არანაკლებ უსიამოვნოა მინიშნებაც: თქვენს გარემოცვაში და საკმაოდ ახლოსაც, ძალიან შურიანი ადამიანია და უფრთხილდით, მახე არ დაგიგოთ. არის შემთხვევები, როცა ზოგიერთ ადამიანთან ურთიერთობის შემდეგ ისეთი შეგრძნება გრჩებათ, თითქოს თავზე თმა ჭუჭყით გაიპოხა, დამძიმდა და საშინლად გაწუხებთ. ეს ნიშნავს, რომ თქვენი მოსაუბრე არაკეთილმოსურნეა და ზურგს უკან ინტრიგებს ხლართავს.

- პირადად მე, საშინლად არ მიყვარს, თუ ვინმე თმაზე შემეხო და გამიგია კიდეც, რომ ცუდის ნიშანიაო...

- ეს მართალია და შესაბამისად, არავის არ უნდა მისცეთ უფლება, რომ თმაზე შეგეხოთ. ვინც მუდმივად ცდილობს, თმაზე ხელი გადაგისვათ, გაგისწოროთ ან ნებისმიერი სხვა სახით გამოხატოს მასთან შეხების სურვილი, იცოდეთ, ის ცდილობს, დადებითი ენერგია და სასიცოცხლო ძალა წაგართვათ (ეს ეხება უცხოს - მშობლები და საყვარელი ადამიანი მათ რიცხვში არ შედის). ამის სანაცვლოდ კი, ცდილობს, უარყოფითი ენერგიით დაგმუხტოთ. რაც შეეხება თმის შეჭრას, გასათხოვარმა გოგონამ ამისთვის ისეთ სტილისტს არ უნდა მიმართოს, რომელიც განქორწინებულია, თორემ შეიძლება თავისი სიყვარული ვერასდროს იპოვოს და შინაბერად დარჩეს. მაგრამ თუ გსურთ, რომ შეჭრის შემდეგ თმა სწრაფად გაიზარდოს, ეს პროცედურა მზარდი მთვარის ფაზაში შეასრულეთ, ხოლო თუ ცხოვრებაში ცვლილებებს ესწრაფვით, თმა სავსემთვარეობისას შეიჭერით. თან, შეჭრის დროს არ ილაპარაკოთ, მხოლოდ გონებაში წარმოიდგინეთ, რა ცვლილების შეტანაც გსურთ ცხოვრებაში. დაბოლოს, ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენი თმა ან სავარცხელი თქვენს არაკეთილმოსურნეს არ ჩაუვარდეს ხელში, თორემ პრობლემები და უსიამოვნებები ცხოვრების ყველა მიმართულებით დაგატყდებათ თავს.

- რაც შეეხება თავის დაბანას, როდისაა ეს მიზანშეწონილი და რა შეიძლება მოჰყვეს, თუ ამას შეუფერებელ დროს გავაკეთებთ?

- როდის უნდა დაიბანოთ თავი და როდის არ შეიძლება ამის გაკეთება - ამაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. კვირის დღეების მიხედვით, განრიგი შემდეგია. თუ თავს ორშაბათს დაიბანთ, ოჯახში ფული და ფუფუნება ფეხს ვერ მოიკიდებს. მაგრამ მინიშნების მოქმედება რომ გაანეიტრალოთ, ორშაბათს, თავის დაბანის შემდეგ, თმაზე გვირილის ნახარში გადაივლეთ და თან, ჩურჩულით წარმოთქვით: „თმას ვიბან და შესაბამისად, ნეგატივს ახლოს არ ვიკარებ - განვდევნი ჩემგან“. ოჯახში მატება რომ გქონდეთ, გამრავლდეთ და გაძლიერდეთ, თავი სამშაბათს უნდა დაიბანოთ.

- ოთხშაბათს თავის დაბანა არ ვარგაო, ბებიაჩემისგან გამიგია და მართლა ასეა?

- სულ პირიქითაა, თუ ოთხშაბათს დაიბანთ თავს, იღბალი გაგიღიმებთ და წარმატებას მიაღწევთ. ოჯახური კერის შენარჩუნებისა და სახლში სიყვარულის დასადგურების საწინდარი კი თავის ხუთშაბათს დაბანაა. თუმცა პარასკევს, იგივეს ნამდვილად არ გირჩევთ, რადგან ჯანმრთელობის პრობლემები შეგექმნებათ. სამაგიეროდ, თუ ერთ დღესაც მოითმენთ და თავის დაბანას შაბათისთვის გადადებთ, თქვენს სახლში კეთილდღეობა დაისადგურებს. დაბოლოს, თუ ბიოველის გაძლიერება და ნეგატივისგან თავის დაცვა გსურთ, თავი დაიბანეთ კვირას და ეს რიტუალი ასე შეასრულეთ: თმა სამჯერ დაიბანეთ და ბოლოს აბზინდის ნახარში გადაივლეთ, შემდეგი სიტყვების ჩურჩულით: „ირგვლივ ნათელი ენერგიაა და მას ჩემი თმა ისრუტავს. ასეთ ძლიერ დამცავს კი ნეგატივი ვერაფერს დააკლებს და ბოროტების ყველა შემოტევას ჩემი თმა მოიგერიებს. დაე, ეს ასე იყოს!“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი