ჰოროსკოპი და შეუცნობელი

როგორ ადამიანებს გაუმართლებთ ვეფხვის წელიწადში

№1

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 12.01, 2022 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

2022 წლის სიმბოლო – წყლის ვეფხვი გამბედაობის, მიზანსწრაფულობის და ზოგჯერ, აგრესიის განსახიერებაა და აქტიურ ცხოველად ითვლება. ასე რომ, იწყება ცვლილებების პერიოდი, რაც ბევრისთვის წარმატებული იქნება.

ვეფხვი ადამიანებს უკვე არსებული კავშირების გამტკიცებაში დაეხმარება. ამიტომ გაიხსენეთ, როგორ დაიბადა და განვითარდა თქვენი გრძნობა და ეცადეთ, თქვენს ცხოვრებაში მეტი რომანტიკა მიიზიდოთ. ვისაც 2022 წელს ოჯახის შექმნა სურს – ახალი წელი ამ შესაძლებლობას მისცემს. ასევე, გაუმართლათ მშრომელ ადამიანებს, რადგან მათ ვეფხვის წელი განვითარებას და კარიერულ წინსვლას ჰპირდება. შესაძლებლობა გექნებათ, ცოდნა გაიუმჯობესოთ, აიმაღლოთ ან ახალი რამ შეისწავლოთ. ასევე, მოსალოდნელია სამსახურის ან პროფესიის მკვეთრი ცვლილება. სიახლეების არ უნდა შეგეშინდეთ, რადგან ეს მატერიალურადაც მოგებიანია და თან, თქვენს ცხოვრებას გაცილებით ლამაზსა და ფერადოვანს გახდის. შემოსავალს კი გააზრებული და კარგად გათვლილი მოქმედებით მოიპოვებთ.

ვეფხვი ადამიანებში მიზანდასახულობასა და ოპტიმიზმს გააღვიძებს და აიძულებს, იბრძოლონ საკუთარი მიზნებისა თუ ოცნებებისთვის. მართალია, ეს წელი მშვიდი არ იქნება, მაგრამ არც ისე გაუწონასწორებელი, როგორც ხარის წელი იყო. რევოლუციონერი ვეფხვი, ძალიან ბევრ ცვლილებასა და თავგადასავალს მოიტანს. თავად წელი კი ინოვაციური და აქტიური იქნება.

ცვლილებების პერიოდი იწყება როგორც პოლიტიკურ, ისე სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში, რაც ბევრისთვის წარმატებული იქნება. მათ, ვისაც მუშაობა არ ეზარება, ვეფხვის წელი განვითარებას და კარიერულ წინსვლას ჰპირდება. წელს სიახლეებისა და ცვლილებების არ უნდა შეგეშინდეთ, რადგან ეს თქვენს ცხოვრებას გაცილებით მრავალმხრივს გახდის. ფინანსები კი გონივრულად და ეკონომიურად ხარჯეთ. გაითვალისწინეთ, რომ წლის მბრძანებელ ვეფხვს სპონტანური და დაუგეგმავი შესყიდვები არ უყვარს, იოლი ფულის მოლოდინი კი ნუ გექნებათ.

წელს ადამიანებში საგრძნობლად მოიმატებს სექსუალურობა და შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენის უნარი. წყვილებს შორის ურთიერთობა უფრო ვნებიანი და ემოციური გახდება. წლის უარყოფით ტენდენციებს შეიძლება, მიეკუთვნოს მოვლენების დრამატიზებისადმი მიდრეკილება, კომპრომისების უქონლობა, კონტრაქტების ხელმოწერისას ზედმეტი თვითრწმენა, მოუთმენლობა და გადამეტებული ლტოლვა თავისუფლებისადმი. გაიზრდება კონკურენტული ბრძოლა, რომელიც ზოგჯერ უკომპრომისოც კი გახდება. ვეფხვის წელიწადში წარმატება მათ დარჩებათ, ვინც კონკრეტული მიზნების დასახვას შეძლებს.

ზოგადად, ეს წელიწადი კარგია ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ამიტომ, იყავით მიზანდასახულები, საქმეზე ორიენტირებულები და შრომისმოყვარეები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი