ჰოროსკოპი და შეუცნობელი

როდის ნანახი სიზმარია ადამიანის ბედის წინასწარმეტყველი

№47

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 01.12, 2021 წელი

ასტროლოგიური
პროგნოზითბილისელებისგან“
დაკოპირებულია

დღისით დაგროვილი უარყოფითი ენერგია ღამით ხილვად გადაიქცევა და მომავლის წინასწარმეტყველი ხდება. ასევე, როდესაც ადამიანი სიზმარს ხედავს, დრო გაცილებით სწრაფად გარბის, ვიდრე ცხადში. წლის განმავლობაში კი არსებობს დღეები, როცა სიზმარს ადამიანმა განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს. ასეთ დღეებში ნანახი სიზმრები წინასწარმეტყველურია. მაგალითად, ასეთი დღეებია სავსემთვარეობიდან მესამე, მეოთხე და მეშვიდე დღეები. ასევე, ყოველი თვის პირველი და ბოლო შაბათ-კვირა. ამ დღეებს განსაკუთრებული მაგიური ძალა აქვს და ამ დროს სიზმრად მოსული ინფორმაცია მომავალს გვიწინასწარმეტყველებს.

როცა ადამიანები სიზმრის უარყოფით შედეგებზე იწყებენ ფიქრს და შიში იპყრობთ, ავტომატურად, უარყოფით ენერგიას იზიდავენ, რაც ცუდ შედეგებს იწვევს. შესაძლოა, უარყოფითმა ენერგიამ არა მხოლოდ ამ ადამიანზე იმოქმედოს ცუდად, არამედ მასზეც, ვისაც სიზმარი ეხება, რადგან ფიქრისას უარყოფითი ენერგია მიმართულებას პოულობს. ამიტომ, წინასწარმეტყველურ სიზმრებზე ყურადღების გამახვილება აუცილებელია. დილით, ახალგაღვიძებულმა, კარგად დაძაბეთ ყურადღება და ეცადეთ, გაიხსენოთ ნანახი. სხვათა შორის, ასეთი სიზმრის ნახვის შემდეგ, ბევრი ნერვიულობს, შიში ეუფლება და შინაგანი ფორიაქი ეწყება.

გარკვეულ დღეებში ნანახი სიზმრები ადამიანებს რეალურ ცხოვრებაში უხდებათ. ამ დღეების ცოდნა დაგეხმარებათ, გაარკვიოთ, ღირს კი ნერვიულობა ღამით ნანახ სიზმარზე და არის თუ არა ის რეალურად თქვენი მომავალი ბედის წინასწარმეტყველი. მაგალითად, ყველაზე საშიშია 23 და 29 რიცხვში ნანახი კოშმარული სიზმარი, თუ ის ახალმთვარეობას ემთხვევა, რადგან ის ცუდზე მიგანიშნებთ. თუმცა, არ შეგეშინდეთ, ეს ღამის გაფრთხილებაა და თქვენ უნდა ეცადოთ, დღე მეტი დაკვირვებით, კონფლიქტებისა და ექსტრემის გარეშე განვლოთ და შესაძლო სახიფათო რისკების ალბათობა შეამციროთ. საერთოდ, წინასწარმეტყველურ სიზმარს ადამიანი გამთენიისას ხედავს, შუადღით ნანახ სიზმარს კი, არ უნდა დაუჯეროთ. ღამით ღრმად გძინავთ და დილისკენ ძილი უფრო ნათელი და მსუბუქია.

ხშირად სიზმრებს შეუძლია ჩვენი ცხოვრების უცნაურობების დამაჯერებლად ახსნა. ამიტომ, საჭიროა, იცოდეთ მათი სწორად გაგება. სიზმარი გვკარნახობს, რომელი მიმართულებით უნდა ვიმოქმედოთ, რა ცვლილება შევიტანოთ პირად ცხოვრებაში, როგორ გავხდეთ ძლიერები და თავდაჯერებულები. ამა თუ იმ სტიქიის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს სიზმარი კონკრეტულ ინფორმაციას გარკვეულ დღეებში აწვდის.

წყლის სტიქია: კირჩხიბი, მორიელი, თევზები – ხშირად სიზმრის სახით იღებენ მეტად საჭირო ინფორმაციას. შესაძლოა, სიზმარში ახლობელი ადამიანის ბედისწერაც კი ნახონ. ამიტომ, თუ ამ სტიქიის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი სიზმარში გიხილავთ, ყურადღებით მოუსმინეთ და მათი რჩევებიც გაითვალისწინეთ. წყლის სტიქიის ნიშნებს წინასწარმეტყველური სიზმრები შემდეგ თვეებსა და დღეებში უმძაფრდებათ: 18.01, 19.01, 02.02, 19.02, 24.02, 21.03, 18.04, 19.04, 06.05, 16.05, 03.06, 12.06, 13.06, 01.07, 12.10, 30.10, 21.12, 31.12.

ჰაერის სტიქია: ტყუპები, სასწორი, მერწყული – სიზმარში ხშირად რიცხვებს, ცხრილებს, სქემებსა და ასოებს ხედავენ. თუ ყურადღებით დააკვირდებიან, შესაძლოა, მიხვდნენ, როგორ მოიგონ ტოტალიზატორში, ლოტოში ან კაზინოში. ჰაერის სტიქიის ნიშნებმა დიდი შანსია, წინასწარმეტყველური სიზმრები შემდეგ დღეებსა და თვეებში ნახონ: 20.01, 27.01, 31.01, 21.02, 19.05, 24.05, 01.06, 08.06, 15.06, 01.09, 15.09, 29.09.

ცეცხლის სტიქია: ვერძი, ლომი, მშვილდოსანი – მათი სიზმრები ფერადი და გრძელია. სიზმარში მიღებულ გაფრთხილებას ხშირად იგნორირებას უკეთებენ, რაც შემდგომ ცხადში ძვირად უჯდებათ. ცეცხლის სტიქიის ქვეშ დაბადებული ადამიანები წინასწარმეტყველურ და გამაფრთხილებელ სიზმრებს ყველაზე ხშირად შემდეგ დღეებსა და თვეებში ხედავენ: 20.03, 22.03, 26.03, 02.04, 05.04, 11.04, 13.04, 02.08, 07.08, 18.08, 04.12, 13.12.

მიწის სტიქია: კურო, ქალწული, თხის რქა – სიზმრებს, ძირითადად, პრაქტიკულ ასპექტში ხედავენ. მათი სიზმრები ხშირად ახდება ხოლმე, თუმცა იშვიათად აქცევენ ყურადღებას. მიწის სტიქიის ქვეშ დაბადებული ადამიანები ყველაზე ხშირად წინასწარმეტყველურ მინიშნებებს სიზმარში შემდეგ თვეებსა და დღეებში ხედავენ: 22.04, 28.04, 05.05, 18.05, 27.05, 18.09, 20.09, 22.12, 29.12.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი