ჰოროსკოპი და შეუცნობელი

როდიდან იწყება რთული პერიოდი ივნისში და რა გამოიწვევს მოვლენების რადიკალურ ცვლილებებს

№22

ავტორი: ნონა დათეშიძე 16:00 07.06, 2021 წელი

მიშა ცაგარელი
დაკოპირებულია

როგორც ასტროლოგი ბატონი მიხეილ ცაგარელი ამბობს, ზაფხულის პირველი თვის პირველი დეკადა, გასულ თვეებთან შედარებით, პოლიტიკურ-ეკონომიკური და საზოგადოებრივი კუთხით, მეტად მშვიდი და სტაბილური იქნება. თუმცა, თვის ბოლოს, ამ მიმართულებით „ცხელი ამინდი“ მაინც გამოერევა. შესაძლოა, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალოს და დაიძაბოს. რის გამო მოხდება ეს, რა მოვლენების განვითარებას უნდა ველოდოთ და რამდენად რთული თვის გავლა მოგვიწევს, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

– ბატონო მიშა, თქვენი ასტროლოგიური გათვლებით, როგორია ზაფხულის პირველი თვის საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგნოზი? იქნება ის, ამინდის მსგავსად, ცხელი მოულოდნელი ამბების მატარებელი?

– ივნისის დასაწყისი, საკმაოდ მშვიდი და ჰარმონიული გამოდგება. ადამიანები მეტ დროსა და ყურადღებას დაუთმობენ საოჯახო და სასიყვარულო ურთიერთობებს, სულიერ ზრდასა და განვითარებას. გაძლიერდება და გაუმჯობესდება მატერიალური მდგომარეობა, ჯანმრთელობა და პარტნიორული ურთიერთობები. ბიზნესსა და პოლიტიკაში კი მოიმატებს კრეატიულობა და ორიგინალურობა. წარმოუდგენლად გაიზრდება ბევრი ადამიანის შემოქმედებითი პოტენციალი და ეს მშვენიერ პერსპექტივებს შექმნის, სხვადასხვა სფეროებში მუშაობისა და თანამშრომლობისთვის.

– ვარსკვლავები და პლანეტები ეკონომიკური და ქვეყნებს შორის ურთიერთობების კუთხითაც ასეთ დამაიმედებელ პროგნოზებს გვთავაზობენ?

– დიახ, ასეა. ამ პერიოდში, უნდა ველოდოთ ეკონომიკის ზრდას, კეთილგანწყობილი და მეგობრული ურთიერთობების გაღვივებას როგორც ადამიანებს, ისე ცალკეულ სახელმწიფოებს შორის. პერიოდი 8 ივნისამდე მშვენიერია ნებისმიერი ცვლილებების განსახორციელებლად.

– აღნიშნავთ, რომ ეს ყოველივე თვის პირველ რიცხვებში, ანუ დასაწყისშია მოსალოდენლი და იქნებ იმაზეც გვესაუბროთ, როდიდან იწყება შედარებით რთული პერიოდი?

– 10 ივნისს მზის დაბნელებაა და დედამიწა ისევ აღმოჩნდება ნეგატიური კოსმიური ზემოქმედების ზონაში.

– რა მოვლენებს გამოიწვევს ეს ყოველივე დედამიწაზე?

– ჰარმონიული, დადებითი ენერგიებიდან ამგვარმა მკვეთრმა ცვლილებამ დისჰარმონიულ და უარყოფით ენერგიებზე, შესაძლოა, გამოიწვიოს ბუნებრივი ანომალები, მიწისძვრები, ქარბუქები, შტორმები და სხვა. ასევე, ამ პერიოდში არ არის გამორიცხული, ადგილი ჰქონდეს რიგ სოციალურ და პოლიტიკურ სირთულეებს. ეს დრო, რაღაცით, იანვარ-თებერვლის რთული პერიოდის მსგავსი იქნება, როგორც თავისი ინტენსივობით, ისე მოვლენების ხასიათით. სხვადასხვა დონის კონფლიქტებმა შესაძლოა, გაამწვავოს რთულად გადასაწყვეტი საზოგადოებრივ-პოლიტიკური საკითხები და დამატებითი სადავო საკითხები წარმოქმნას.

– გამოდის, ივნისის მეორე ნახევარი საკმაოდ რთული გასავლელია?

– ივნისის მეორე ნახევარი და განსაკუთრებით მისი ბოლო დღეები, გაამწვავებს ფარულ წინააღმდეგობებს როგორც სოციალურ-ეკონომიკურ, ისე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სფეროებში. გარდა ამისა, წარმოქმნის დაპირისპირებებს პირად, საოჯახო და საახლობლო ურთიერთობებში. ამ დროს რეკომენდებული არ არის მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმება, შორეული მოგზაურობის დაწყება, რადგან წამოწყებები ნაკლებპერსპექტიული აღმოჩნდება, გეგმები კი შეიძლება, ჩაიშალოს. პრობლემებია მოსალოდნელი ქვეყნებს შორისაც – ლიდერებს შორის დაძაბული ურთიერთობა შესაძლოა, მტრული, აგრესიული პოლიტიკის მიზეზი გახდეს. რთული იქნება კომპრომისზე წასვლა და შეთანხმების მიღწევაც, რის გამოც ტერორისტული აქტებიც არაა გამორიცხული.

– რომელი რიცხვიდან გველის საყურადღებო და განსაკუთრებულად რთული დღეები?

– 21 ივნისს ზაფხულის მზეტოლობაა და მზე კირჩხიბის ზოდიაქოში გადაინაცვლებს, რის შემდგომ იზრდება ტექნოგენური და საჰაერო ავარიების, სარკინიგზო და ავტოკატასტროფების ალბათობა, რაც სამწუხაროდ, მნიშვნელოვან მატერიალურ დანაკარგებს გამოიწვევს და კიდევ უფრო შეარყევს ისედაც შესუსტებულ ეკონომიკას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი