ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა საკუთარი მისიით მოდის თითოეული ადამიანი დედამიწაზე

№47

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 30.11, 2022 წელი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი
დაკოპირებულია

ბევრმა არ იცის, რა არის კარმა და რა დანიშნულება აქვს მის კარმულ-კოსმიურ მისიას დედამიწაზე. მისი წარმომავლობის რეალური არსი პირველად ინდუიზმში დაფიქსირდა. მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს რელიგიაში კარმა ჩადენილს ნიშნავს. კარმა რეალურად, ნებისმიერი მიზანმიმართული და განზრახი ქმედებაა, რომელსაც თავისი შედეგი აქვს. ამასთან, აზრიც და სიტუაციაც ქმედებად ითვლება.

ასტროლოგიურად, კარმას თავისი კანონი აქვს, კარმის კანონი მოქმედებს ისე, რომ თითოეული ჩვენი მოქმედება ანაბეჭდს მომავალში დატოვებს ან წინ დაგვხვდება.

თითოეული ადამიანი საკუთარი მისიით მოდის დედამიწაზე და შესაბამისად, თავისი გაკვეთილი კარგად უნდა გაითავისოს და გაითვალისწინოს ის, რასაც კოსმოსისგან მიიღებს. ეს ადამიანებს თავისი მდგომარეობის უკეთ გაცნობიერებაში ეხმარება.

ასე რომ, დააკვირდით ქვემოთ მოყვანილ ტექსტს და გაიგეთ, რა არის თქვენი კარმულ-კოსმიური მისია დედამიწაზე.

ვერძი – თქვენ დაიბადეთ იმ დროს, როცა ბუნება გაღვიძებას იწყებს. ეს პერიოდი თქვენთვისაც გამოსაფხიზლებელი უნდა იყოს. სწორედ ამ დროს მოგეცემათ უამრავი ენერგია. დედამიწაზე თქვენი კარმული მისიაა, გაუნაწილოთ ენერგია სხვა ადამიანებს. იყავით გულღია, კომუნიკაბელური, ქველმოქმედი და ადვილად შეძლებთ საკუთარი ბედნიერების მოპოვებას.

კურო – თავისუფალი სივრცე და ლამაზი გარემო დაგეხმარებათ იმაში, რომ შეძლოთ თვითრეალიზება და ჰარმონიული განვითარება. მეტი კონტაქტი იქონიეთ ახლობლებთან, მეგობრებთან. ასევე, მიეცით მათ საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება. ნუ იქნებით დიქტატორი და მეტი ყურადღება მიაქციეთ, რას ითხოვენ თქვენგან გარშემო მყოფები. გაითვალისწინეთ მათი რჩევები.

ტყუპები – უნდა შეძლოთ ორ ადამიანს შორის მშვიდობის მისიის შესრულება, იბრძოლეთ თქვენი სიმართლისთვის და შემოიკრიბეთ ერთგული ადამიანები. ამით ჰარმონიულ გარემოს შეიქმნით და წარმატებებსაც ადვილად მიაღწევთ.

კირჩხიბი – ისწავლეთ დღევანდელი დღით ტკბობა. იაზროვნეთ და იმოქმედეთ ისე, როგორც საჭიროდ მიიჩნევთ და არა ისე, როგორც გირჩევენ. ნუ იყურებით წარსულში, მომავალში უკეთესი რამ შეიძლება მოხდეს და მასზე იყავით ორიენტირებული. აწმყოში საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენა თქვენი კარმული მისიაა დედამიწაზე.

ლომი – შეეცადეთ, გარემოცვა და სამყარო ისეთი მიიღოთ, როგორიც არის და არა ისეთი, როგორიც თქვენ გსურთ. ასე, გაიუმჯობესებთ ურთიერთობებს როგორც ოჯახის წევრებთან, ასევე კოლეგებთან. მაშინ ცხოვრებაც გაგიადვილდებათ და კარმულ მისიასაც დედამიწაზე ადვილად დაძლევთ.

ქალწული – თქვენთვის მთავარია გონების მომართვა და შრომისუნარიანობის გამოვლენა, რათა საწადელს ადვილად მიაღწიოთ. მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გქონდეთ და ნუ იქნებით სხვების ხელის შემყურე. მთავარია, არ მოადუნოთ ყურადღება, ყური უგდეთ ინტუიციას და ის მიგიყვანთ საჭირო ადგილამდე. ნუ დახარჯავთ ძალებს ტყუილუბრალოდ. ისწავლეთ მოთმენა.

სასწორი – შეხედეთ სამყაროს სხვა თვალით და აღიქვით მოვლენები ისე, როგორც არის. დაფიქრდით, ზოგჯერ რეალობა უფრო საინტერესოა, ვიდრე ოცნება. თქვენი კარმული მისიაა დედამიწაზე იყოთ რეალისტი.

მორიელი – იყავით დაკვირვებული და დაიცავით ზომიერების გრძნობა. ნუ აჩქარდებით გადაწყვეტილების მიღებისას. ჩაუღრმავდით საკუთარ გრძნობებს. თქვენი კარმული მისიაა, ადეკვატურად მიჰყვეთ მოვლენებს და სწორად მოახდინოთ რეაგირება.

მშვილდოსანი – მეტად უსმინეთ საკუთარ ინტუიციას. ნუ იტყვით უარს სხვების დახმარებაზე. ასევე, ნუ ჩაერევით სხვის საქმეში მათი თხოვნის გარეშე. თქვენი კარმული მისიაა, ყური უგდოთ გულის კარნახს, არ დაზოგოთ შესაძლებლობა და ენერგია საქმეში და იყოთ გულისხმიერი სხვების მიმართ.

თხის რქა – გიყვართ, როცა თქვენ გარშემო ყველაფერი რიგზეა, ამისთვის კი ძალ-ღონეს არ იშურებთ. ნუ აჰყვებით ემოციებს. გარშემო მყოფები თქვენგან მხოლოდ სიმართლეს ელიან. თქვენ უნდა იყოთ მაგალითი სხვებისთვის. ამიტომ, შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვთ. იყავით ოპტიმისტი და ეს წინსვლაში დაგეხმარებათ.

მერწყული – იყავით რეალისტი. მეტი გულისყურით აკეთეთ ის საქმე, რაც ითავეთ. გახსოვდეთ, ამქვეყნად იმისთვის მოხვედით, რომ გაულამაზოთ ცხოვრება გარშემო მყოფებს. თქვენი მთავარი კარმული მისიაა, იყოთ დამთმობი, ჰუმანური და მეტად კომუნიკაბელური. ეს ბარიერებისა და პრობლემების დაძლევაში დაგეხმარებათ და წარმატებასაც მოგიტანთ.

თევზები – ხშირად იცვლით აზრს და სხვების ზეგავლენის ქვეშაც ადვილად ექცევით. თქვენი კარმული მისიაა, დედამიწაზე სხვებზე იზრუნოთ. ისწავლეთ თქვენი ძალისხმევის მხოლოდ ერთ საქმეზე კონცენტრირება. დაისახეთ მიზანი და ყველა ღონე იხმარეთ მის მისაღწევად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი