ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა მინიშნებებს გვაძლევს ორგანიზმი მოსალოდნელ ბედნიერებასა და უბედურებაზე

№20

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 25.05, 2022 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

ორგანიზმი ხშირად გვაძლევს მინიშნებას მოსალოდნელ ბედნიერებასა თუ უბედურებაზე, მაგრამ, ამოცნობა და გაგება გაგიჭირდებათ, თუ მისი ამოხსნა არ იცით. არადა, ჩვენ გარშემო ისეთი ფაქტები ხდება, რომელსაც ყურადღება აუცილებლად უნდა მივაქციოთ, უნდა ვისწავლოთ ჩვენივე სხეულის მინიშნებები და ყველა ჩვენგანმა უნდა გაითვალისწინოს ის რჩევები, რითაც შეგვეძლება ამოვიცნოთ რას მოაქვს ბედნიერება და რა გვაფრთხილებს წინასწარ შესაძლო უბედურებაზე.

ადამიანის ორგანიზმი, შესაძლო უბედურებასა თუ ბედნიერებას წინასწარ გრძნობს და ამაზე თავისებურად რეაგირებს. ალბათ, ბევრი თქვენი ახლობლისგან გსმენიათ, წარბი ან თვალი მითამაშებს და, ალბათ, სასიხარულო ამბავი მელისო ან ასეთი მინიშნება ცუდად მაქვს დაცდილიო, ახალმთვარეობაზე აღებულ ფულს შემდეგ ბევრი ფული მოსდევსო, ცხვირსახოცის ან სარკის სხვაზე გაჩუქება კარგად არ მაქვს დაცდილიო და ასე შემდეგ. ყოველივე ამაში სიმართლის მარცვალი ნამდვილად დევს, ამიტომ აუცილებელია, ამ და სხვა მოვლენების სწორად ახსნა შეგეძლოთ.

არის შემთხვევები, როცა რაღაც მოვლენა მიგვანიშნებს შესაძლო მოსალოდნელ საფრთხესა თუ სასიამოვნო ფაქტზე. მაგალითად, როცა ადამიანი ფორიაქობს, ეწყება უნებლიე მოუსვენრობა, უნდება ტირილი, უჩნდება უეცარი პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, უნდა მიხვდეს, რომ რაღაცაშია საქმე. უეცრად გულის აჩქარებაც კი მოსალოდნელი საფრთხის მიმანიშნებელია. ამ დროს ქვეცნობიერი რაღაცაზე მიგანიშნებთ, მაგრამ ადამიანი ამას ვერ ხვდება. ამიტომ, კარგად დააკვირდით ცვლილებებს საკუთარ თავში და სათანადო ყურადღება გამოიჩინეთ.

სხეულის ენის გაგება თუ მინიშნებების სწორი აღქმა ძნელი ნამდვილად არ არის, ამისთვის დაკვირვებული თვალია საჭირო. დაფიქრდით, გაიხსენეთ საკუთარ თავზე დაცდილი მინიშნებები და გააანალიზეთ, როგორ აგიხდათ ის შემდეგ.

არსებობს გარკვეული რჩევები, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში დაგეხმარებათ. მაგალითად:

👉თუ ადამიანი დაჟინებით გიყურებთ, რომ არ გაგთვალოთ, გულში გაიფიქრეთ: „კი მიყურებ, მაგრამ ვერ მხედავ”;

👉 არასდროს დადოთ მაგიდაზე ხელჩანთა ან ქუდი;

👉ორშაბათობით ნუ გაასესხებთ ფულს, რადგან გამსესხებელი ხეირს ვერ ნახავს მთელი კვირის განმავლობაში, მსესხებელს კი ყველაფერში გაუმართლებს;

👉 კარგია, თუ ფულს სავსემთვარეობაზე ისესხებთ;

👉 პარასკევს ნუ დაალაგებთ სახლს სველი წესით;

👉 მოახერხეთ ისე, რომ სახლიდან გასულს შემობრუნება არ მოგიწიოთ;

👉 არ ვარგა გზიდან დაბრუნებაც. ამ დროს ამბობენ, კეთილი გზა არ გექნებაო. თუ მაინც მოგიწევთ შინ მიბრუნება, ცოტა ხანს ჩამოჯექით – ასე სახლის ენერგიას აიღებთ და სარკეშიც ჩაიხედეთ, რადგან სარკეში თქვენი გამოსახულების არეკვლისას ენერგია ორმაგდება.

👉სახლიდან გასვლისას ან შესვლისას, აუცილებლად ჩაიხედეთ სარკეში. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ დღეს წარუმატებლობა გელით;

👉ცოცხი ყოველთვის თავდაყირა, ტარით ქვევით დადეთ. ასე ბარაქას და მატერიალურ კეთილდღეობას დაიბევებთ;

👉 არ ვარგა ცხვირსახოცისა და სარკის გაჩუქება, რადგან, ვისაც აჩუქებთ, მასთან დაშორება გარდაუვალია.

👉 რაც შეეხება საკუთარ თავზე მინიშნებას, თითით ჩვენებისას მისკენ ვგზავნით ენერგეტიკულ მუხტს;

👉თუ სხვის დაავადებაზე საუბრობთ, საკუთარ სხეულზე ნუ მიანიშნებთ იმ დაავადების ლოკალიზების ადგილს. ამით იმ ადამიანის დაავადების მუხტს თქვენკენ მიმართავთ;

👉სახლის კუთხე ყველაზე წარუმატებელი ადგილია ბინაში. კუთხე ადამიანისგან ენერგიას ისრუტავს, ანუ, ის სახლის ერთგვარი ვამპირია;

👉თუ ზურგს უკან ახლობელი ადამიანი დგას, სასწრაფოდ მიბრუნდით მისკენ პირისახით. არ ვარგა, თუ ვინმე თქვენ უკან დგას და დაჟინებულად გაკვირდებათ ზურგზე. საქმე მხოლოდ იმის შეგრძნებაში როდია, რომ თითქოს უკნიდან ვიღაც მოგეპარებათ. ყველაზე საშიში ის არის, რომ დაუცველი ზურგი ყველაზე სუსტი ენერგეტიკული არეა;

👉საშიშია დანაწევრებული, გატეხილი და ნახატებიანი სარკეების სახლში დატოვება. თუ სარკე მთელი და დაუნაწევრებელი არ არის, ის არღვევს ადამიანის ენერგეტიკას, ეს კი ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია. მაგრამ, თუ, ჩვეულებრივ, სარკეს ჯიბით ატარებთ, კარგია, რადგან ის მტრისგან გიცავთ. ჩვენს წინაპრებს მიაჩნდათ, რომ ის სხვა ადამიანებთან ურთიერთობებისას უარყოფითი ენერგიისგან დაიცავდა. სარკე ჯიბეში ამრეკლავი ზედაპირით პატრონის სხეულისკენ უნდა იყოს მიმართული, რადგან ამ მდგომარეობაში ის მის უარყოფით ფიქრებს, აზრებსა და ჩანაფიქრს აირეკლავს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი