ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა გავლენას ახდენს ადამიანის ხასიათზე კონკრეტულ კვირის დღეს დაბადება

№24

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 22.06, 2022 წელი

კვირის ჰოროსკოპი
დაკოპირებულია

დაბადების დღეს უდიდესი გავლენა აქვს ადამიანის ხასიათსა და თვისებებზე. გთავაზობთ ხერხებს, როგორ უნდა ამოიცნოთ ისეთი სახასიათო შტრიხები, რასაც ასტროლოგია გიმხელთ.

👉ორშაბათს დაბადებული ქალი ნაზი, მეოცნებე და მგრძნობიარეა. ადვილად ეგუება სხვა ადამიანს და დათმობაზეც ადვილად მიდის. მას მარტო ცხოვრება უჭირს და ნამდვილ ქალად მხოლოდ მაშინ გრძნობს თავს, როცა თავის სითბოს ვინმეს უზიარებს. ორშაბათს დაბადებული მამაკაცი კი ძალზე მგრძნობიარეა. აქვს წარმოსახვის მდიდარი უნარი. მუდმივად ეძებს სხვებთან კონტაქტს და განსაკუთრებით ყურადღებიანია საწინააღმდეგო სქესის მიმართ. მას გაგება და სინაზე სწყურია და ვერ ეგუება მარტოობას.

👉 სამშაბათს დაბადებული ქალი გულუხვი და ვნებიანია. ის მამაკაცებს თავისი საღი გონებითა და იუმორით ხიბლავს. მუდამ დამოუკიდებლობისკენ მიისწრაფვის. ამქვეყნად ყველაზე მეტად თავისუფლება უყვარს და ეშინია მონოტონური ურთიერთობის. სამშაბათს დაბადებულ მამაკაცს კი საკუთარი აზრის ლამაზად ჩამოყალიბების უნარი აქვს და ადვილად იყოლიებს ადამიანებს. ცხოვრებისეულ სირთულეებს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი იუმორის გრძნობით უმკლავდება. სავსეა ენთუზიაზმით და უყვარს გართობა.

👉ოთხშაბათს დაბადებული ქალი მოსიყვარულე, თბილი და ალერსიანია, თუმცა, ამ თვისებებს მოკრძალებულობისა და თავშეკავებულობის გამო იშვიათად ამჟღავნებს. სასიყვარულო ურთიერთობებში გულწრფელობა და ერთგულება სჭირდება, ამიტომაც არ ენდობა ერთი ნახვით ჩასახულ გრძნობას. ოთხშაბათს დაბადებული მამაკაცი კი წესიერი, კეთილსინდისიერი და მშვიდია, თუმცა, უჭირს თავისი გრძნობების ბოლომდე გამომჟღავნება. შეგიძლიათ, მას თავისუფლად ენდოთ – მისი გრძნობა გულწრფელი და უანგაროა.

👉ხუთშაბათს დაბადებული ქალი მშფოთვარე და სულსწრაფია, უყვარს თავისუფლება და თავგადასავლები. ყოველდღე იმდიდრებს გამოცდილებას. მამაკაცებს თავისი მომხიბვლელობით იზიდავს და ვერ ეგუება მბრძანებლურ ტონს. ხუთშაბათს დაბადებული მამაკაცი კი ძალიან მაცდურია. მას ცხოვრების ყველა ასპექტის შეცნობა სურს და, იმავდროულად, დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას ინარჩუნებს. მარტოობაში ცხოვრება არ შეუძლია. მხოლოდ ოჯახისა და ახლობლების წრეში აღწევს სულიერ წონასწორობას.

👉 პარასკევს დაბადებული ქალი რომანტიკული და მეოცნებეა. მისთვის მთავარია სილამაზე და ჰარმონიულობა. ემოციურია და მარტოობა აშინებს. ძალიან მგრძნობიარეა და ირგვლივ მყოფი ადამიანებისგან მაქსიმალურ ყურადღებას მოითხოვს. პარასკევს დაბადებული მამაკაცი კი ნამდვილი მსახიობია. მისი მომხიბვლელობა ბევრ მანდილოსანს აჯადოებს. მისი ხასიათის ძირითადი თვისება სიყვარული და სინაზეა. ამ მამაკაცისთვის აუცილებელია სულიერი წონასწორობა. ის ახლობლებისგან გულწრფელ სიყვარულს ითხოვს.

👉შაბათს დაბადებული ქალი გულჩათხრობილი და იდუმალი პიროვნებაა. თავის გრძნობებს იშვიათად ამჟღავნებს. გამოირჩევა ინტელექტით. ორიგინალური და დამოუკიდებელია. ერთი შეხედვით, ის გულგრილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ, სულის სიღრმეში ემოციურია. შაბათს დაბადებული მამაკაცი მძიმე ხასიათის, უპირველეს ყოვლისა, დამოუკიდებელი ადამიანია, რომელსაც შეუძლია, მთელი ცხოვრება მარტოობაში გაატაროს. გრძნობებს არ ამჟღავნებს, სიყვარულში არავის უტყდება, მანდილოსნების მიმართ გულგრილია. ეს არის ემოციური ადამიანი, თუმცა, გრძნობებს, რატომღაც, საგულდაგულოდ მალავს.

👉 კვირას დაბადებული ქალი იმპულსური და თავისუფლებისმოყვარეა. მისთვის არ არსებობს შუალედი: მას ან უყვარს, ან – არა და შესაბამისადაც იქცევა. არ შეუძლია დათმობაზე წასვლა და საკუთარი თავისუფლების შეზღუდვა. უპირატესობას მორჩილ მამაკაცებს ანიჭებს. კვირას დაბადებული მამაკაცი სავსეა ამბიციებით. ზედმეტად დარწმუნებულია საკუთარ თავში. მას უფრო აღიარება სჭირდება, ვიდრე სიყვარული. ინიციატივითა და ძალაუფლებით ახდენს სხვებზე შთაბაჭდილებას, მოსწონს, როცა მის საუბარს ყურადღებით უსმენენ და არც კომპლიმენტების მიმართ არის გულგრილი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი