ჰოროსკოპი და შეუცნობელი

ნათელმხილველი ნანული ლალიაშვილი: ახლა რაც ყველაზე მეტად გვჭირდება, მშვიდობაა, საქართველო თავის ახალ, წარმატებულ ისტორიას წერს!

№47

ავტორი: „თბილისელები“ 17:01 23.11, 2020 წელი

ნათელმხილველი ნანული
ლალიაშვილი
დაკოპირებულია

მკითხველის ინტერესის გათვალისწინებით, გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ბიოენერგოკორექტორთან, საერთაშორისო კონგრესის წევრთან, ალტერნატიული მედიცინის აკადემიის დამფუძნებელთან – ნანული ლალიაშვილთან, რომელიც დღეს საქართველოში აღიარებული ნათელმხილველია და ათასობით ადამიანს ეხმარება ბედნიერებისა და წარმატების მოპოვებაში.
ქალბატონი ნანული ათეული წლების განმავლობაში არ ცხოვრობდა საქართველოში, ამერიკასა და შემდეგ მოსკოვში გატარებულმა წლებმა მას საერთაშორისო აღიარება და დიდი წარმატებები მოუტანა. ქალბატონი ნანული წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა ქვეყანაში, იყო ცნობილი სენატორის პირადი თანაშემწე. რამდენიმე თვის წინ გამოვიდა მისი ავტობიოგრაფიული წიგნი – „წინ ბედნიერებისკენ“, ცნობილმა რეჟისორმა კი მისი ფენომენალური უნარის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ქალბატონი ნანული ხშირად ატარებს სემინარებს, ლექციებს ეზოთერიკით დაინტერესებული პირებისთვის, მის მიერ ჩატარებული პროცედურები ადამიანებს ეხმარება, მოიპოვონ წარმატება, სიმშვიდე, სტაბილურობა, კეთილდღეობა, გადალახონ პრობლემები და შეცვალონ საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ.

 

– ქალბატონო ნანული, ჩვენს მკითხველს აინტერესებს თქვენი პროგნოზი საქართველოში მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით, რას გვეტყვით ამის შესახებ?
– ამის შესახებ ჩემი პროგნოზი რამდენჯერმე გამოვაქვეყნე. უახლოესი თვეები რთული იქნება, თუმცა ვხედავ, რომ ჩემი ქვეყანა ამ რთულ პერიოდს მშვიდობიანად გაივლის და გადალახავს იმ სირთულეებს, რაც ჯერ კიდევ წინ გვაქვს. ახლა რაც ყველაზე მეტად გვჭირდება, არის მშვიდობა. ჩვენ ყველა ვხედავთ, რა მდგომარეობაა რეგიონში, სადაც საქართველოს გამორჩეული როლი აკისრია. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა – ეს არის როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მთავარი საზრუნავი.
დღეს მართლაც მძიმე პერიოდია – კორონაპანდემის საფრთხეს პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიც ემატება, რის გამოც ადამიანებს ძალიან ბევრი პრობლემა შეექმნათ. დიდი იმედი მაქვს და მჯერა, რომ ეს რთული პერიოდი მალე დასრულდება და დაიწყება ახალი ეტაპი – პირველ რიგში, ეკონომიკური აღმავლობა, რომ ჩვენს მოქალაქეებს ღირსეულად ცხოვრების საშუალება ჰქონდეთ. მჯერა, რომ ძალიან მალე საქართველო გახდება ქვეყანა, სადაც არ იქნებიან მშიერი ბავშვები, საიდანაც ათასობით ადამიანი არ გაიქცევა თავშესაფრის საძიებლად სხვა ქვეყნებში, სადაც ხანდაზმულ ადამიანებს არ ექნებათ იმისი დარდი, პენსიით საკვები შეიძინონ თუ მედიკამენტები.ეს იქნება სახელმწიფო, სადაც საფრთხის ქვეშ აღარ იდგება ადამიანების სიცოცხლე და ყველას ექნება მშვიდად ცხოვრების საშუალება. ჩვენი მოქალაქეები, მათ შორის ახალი თაობა, მოტივირებული, პატრიოტი ახალგაზრდები, იმსახურებენ ცხოვრებას წარმატებულ ქვეყანაში, სადაც არ არსებობს ხვალინდელი დღის შიში! საქართველო თავის ახალ და წარმატებულ ისტორიას წერს! ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ამას იმსახურებს, საჭიროა ცოტა მეტი შრომა, გამბედაობა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაცნობიერება.
– სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია თქვენი ბლოგები, რას ურჩევთ მოქალაქეებს, რომელთაც რთული დღეები აქვთ?
– ძალიან ბევრჯერ მითქვამს, რომ ჩვენი ცხოვრების მთავარი ამბები თავად ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენი ცხოვრების შემოქმედი ვართ ჩვენ – ადამიანები ჩვენი თვისებებით, ხასიათით, სულიერი მდგომარეობით, ამიტომაცაა, რომ ყოველთვის მოვუწოდებ მათ ოპტიმიზმისკენ და გამძლეობისკენ. არ დაკარგოთ იმედი და იმოქმედეთ – ეს არის საუკეთესო გამოსავალი, რაც გვეხმარება, რაც უნდა რთული პერიოდი გვქონდეს. ყველას თავისი ბედისწერა აქვს, არ არსებობს ადამიანი ბედისწერის გარეშე, მთავარია, მიხვდეს, როგორ დაადგეს სწორ გზას. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დამოკიდებულება და განწყობა სამყაროს მიმართ. როდესაც დადებით ენერგიას ვატარებთ, იოლად ვანეიტრალებთ ყველა იმ ნეგატივს, რაც ჩვენსკენ მოდის. რაც უნდა ცუდად მოგექცეთ ვინმე და როგორი ბოროტების მახეშიც არ უნდა გაეხვიოთ, არ ჩაიდინოთ ცუდი და არასდროს არავის გადაუხადოთ სამაგიერო, ამას თქვენ მაგივრად სამყარო გააკეთებს.
– როგორ ხდება თქვენთან ვიზიტზე ჩაწერა და რა პრობლემებით გაკითხავენ ადამიანები?
– ჩემთან ვიზიტზე ჩაწერა ხდება ჩემი ოფისის მეშვეობით. პრობლემები, რაც აქვთ ჩემთან მოსულ ადამიანებს ძირითადად, არის ეკონომიკური, საქმიანი, კარიერასთან დაკავშირებული. რა გველის მომავალში და როგორ შევიქმნათ წარმატებული კარიერა – ეს არის შეკითხვა, რომელიც დღეს ყველას აინტერესებს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია პირადი ცხოვრების ინტერესიც. სამწუხაროდ, უამრავ ლამაზ და წარმატებულ ქალს ვერ უპოვია თავისი მეორე ნახევარი, დაოჯახება დიდი პრობლემა გახდა მამაკაცებისთვისაც ან, თუ იპოვიან მეორე ნახევარს, ბევრი ოჯახი ინგრევა – მარტო მამაკაცები კი არა, დღეს ქალებიც იოლად მიდიან ოჯახის დანგრევაზე, რაც დიდი პრობლემაა. ენერგეტიკული ველის დაბინძურება, პირველ რიგში, ბედის ჩაკეტვაზე აისახება, ხშირად საგვარეულო ცოდვა სწორედ ამ კუთხით გადადის და ადამიანის ბედი იკეტება. რაც უნდა წარმატებული ვიყოთ საქმეში, პირადი ბედნიერება ქალისთვისაც და მამაკაცისთვისაც ყველაზე მთავარია, ამიტომაც ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობ. არსებობს უამრავი გზა და მეთოდი ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ძალიან ხშირია კარმული დაავადებები, არის სომატური დაავადებები, რომელიც კარმის დარღვევის შედეგად ჩნდება, რომელთა „ჩახსნა“ შესაძლებელია კარგი სპეციალისტის მიერ ჩატარებული პროცედურებით. ეს პროცედურები საჭიროა, როდესაც საქმე გვაქვს ენერგეტიკული ველისა და კარმის პრობლემებთან, საგვარეულო წყევლასთან თუ სხვა შავი ძალების ზემოქმედებასთან. კვალიფიციური სპეციალისტის ხელში პროცედურები არის კარგი იარაღი, ჩაწვდეს იმ ინფორმაციას, რაც სხვისთვის დაფარულია და უკეთესობისკენ შეცვალოს ადამიანების ცხოვრება.
როდესაც მოსკოვში ალტერნატიული მიმართულების ცნობილ აკადემიაში ვმუშაობდი, ლექციებს ვუკითხავდი სხვადასხვა დარგში წარმატებულ ადამიანებს, რომელთაც ეზოთერიკული ცოდნის მიღების სურვილიც ჰქონდათ. წლების შემდეგ ასეთი აკადემია დავაარსე თბილისშიც. ბოლო პერიოდში უფრო და უფრო მეტ ადამიანს უჩნდება გარკვეული ინტერესი და ცოდნა ეზოთერიკის, მედიტაციური პრაქტიკების მიმართ. არსებობს მინიმალური ცოდნა, რომელთა ფლობა აგვარიდებს საფრთხეებს და გვეხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში, ყურადღება მივაქციოთ სამყაროს ნიშნებს, რომელიც სწორ გზაზე დადგომაში გვეხმარება. კოსმოსი მუდმივად გვაძლევს სიგნალს და მინიშნებებს, როდესაც ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ამბავი ხდება.
უფალი იყოს ჩვენი მფარველი!

მსოფლიოში წარმატებული ადამიანების კატალოგში

nanuli-lalaishili_o_h.jpeg
ნანული ლალიაშვილთან დასაკავშირებლად შეგიძლიათ დარეკოთ:
5 79-70-00-57, 599-07-33-22.
ნანული ლალიაშვილის ოფისთან კომუნიკაცია ასევე შესაძლებელია „ვაიბერით“ ან „ვოთსაფით“. WHATSAPP 599-07-33-22.
VIBER +79857278451.
დაგვიმეგობრდით „ფეისბუქზე“
და „ინსტაგრამზე“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი