ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი 8 - 14 აგვისტო

№32

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 08.08, 2022 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ,,თბილისელებისგან" 👇

ვერძი ♈

გაგიადვილდებათ დამატებით შემოსავლის მიღება. ურთიერთობებში დათმობებზე წასვლა გაგიჭირდებათ, რის გამოც ურთიერთობები შეიძლება დაიძაბოს. არ იყოთ კონფლიქტური, რათა საფრთხე არ შეგექმნათ უცნობებთან.

კურო ♉

გონება არეული გექნებათ და შესაძლოა თავად შეიყვანოთ თავი იმ ჩიხში, რომლიდანაც განთავისუფლება ძალიან გაგიჭირდებათ. სასიყვარულო სფეროში შესაძლოა გადაუდებელი გადაწყვეტილების მიღება მოგიხდეთ. ეცადეთ ხშირად დაისვენოთ.

ტყუპები ♊

კარგი დროა დასვენებისათვის, სამედიცინო კვლევისათვის, ცოდნის გასაგრძელებლად ან მეცნიერული მოღვაწეობისათვის. არ აჰყვეთ ინტრიგებს. სიამოვნებას მოგიტანთ სასიყვარულო კავშირი, სადაც ბევრი სიურპრიზი გელით.

კირჩხიბი ♋

არახელსაყრელი დროა კარიერისა და პირადი ბიზნესისათვის. კონკურენტებმა შესაძლოა ჭორები დაგიყარონ, ამიტომ ეცადეთ დროულად მიხედოთ მათ, რათა არ მოგიწიოთ დიდ კამათში მონაწილეობის მიღება. საყვარელი ადამიანი ყოველმხრივ ეცდება დაგიდგეთ გვერდში.

ლომი ♌

რაც უფრო რეალურად შეაფასებთ სიტუაციას, მით ნაკლებ შეცდომებს დაუშვებთ. ემოციური არეულობა სირთულეებს შეგიქმნით სასიყვარულო ურთიერთობასა და ხელმძღვანელ პირებთან დამოკიდებულებაში. ნურაფერს შეცვლით ცხოვრებაში. მოგზაურობა სჯობს გადადოთ.

ქალწული ♍

ეცადეთ მეტად ტაქტიანი იყოთ ყველასთან. პირადი დაპირისპირება მომავალში დიდ პრობლემებს შეგიქმნით. მომგებიანი იქნება ფინანსებთან დაკავშირებული ოპერაციები. მოგზაურობა სჯობს გადადოთ და საქმეებში წარმატებისათვის, მეტი ყურადღება მიაქციოთ საყვარელი ადამიანის რჩევებს.

სასწორი ♎

კარიერაში წინსვლა დამოკიდებული იქნება ინტუიციაზე და თქვენს წინდახედულობაზე. წარსულის გამოცდილება უარს გათქმევინებთ ახალ ურთიერთობებზე. პირადი პრობლემები დაუკავშირდება რჩეულის გრძნობის ზედაპირულობას. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.

მორიელი ♏

აგიძლიერდებათ ინტუიცია. ერიდეთ ექსპერიმენტების ჩატარებას. კარგია ქალაქიდან გამგზავრება. ახლობლები მხარს დაგიჭერენ პირადი პრობლემების გადაწყვეტაში ან რჩეულთან დაკავშირებულ გაუგებრობებში.

მშვილდოსანი ♐

ეცადეთ მოზღვავებული ტემპერამენტი და ემოციები არავის მოახვიოთ თავს. გარშემომყოფებთან კონფლიქტები გაგიუარესებთ ჯანმრთელობას. კარგია ახალი საქმეების გააზრება, თუმცა მათი დაწყებისათვის ჯერ არახელსაყრელი დროა. მოლაპარაკებები შეიძლება ჩაიშალოს.

თხის რქა ♑

ეცადეთ შეინარჩუნოთ შინაგანი სიმშვიდე. გარკვეული გარემოებებისა და ცვლილებების გამო საყვარელ ადამიანთან სერიოზული უთანხმოებაა მოსალოდნელი. გართულდება მატერიალური პრობლემებიც. მეტი დრო დაყავით ბუნებაში.

მერწყული ♒

მეტი ყურადღება დაუთმეთ ოჯახს. კარგი პერიოდია მოლაპარაკებების გასამართად და კონტაქტების გამყარებისთვის. ენერგიის ნაკლებობის გამო, ხშირად მოგიწევთ დასვენება. კარგი იქნება თუ დროებით მოსწყდებით საქმეებს, შეძლებთ სადმე გამგზავრებასა და დასვენებას.

თევზები ♓

ნუ დაადანაშაულებთ საკუთარ თავს იმ გარემოებებში, რომელთა შეცვლაც თქვენ არ შეგიძლიათ. დასასვენებლად გამგზავრება უამრავი დადებითი ემოციითა და შეგრძნებით დაგამახსოვრდებათ. საზოგადოებრივ შეხვედრებსა და თავყრილობებზე კი, შესაძლოა მომავალი სასიყვარულო პარტნიორი გაიცნოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი