ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი 6 - 12 სექტემბერი

№36

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 06.09, 2021 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“👇

ვერძი ♈

გაგიჭირდებათ შეხვედრების ჩატარება, ვალდებულებების შესრულება, რაც შესაძლოა, კონფლიქტების საბაბი გახდეს. მოგზაურობა და დასვენება, სჯობს ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაროთ.

კურო ♉

ცხოვრების შეცვლისა და ახალი საქმის დაწყების სურვილი დიდი იქნება, მაგრამ ამისათვის არახელსაყრელი დროა. გაიზრდება მოგზაურობების, გადაადგილებების, შეხვედრების რიცხვი. საყვარელ ადამიანთან გაუგებრობები კი, დაუკავშირდება მომავლის განსხვავებულად ხედვას.

ტყუპები ♊

მიმდინარე მოვლენები ცვლილებებს გამოიწვევს თქვენს მსოფლმხედველობაში. ურთიერთობისას იღბალი გაგიღიმებთ და გაგიადვილდებათ საქმეებში წარმატების მიღწევა. გადაადგილებები დაუკავშირდება ოჯახს ან გართობას.

კირჩხიბი ♋

არავის ეკამათოთ. საქმიანი პარტნიორები, დახმარებას გაგიწევენ პროფესიულ საკითხებში. პირად ცხოვრებასა და სასიყვარულო სფეროში, გამოიჩინეთ მეტი მოთმინება. მოგზაურობისას კი, სასურველია მეტი წინდახედულობა.

ლომი ♌

მეგობრები დაგეხმარებიან ახალი კონტაქტებისა და საქმიანი ურთიერთობის დამყარებაში. ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად, მეტად რაციონალურად ხარჯეთ ფული. მეტი დრო გაატარეთ სახლში და ხშირად დაისვენეთ.

ქალწული ♍

არაერთგვაროვანი პერიოდია. ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ურთიერთობა გაგიჭირდებათ. განწყობაც მეტად რომანტიკული გექნებათ, თუმცა ხშირი შეხვედრები და ფლირტი ხელს შეგიშლით მიზანდასახულად მუშაობაში.

სასწორი ♎

მიუხედავად დადებითი განწყობისა, ხშირად მოგეძალებათ სიზარმაცისა და დაღლილობის შეგრძნება. ფულის უყაირათოდ ხარჯვისგან, შეიკავეთ თავი. არ გადაიტვირთოთ და ხშირად დაისვენეთ. კარგი დროა, ოჯახის წევრებთან ერთად გამგზავრებისა და დასვენებისათვის.

მორიელი ♏

თავი აარიდეთ ფარულად მოქმედებას, დამოუკიდებლად ნურაფერს გადაწყვეტთ და ინფორმაცია გადაამოწმეთ. შეამცირეთ გადაადგილებებისა და შეხვედრების რაოდენობა. ოჯახური ურთიერთობები, აღსავსე იქნება რომანტიკულობით. ერიდეთ სარისკო მოქმედებებს.

მშვილდოსანი ♐

მოერიდეთ სხვების კრიტიკას. ეჭვიანობის ნიადაგზე, დიდია საყვარელ ადამიანთან კონფლიქტების წარმოქმნის ალბათობა. არსებობს ქრონიკული დაავადებების გამწვავების ალბათობაც. დასვენება და ახლო მოგზაურობა დადებითად იმოქმედებს თქვენს შინაგან მდგომარეობაზე.

თხის რქა ♑

შესაძლოა აუცილებელი გახდეს სერიოზული და გააზრებული გადაწყვეტილებების მიღება. ასევე, შესაძლოა, შეიცვალოთ როგორც სასიყვარულო, ასევე საქმიანი პარტნიორები. აკონტროლეთ ემოციები და მოერიდეთ ეჭვიანობას. აუცილებელი კავშირების დამყარება, გაგიჭირდებათ.

მერწყული ♒

გაძლიერდება ფსიქოსომატური მდგომარეობა. ნებისმიერ საქმეში ორიგინალური მეთოდებით იხელმძღვანელეთ. პირად ცხოვრებაში, მოსალოდნელია გაუგებრობები. კარგი დროა, ექიმებთან პროფილაქტიკის მიზნით ვიზიტისა და სამკურნალო პროცედურების ჩატარებისათვის.

თევზები ♓

სიდინჯე, დაგეხმარებათ კოლეგებსა და მეგობრებთან ჰარმონიული დამოკიდებულების შენარჩუნებაში. მოულოდნელი ინფორმაცია გაგიადვილებთ გადაწყვეტილების მიღებას. მშვიდ გარემოში გაგიადვილდებათ განვლილი პერიოდის გაანალიზება და ახალი მიზნების დასახვა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი