ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი  5 – 11 ივნისი

№23

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 05.06, 2023 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ,,თბილისელებისგან" 👇

ვერძი ♈

გაიზრდება გადაადგილებების რაოდენობა. გაგიადვილდებათ დამოუკიდებელი, თამამი გადაწყვეტილებების მიღება. თავი შეიკავეთ ერთდროულად რამდენიმე საქმის შესრულებისგან, რათა შეინარჩუნოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა.

კურო ♉

დაქვეითდება შრომისუნარიანობა, გაგიჭირდებათ მიღებული ინფორმაციის გადამუშავება. ნუ გარისკავთ და ფარულად ნუ იმოქმედეთ. საყვარელ ადამიანს ნუ აწყენინებთ. მოგზაურობა სასიკეთო შედეგს ვერ გამოიღებს.

ტყუპები ♊

ენერგიულობითა და მხიარულებით, ბევრ თაყვანისმცემელს შეიძენთ. საოჯახო და სასიყვარულო ურთიერთობის წყალობით, თავს მეტად თავდაჯერებულად იგრძნობთ. მოგზაურობისას კი, მეტი ყურადღებაა საჭირო

კირჩხიბი ♋

ცხოვრების სტილის ცვლილება პრობლემებს შეგიქმნით როგორც ოჯახის წევრებთან, ასევე საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში. არ აჰყვეთ ემოციებს. ახალი კონტაქტები და ინფორმაცია საქმის წარმართვაში დაგეხმარებათ. შეამცირეთ გადაადგილებები.

ლომი ♌

მეტად მომთმენი იყავით და საფუძვლიანად გაერკვევით ყველა სადავო საკითხში. გულახდილობა და ხელგაშლილი ცხოვრების წესი საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთა ყურადღებას მიიზიდავს. ამ პერიოდში ადვილია წონაში მომატება, ამიტომ პერიოდულად დაიცავით დიეტა და ივარჯიშეთ.

ქალწული ♍

საქმიანი პარტნიორებისა და ოჯახის წევრების მიმართ ნუ იქნებით კრიტიკული და მომთხოვნი. მოერიდეთ ბევრ ხალხთან ურთიერთობას, რადგან გადაღლა ცუდად იმოქმედებს ნერვულ სისტემაზე. საყვარელ ადამიანთან თუ არ იქნებით თბილი და გულღია, შესაძლოა ურთიერთობა ჩიხში შეიყვანოთ

სასწორი ♎

მშობლების რჩევებს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ. ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მოწინავე მეთოდების და იდეების შესწავლა დაგჭირდებათ. ახალი ნაცნობობა სასიყვარულო გრძნობებს გაგიღვიძებთ და ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზრდება. გადაადგილებები დადებითად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე.

ღრიანკალი ♏

ხელშეკრულებების დადებისას, ახალი საქმის დაწყებისას ან საბუთების გაფორმებისას, არ აჩქარდეთ. სასიყვარულო ურთიერთობა კი, ჰარმონიული იქნება, თუ თავს შეიკავებთ ზედმეტი მოთხოვნებისგან.

მშვილდოსანი ♐

პარტნიორებთან ერთად მუშაობა ამ პერიოდში სახალისოც იქნება და მომგებიანიც. სირთულეებია მოსალოდნელია ოჯახის წევრებთან დაკავშირებით. კარგი დროა ჯანმრთელობის პროფილაქტიკისთვის, მკურნალობის დაწყებისა და გარეგნობის გასაუმჯობესებლად ზრუნვისათვის.

თხის რქა ♑

თქვენს წინაშე დიდი შესაძლებლობები გადაიშლება და დროის მცირე მონაკვეთში ბევრი საქმის შესრულებას მოასწრებთ. გაიზრდება გადაადგილებებისა და შეხვედრების რაოდენობა. მეგობრულ წრეში შეიძლება გაიცნოთ თქვენი მომავალი მომავალი მეუღლე.

მერწყული ♒

სახლისა და ოჯახის საქმეები დროებით სჯობს გადადოთ და დრო ბიზნესსა და პირად საქმიანობას დაუთმოთ. პირად ურთიერთობებში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სასიამოვნო სიახლეებს. უცხოეთთან დაკავშირებული ინფორმაცია დაგაფიქრებთ მომავალ ცვლილებებზე.

თევზები ♒

დრო ხელს უწყობს განათლების მიღებას, კვალიფიკაციის ამაღლებას, ახალი საქმის დაწყებასა და თანამშრომლობას. შესაძლოა მოგიწიოთ რამდენიმე საქმის შეთავსებაც. ნუ მოაკლებთ ყურადღებას ოჯახის წევრებს, საყვარელ ადამიანსა და მეგობრებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი