ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი 5 - 11 დეკემბერი

№49

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 05.12, 2022 წელი

მიშა ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ,,თბილისელებისგან" 👇

ვერძი ♈

ენერგიული, აქტიური, მაგრამ დაძაბული პერიოდია. ეცადეთ, პირად ცხოვრებაში დროებითი სიმშვიდე, მელანქოლიის მიზეზი არ გახდეს. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და უარი თქვით მძიმე ფიზიკურ ვარჯიშზე.

კურო ♉

შედარებით რთული პერიოდია, რადგან, ენერგიის ნაკლებობის მიუხედავად მოგიწევთ ბევრი საქმის შესრულება. ნუ გარისკავთ, რათა რთულ სიტუაციებში არ აღმოჩნდეთ. გადაწყვეტილებებს ნაჩქარევად ნუ მიიღებთ და ეცადეთ ეს პერიოდი მშვიდად განვლოთ.

ტყუპები ♊

გაიზრდება თქვენი სასიცოცხლო ენერგია და შრომისუნარიანობა, მაგრამ მოიმატებს საქმეებში ხელის შემშლელი ფაქტორებიც. პირად ცხოვრებაში ცვლილებები, დამოკიდებული იქნება სასიყვარულო პარტნიორის შინაგან მდგომარეობაზე.

კირჩხიბი ♋

ემოციურად არასტაბილური დროა. თქვენგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო, გართულდება მოქმედება. ძველი გეგმებისა და მიზნების შეცვლამ, შესაძლოა გაიძულოთ მოახდინოთ სასწრაფო ცვლილებები. მოგზაურობა სჯობს გადადოთ.

ლომი ♌

საქმეების უმეტესობა, დროებით დამუხრუჭდება. სასიყვარულო ურთიერთობებს და გართობას ამ პერიოდში ავანტიურული ხასიათი ექნება, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას თქვენს ავტორიტეტს. სიფრთხილე გმართებთ გადაადგილებებისას, რადგან არსებობს ავარიებისა და დაშავების ალბათობა.

ქალწული ♍

მოიმატებს საქმეების რაოდენობა. შესაძლოა მოგიწიოთ სხვების მოვალეობებისა და ვალდებულებების შესრულებაც. მეტად მოუფრთხილდით ფინანსებს და მოერიდეთ დიდ ხარჯებს. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესანარჩუნებლად ,ხშირად დაისვენეთ.

სასწორი ♎

გარშემომყოფებთან არსებული უთანხმოებები, ორაზროვანი სიტუაციები და ცვლილებები არ მოგცემთ მშვიდად და უპრობლემოდ მოქმედების საშუალებას. მოერიდეთ პირდაპირობას და ურთიერთობებში მეტი თავდაჭერა და ტაქტი გამოიჩინეთ. არ გირჩევთ მოგზაურობას.

მორიელი ♏

თავი შეიკავეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებებისგან და გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია. ნუ იქნებით მომთხოვნი საყვარელი ადამიანის მიმართ, რათა არ გაუარესდეს ურთიერთგაგება. შეამცირეთ კონტაქტების რაოდენობა და ეცადეთ სიტყვაზე არ ენდოთ ახალ ნაცნობებს.

მშვილდოსანი ♐

რთულ სიტუაციებში არ აჩქარდეთ და არც გარისკოთ. დაძაბულობა და ემოციურობა ხელს შეგიშლით ურთიერთობების მშვიდად წარმართვასა და გადაწყვეტილებების სწორად მიღებაში. უარი თქვით სხვა ქალაქში გამგზავრებაზე, რათა პრობლემები არ შეგექმნათ.

თხის რქა ♑

შეამცირეთ კონტაქტების რაოდენობა. ეცადეთ მეტი დრო დაუთმოთ ოჯახს. მეგობრები დახმარებას გაგიწევენ, მაგრამ დაქვეითებული ენერგია არ მოგცემთ ჩანაფიქრების განხორციელების საშუალებას. დაღლილობა, ბუნებაში გასეირნებით მოიხსენით.

მერწყული ♒

ეცადეთ მოიკრიბოთ ძალები, ყველაფერი კარგად გააანალიზოთ და არ გადაუხვიოთ დასახულ მიზანს. მოგიწევთ ბევრ ადამიანებთან კონტაქტი, რაც დამღლელი, მაგრამ მომგებიანი აღმოჩნდება შემდგომი თქვენი კარიერისა და ფინანსური მდგომარეობისთვის. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა, თავდაჯერებულობას შეგმატებთ.

თევზები ♓

თქვენს საქმიანობაში შეიძლება გაჩნდეს დამატებითი პრობლემები, რაც უთანხმოების მიზეზი შეიძლება გახდეს. გართულდება მატერიალური პრობლემებიც. აჩქარება მხოლოდ გააუარესებს სიტუაციას. კარგი იქნება, თუ ხშირად დაისვენებთ და მოუფრთხილდებით ჯანმრთელობის მდგომარეობას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი