ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი  4 – 10 ივლისი

№27

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 04.07, 2022 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ,,თბილისელებისგან" 👇

ვერძი ♈

ცხოვრებაში მოსალოდნელია ცვლილებები. ახალი საქმის დაწყებისათვის, არახელსაყრელი დროა. კარგი დროა სასიყვარულო შეხვედრებისთვის. დააკვირდით მინიშნებებს, რათა თავი აარიდოთ პრობლემებს.

კურო ♉

გაიზრდება გადაადგილებების რაოდენობა, რაც მეტ ხალისს შეგმატებთ. წარმატება დამოკიდებული იქნება ოჯახის წევრებისა და მეგობრების მხარდაჭერაზე. საყვარელ ადამიანთან კი, მეტად თავშეკავებული იყავით, რათა არ გაიფუჭოთ ურთიერთობა.

ტყუპები ♊

არაერთი საკითხის მოგვარებას შევძლებთ. ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად აუცილებელია ახალი კავშირების დამყარება. კრიტიკა ცუდად აისახება როგორც საქმიან, ისე პირად კავშირებზე. საყვარელ ადამიანთან აკონტროლეთ სიტყვები.

კირჩხიბი ♋

ნურავის გაუმხელთ საიდუმლოებებს. ახალი კონტაქტები და ინფორმაცია საქმის წარმართვაში დაგეხმარებათ. გადაადგილებისას კი, სიფრთხილე გამოიჩინეთ, რათა არ აღმოჩნდეთ გაუგებარ სიტუაციაში.

ლომი ♌

ფინანსური და საქმიანი გადაწყვეტილებების მიღებისას, ეცადეთ კარგად დაფიქრდეთ. ახლობლები დაგეხმარებიან საქმეების დასრულებაში. მოგზაურობებისა და გადაადგილებისას, ბევრ საინტერესო ადამიანს გაიცნობთ და სასიამოვნოდ გაატარებთ დროს.

ქალწული ♍

საქმეებში ინიციატივა საკუთარ ხელში აიღეთ. სასიყვარულო ურთიერთობის გაუმჯობესება, მოქმედების სტიმულს მოგცემთ. ერიდეთ მძიმე ფიზიკურ სამუშაოს, რათა არ დაშავდეთ. სასიკეთოდ წაგადგებათ, უცხოელებთან ერთად საქმის დაწყება.

სასწორი ♎

ძველ რომანტიულ პარტნიორთან შეხვედრა, შესაძლოა გადაიზარდოს დიდ გრძნობაში. შემოქმედებითი საქმიანობა, ფინანსური სტაბილურობის მომტანი იქნება. გარშემომყოფთა მიმართ ყურადღებიანი დამოკიდებულებით, ყველა საწადელს აისრულებთ.

მორიელი ♏

კარიერასა და ურთიერთობებში, გამყარდება არსებული პოზიციები. საყვარელ ადამიანთან და ოჯახის წევრებთან ყველა გაუგებრობა ადვილად გაირკვევა. ახალ ადამიანებთან ურთიერთობა ახალ საქმეებს და წინსვლას გიქადით.

მშვილდოსანი ♐

ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს და აკონტროლეთ სიტყვები, რათა არავისთან მოგიხდეთ კამათი. შესაძლოა საყვარელი ადამიანის მიმართ გაგიცივდეთ გული, რის გამოც დაფიქრდებით დაშორებაზე. მოგზაურობისას ნუ მოდუნდებით, რადგან მოსალოდნელია მოულოდნელი პრობლემები.

თხის რქა ♑

სასიცოცხლო ძალების ზრდა და თავდაჯერებულობა დაგეხმარებათ ფინანსური პრობლემების გადალახვასა და ახალი კავშირების დამყარებაში. გადაადგილებები დამღლელი იქნება, თუმცა სასურველ შედეგს გამოიღებს. საყვარელი ადამიანი ეცდება აგიბათ მხარი და გასიამოვნოთ.

მერწყული ♒

დაალაგეთ სამომავლო გეგმები და დასახეთ მიზანი. უარი თქვით რისკზე, რათა ზარალი არ განიცადოთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას, გაახალისებს ხშირი კონტაქტები. კარგი დროა საქმიანი მოგზაურობისათვის და ახალი ადამიანების გაცნობისათვის.

თევზები ♓

კარგი პერიოდია პროფესიული პრობლემების მოსაგვარებლად და შემოსავლის გასაზრდელად. პარტნიორებთან ურთიერთობა მეტად სტაბილური გახდება. იზრუნეთ ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის. როგორც ახლო, ისე შორეული მოგზაურობა დიდ სიამოვნებას მოგგვრით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი