ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი 28 ნოემბერი - 4 დეკემბერი

№48

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 28.11, 2022 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ,,თბილისელებისგან" 👇

ვერძი ♈

კარგი დროა საზოგადოებრივი და პოლიტიკური საქმიანობისთვის. ეცადეთ, კამათის გარეშე დაუმტკიცოთ საქმიან პარტნიორებს თქვენი შეხედულებების მართებულობა. პირად ცხოვრებაში, ნუ გახდებით დამოკიდებული სასიყვარულო პარტნიორზე, რათა შემდგომში გული არ გაგიცრუვდეთ

კურო ♉

მოუსმინეთ ინტუიციას და ეცადეთ თავი აარიდოთ კონფლიქტებს, განსაკუთრებით ბავშვებთან და საყვარელ ადამიანებთან. შეინარჩუნეთ ჰარმონია ოჯახურ და ბიზნეს ურთიერთობებში, რათა არ დაკარგოთ მხარდაჭერა და არსებული პოზიციები. მოგზაურობისას არაა გამორიცხული გაუთვალისწინებელი სირთულეები.

ტყუპები ♊

ერიდეთ რისკს. რჩევებისთვის მიმართეთ კომპეტენტურ ადამიანებს. გაიზრდება კონტაქტების რაოდენობა და გახშირდება შეხვედრები. ოჯახში გაუგებრობები დროულად და კამათის გარეშე მოაგვარეთ. მოგზაურობები კი, სასურველია გადადოთ.

კირჩხიბი ♋

დრო წვრილმანებზე არ ხარჯოთ. ოჯახური პრობლემების გამო ნუ ინერვიულებთ, რათა არ გაგიუარესდეთ ჯანმრთელობის მდგომარეობა. ახალი ინფორმაციის მიღება გაგიჭირდებათ, რაც დროებით დაამუხრუჭებს თქვენს პროფესიულ განვითარებას.

ლომი ♌

თუ გამოიყენებთ ხელსაყრელ მომენტს, მომავალში კარიერაში დიდ და მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამთ. ყურადღებაა საჭირო საბუთების გაფორმებისას, რადგან შეცდომის ალბათობა მაღალია. ეს პერიოდი კარგია ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და პროფილაქტიკური პროცედურებისთვის.

ქალწული ♍

კარგი დროა, მნიშვნელოვანი ცვლილებების განსახორციელებლად. არ გარისკოთ და არ დაარღვიოთ კანონი. მოერიდეთ ოჯახის წევრებთან კამათს. ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში კი, დროულად მიმართეთ ექიმს.

სასწორი ♎

ყოველივე ახალი ძნელად მისაღწევი იქნება ამ პერიოდში. არსებული სასიყვარულო კავშირი საჭიროებს ტრანსფორმაციას, რათა ერთფეროვანი და მომაბეზრებელი არ გახდეს. შორეული მოგზაურობა კი, მოულოდნელობებით აღსავსე იქნება.

მორიელი ♏

აქტიურ მოქმედებებს მოერიდეთ, რათა არ გაიუარესოთ როგორც ჯანმრთელობის, ისე ფინანსური მდგომარეობა. საყვარელ ადამიანთან ეცადეთ არ დაიწყოთ საქმის გარჩევა, არ მოახდინოთ მასზე ზეწოლა და არ წამოაყენოთ ულტიმატუმები, რათა არ დაძაბოთ სიტუაცია.

მშვილდოსანი ♐

მოერიდეთ რისკსა და აზარტულ თამაშებს. ამ პერიოდში, გაქვთ სხვაგან გამგზავრების კარგი პერსპექტივა. საყვარელ ადამიანთან კი თავშეკავებაა საჭირო, რათა შემთხვევით არ იეჭვიანოს და წვრილმანის გამო არ მოგიწიოთ დიდ ხანს კამათი.

თხის რქა ♑

ხელმომჭირნედ ხარჯეთ ფული, რათა ზიანი არ მიაყენოთ საკუთარ ბიუჯეტს. განსაკუთრებით ერიდეთ აზარტულ თამაშებს და მაქინაციებს. ეცადეთ საყვარელი ადამიანის მიმართ მომთხოვნი არ იყოთ. მოგზაურობა რეკომენდებული არაა.

მერწყული ♒

დაძაბული ურთიერთობის გარკვევისას ინტუიცია გიკარნახებთ, თუ როდის უნდა გამოიჩინოთ სიფრთხილე. მეტი დრო დაუთმეთ მშობლებსა და მათთან ურთიერთობას. მოერიდეთ დიდ შენაძენებს და ინვესტიციებს. მოგზაურობა რეკომენდებული არაა.

თევზები ♓

ბევრ დროსა და ენერგიას წაგართმევთ ფინანსური საკითხების მოგვარება და არსებულ პრობლემებში გარკვევა. თანამოაზრეებთან შეხვედრები, დაგეხმარებათ განწყობის გაუმჯობესებაში. მოერიდეთ ავანტიურებს და ფარულად მოქმედებებს. ეცადეთ დააკმაყოფილოთ სასიყვარულო პარტნიორის ინტერესები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი