ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი 27 თებერვალი - 5 მარტი

№9

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 27.02, 2023 წელი

მიშა ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ,,თბილისელებისგან" 👇

ვერძი ♈

პერიოდი აღსავსე იქნება საინტერესო მოვლენებით. თუ ყურადღებას არ მოადუნებთ მთავარი პრობლემების მიმართ, წარმატებასაც ადვილად მიაღწევთ. ოჯახური ურთიერთობები არასტაბილური იქნება. ახალი სასიყვარულო რომანის წამოწყება კი, მხოლოდ გულისტკენის მიზეზი შეიძლება გახდეს.

კურო ♉

ოჯახის წევრებთან ურთიერთობა გაადვილდება, ხოლო რომანტიკული კავშირები სათნო და მეტი სიამოვნების მომტანი გახდება. უცხოელებთან კონტაქტი, ბევრ სასიკეთო ცვლილებას გამოიწვევს თქვენში და შესაძლოა, ახალი საქმიანი შემოთავაზებებიც მიიღოთ.

ტყუპები ♊

კარგი დროა მოგებიანი ხელშეკრულებებისა და საქმეებისთვის. ოჯახში გაგიჭირდებათ კრიტიკის ატანა და საჭირო გახდება კომპრომისის გამონახვა. თქვენი ენერგეტიკა დაიწყებს დაქვეითებას. კარგი იქნება, თუ ხშირად დაისვენებთ და სუფთა ჰაერზე ისეირნებთ.

კირჩხიბი ♋

გაზრდილი შრომისუნარიანობა და ამტანობა, დაგეხმარებათ შემოქმედებითად მუშაობაში. სამსახურშიც და პირად ურთიერთობებშიც, მეტად გახსნილი იყავით, რათა ცვლილებებმა მხოლოდ დადებითი შედეგი გამოიღოს. კარგი დროა ხანმოკლე მოგზაურობისათვის და ახალი კავშირების დამყარებისთვის.

ლომი ♌

შეხვედრები, გადაადგილებები, არაორდინალური ადამიანები გაგიხალისებთ პირად ცხოვრებას. ეცადეთ არ შეიცვალოთ მსოფლმხედველობა, რათა ამან ზედმეტი პრობლემები არ გაგიჩინოთ საქმეებთან მიმართებით. მეუღლესთან მიმართებით ნუ გაამწვავებთ ურთიერთდამოკიდებულებას და ნუ შექმნით დამატებით პრობლემებს.

ქალწული ♍

მოიმატებს ენერგიულობა და ქმედითუნარიანობა. ახალი ნივთები ოჯახში სიტუაციას მეტად ხალისიანს და ჰარმონიულს გახდის. გადაადგილებები და შეხვედრები ახალ ხალხთან დაგაკავშირებთ. უცხოელ პარტნიორებთან ახალი საქმის დაწყება სასიკეთოდ განვითარდება

სასწორი ♎

შემოქმედებითი აქტიურობის პერიოდია, როდესაც უნდა დაამყაროთ პარტნიორული ურთიერთობები და განახორციელოთ ჩანაფიქრები, მაგრამ თავი აარიდოთ კამათს. ფულს წვრილმანებზე ნუ გაფლანგავთ. საყვარელ ადამიანთან ფიცხი ნუ იქნებით. გაითვალისწინეთ ახლობლების რჩევები.

მორიელი ♏

ახალი საქმეები და ჩანაფიქრები მომავალში დიდ პერსპექტივებს გპირდებათ. გაიზრდება თქვენი ინტუიცია, ადვილად შეძლებთ მომავალი ცვლილებების წინასწარ დაგეგმვას. კარგი დროა კომპლექსური მკურნალობის დასაწყებად, ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსაკვლევად.

მშვილდოსანი ♐

ახალი კავშირები და ინფორმაცია სასიკეთოდ წაადგება თქვენს მომავალს. რთულ სიტუაციებში ეცადეთ სწრაფად იმოქმედოთ. მოერიდეთ ხშირ გადაადგილებებსა და დიდ ფიზიკურ დატვირთვებს, რათა ზიანი არ მიაყენოთ ჯანმრთელობას.

თხის რქა ♑

კარგი იქნება, თუ ყურადღებასა და დროს დაუთმობთ ახალ საქმიანობას და ხელმომჭირნედ დახარჯავთ ფულს. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა, ბევრ სიხარულს მოგიტანთ. მოგზაურობა კი, გაგიფართოვებთ თვალსაწიერს.

მერწყული ♒

თავს სანაქებოდ იგრძნობთ, თუმცა ყურადღება გმართებთ ჯანმრთელობის მიმართ. ფინანსური საკითხების მოგვარებაში კოლეგები და მეგობრები დაგეხმარებიან. პირად ცხოვრებაში თქვენი ქმედებები, შესაძლოა მითქმა-მოთქმის საგანი გახდეს, ამიტომ ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს.

თევზები ♓

კარგი პერიოდია სამსახურში მდგომარეობის გასამყარებლად, ახალი საქმიანობის დასაწყებად, იდეების განსახორციელებლად. გაზრდილი მომხიბვლელობა საწინააღმდეგო სქესის ბევრ ახალ თაყვანისმცემელს შეგძენთ. გაგიადვილდებათ საქმიანი კავშირების დამყარება. ახალი კავშირები და საზოგადოებრივი საქმეები პოპულარობის საწინდარი გახდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი