ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი 27 ივნისი - 3 ივლისი

№26

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 27.06, 2022 წელი

ასტროლოგი მიხეილ
ცაგარელი Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ,,თბილისელებისგან" 👇

ვერძი ♈

მოერიდეთ რევოლუციურ წამოწყებებს და ნუ შეეცდებით საზოგადოებრივი აზრისა და წესების შეცვლას. გადაადგილებები და მოგზაურობები გაგიზრდით შემოსავალს. შესაძლოა მეგობრული ურთიერთობა სწრაფად გადაიზარდოს სასიყვარულო გრძნობაში.

კურო ♉

მიზანდასახული და ენერგიული იქნებით. მიუხედავად ამისა, შესაძლოა შეგექმნათ მოულოდნელი პრობლემები, რომელთათვისაც არ იქნებით მზად. ახალი რომანტიკული კავშირი კი, მეტად ინტერესთა ერთიანობას დაეფუძნება, ვიდრე გრძნობებს.

ტყუპები ♊

დიდ სიამოვნებას მიიღებთ ინტელექტუალური საქმიანობისგან. რომანტიულ სფეროში კი, მოგიწევთ ურთიერთობების გარკვევა და არსებული უთანხმოების მოგვარება. კარგი დროა დასასვენებლად, ოღონდ ამისათვის უცხოეთში ნუ გაემგზავრებით.

კირჩხიბი ♋

პროფესიონალურ სარბიელზე შესაძლოა ახალი პერსპექტივები გამოგიჩნდეთ. ნაკლები ილაპარაკეთ გეგმებსა და საქმეებზე, რათა არავინ გამოიყენოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია. რეალურად შეაფასეთ სასიყვარულო ურთიერთობა, რათა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას არ მოტყუვდეთ.

ლომი ♌

ენერგეტიკული მაჩვენებელი დაბალია, რაც შესაძლოა მუშაობის ხარისხსა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც აისახოს. მოგზაურობა სჯობს გადადოთ. მეტად თავდაჭერილი იყავით ახალი ემოციებისა და ვნებების მიმართ, რათა ამან პრობლემა არ შეუქმნას თქვენს უკვე არსებულ კავშირებს.

ქალწული ♍

მშვიდად გააანალიზეთ სიტუაცია და ადვილად გაართმევთ თავს ყველა სირთულეს. მატერიალური სტაბილურობის შესანარჩუნებლად, ფრთხილად მოქმედება იქნება საჭირო. სასიყვარულო სფეროში აუცილებელი გახდება გარკვეული ცვლილებების შეტანა. მოგზაურობა, სჯობს გადადოთ.

სასწორი ♎

არაერთგვაროვანი დროა. მეტი ყურადღება გმართებთ წვრილმანების მიმართ. არ გადაღალოთ ორგანიზმი. გადაადგილებების დროს ფრთხილად იყავით. გადაწყვეტილებების მიღებისას არ იყოყმანოთ, რათა გაუგებრობებმა ზიანი არ მიაყენოს თქვენს ნერვულ სისტემას.

ღრიანკალი ♏

ნუ გამოიყენებთ სხვის ფინანსებს პირადი მოგებისათვის. ასევე, საქმეში არ გამოიყენოთ ავანტიურული და საეჭვო მეთოდები, რათა არ მიიზიდოთ ექსტრემალური სიტუაციები, რაც დანაკარგისა და ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი გახდება. კარგი დროა ქორწინებისა და მოგზაურობისათვის.

მშვილდოსანი ♐

გაგიადვილდებათ საქმიანი პარტნიორული ურთიერთობის დამყარება. დაუკვირდით წვრილმანებს. წარმატებას მოგიტანთ სირთულეების სწრაფად გადალახვის უნარი. ფიზიკურად ნუ გადაიტვირთებით, ხშირად დაისვენეთ. სასიყვარულო სფეროში ჰარმონია, გაზრდის თქვენს თავდაჯერებულობას.

თხის რქა ♑

თავს ენერგიულად იგრძნობთ, თუმცა იმპულსური და უცნაური ქმედებების გამო შეიძლება შეგექმნათ გარკვეული პრობლემები. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს. სასიყვარულო კავშირი, აქტიური მოქმედებების სტიმული გახდება.

მერწყული ♒

ნუ იზარმაცებთ. შესაძლოა სერიოზულად გადახედოთ და შეცვალოთ სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობა. ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის, მოგიწევთ იყოთ მაქსიმალურად პრაქტიკული.

თევზები ♓

გაგიჩნდებათ სიახლის მოთხოვნილება, პირად ცხოვრებაში. არაორდინარული აზროვნება გამოიყენეთ შემოქმედებითი საქმეების შესრულებისას. პირად ურთიერთობებში, ნუ დამალავთ გრძნობებს. ნურაფერზე ინერვიულებთ, რათა ამან ჯანმრთელობის გაუარესება არ გამოიწვიოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი