ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი 21 - 27 ივნისი

№25

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 21.06, 2021 წელი

ასტროლოგი მიხეილ
ცაგარელი Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

„თბილისელები“ გთავაზობთ კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს 🔯

ვერძი ♈

სამსახურში და პირად ურთიერთბებში, მეტად გახსნილი და გულღია იყავით, რათა ცვლილებებმა მხოლოდ დადებითი შედეგი გამოიღოს. ოჯახის წევრებთან ურთიერთობა შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას. მოგზაურობისას ბევრ ადამიანს გაიცნობთ, გაიგებთ ახალი ინფორმაციას.

კურო ♉

ახალ ინფორმაციას ადვილად აითვისებთ. მომთმენი იყავით კრიტიკისა და წინააღმდეგობების მიმართ, რათა არ წამოეგოთ პროვოკაციებს. ახლო მოგზაურობები რომანტიულ ხასიათს ატარებს და გამოგისწორებთ განწყობას.

ტყუპები ♊

მოიმატებს შემოსავლებიცა და ხარჯებიც. არასწორი ინფორმაცია, თქვენს საქმეებს უკან დახევს. ნუ ენდობით უცნობებს და გადაამოწმეთ ყველა სიახლე. საყვარელ ადამიანთან კამათისას, ეცადეთ არ დაკარგოთ ტაქტის გრძნობა.

კირჩხიბი ♋

შეძლებთ ძველი საქმეების დასრულებასა და ახლების დაგეგმვას. შესაძლოა შეგექმნათ მოულოდნელი პრობლემები, რომელთათვისაც არ იქნებით მზად. ახალი რომანტიული კავშირი, ინტერესთა ერთიანობას დაეფუძნება, ვიდრე გრძნობებს.

ლომი ♌

იმოქმედეთ წინდახედულად. ყოველდღიური საქმეები ბევრ დროს წაგართმევთ. დროის სწორად დაგეგმარება, მის რაციონალურად და მომგებიანად გამოყენების საწინდარი იქნება. სასიყვარულო სფეროში, მოგიწევთ რთული გადაწყვეტილების მიღება.

ქალწული ♍

მოგიწევთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. მაღალია მოტყუების ალბათობა. მიუხედავად ამისა, სჯობს გეგმაზომიერად გააგრძელოთ დასახული მიზნისკენ სვლა. ამაში კი, დიდ მხარდაჭერას იგრძნობთ საყვარელი ადამიანებისგან.

სასწორი ♎

ეცადეთ მეტად ობიექტური იყოთ როგორც ოჯახის წევრების, ასევე თანამშრომლებისა და საყვარელი ადამიანის მიმართ. ინფორმაცია მშვიდად გააანალიზეთ და მხოლოდ შემდგომ მიიღეთ აგდწყვეტილება. საჭიროების გარეშე, სხვის ცხოვრებაში ნუ ჩაერევით.

ღრიანკალი ♏

შეიგრძნობთ სასიცოცხლო ენერგის მოზღვავებას. კონტაქტების უმრავლესობას საქმიანი ხასიათი ექნება და შემოსავლის გაზრდას მოემსახურეება. საყვარელი ადამიანის პრობლემებმა, შესაძლოა გარკვეული მიზნების მიღწევაში შეგიშალოთ ხელი.

მშვილდოსანი ♐

ენერგეტიკული მაჩვენებელი დაბალია. მოგზაურობა სჯობს დროებით გადადოთ. საქმეებში დახმარებას, გავლენიანი პირები ან თანამზრახველები გაგიწევენ. თავდაჭერილი იყავით ახალი ემოციებისა და ვნებების მიმართ, რათა ამან პრობლემა არ შეუქმნას, უკვე არსებულ კავშირებს.

თხის რქა ♑

ძალისმიერად ნუ იმოქმედებთ. მეტად მიენდეთ ინტუიციას. ჩაუღრმავდით საოჯახო პრობლემებს და ეცადეთ მოიწესრიგოთ პირადი ცხოვრება. კარგი დროა დასვენებისა და მკურნალობის ჩასატარებლად. მოგზაურობისას კი, აუცილებელია ყურადღება.

მერწყული ♒

შესაძლოა, პრობლემები შეიქმნას თანამშრომლებთან. ოჯახში დიპლომატის როლში მოგიწევთ ყოფნა. უეცრად განვითარებული სასიყვარულო გრძნობა, ხანმოკლე აღმოჩნდება.

თევზები ♓

ნაკლები ილაპარაკეთ გეგმებსა და საქმეებზე, რათა არავინ გამოიყენოს თქვენსგან მიღებული ინფორმაცია. შემოსავალს, შემოქმედებითი საქმიანობა მოგიტანთ. ეცადეთ, რეალურად შეაფასოთ თქვენი სასიყვარულო ურთიერთობა, რათა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას არ მოტყუვდეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი