ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი 20 – 26 სექტემბერი

№38

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 20.09, 2021 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“👇

ვერძი ♈

შეძლებთ ცხოვრების უკეთესობისკენ შემოტრიალებას. ახალი კავშირები ძველი პრობლემებისაგან განთავისუფლებაში დაგეხმარებათ. სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსური საქმეების წარმოებისას. მოერიდეთ დიდ შენაძენებს.

კურო ♉

გაიზრდება შეხვედრებისა და მოლაპარაკებების რაოდენობა. პარტნიორებთან ურთიერთობის დამყარების უნარზე იქნება დამოკიდებული თქვენი პროფესიული საქმიანობის წარმატება. პირად ცხოვრებაში კი, თავს მშვიდად და ჰარმონიულად იგრძნობთ.

ტყუპები ♊

ხელმძღვანელი პირები დააფასებენ თქვენს ერთგულებას. მოერიდეთ ფულის უყაირათო ხარჯვას, იმპულსურად მოქმედებას, აზარტულ თამაშებს, ზღვარგადასულ დროს ტარებას, უკანონო მოქმედებებსა და გაუაზრებელ რისკს. მოგზაურობა, დადებითად იმოქმედებს ჯანმრთელობაზე.

კირჩხიბი ♋

ყველა ქმედება კარგად აწონ-დაწონოთ, რადგან შეცდომები ცუდად აისახება თქვენს მატერიალურ მდგომარეობაზე. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებას. სასიყვარულო და საქორწინო სფეროში კი. ეცადეთ გულისხმიერი იყოთ. მოგზაურობები, დადებით შედეგს გამოიღებს.

ლომი ♌

კარგი დროა ახალი საქმის დასაწყებად და ცოდნის გაღრმავებისათვის. კარიერულ ზრდაში, დახმარებას გაგიწევენ მეგობრები. პირად ურთიერთობებში კი, სჯობს დროულად გაერკვეთ. მოერიდეთ მძაფრ შეგრძნებებსა და ექსტრემალურ გართობას.

ქალწული ♍

მოიმატებს მოქმედებისა და სიახლეების სურვილი. საქმე ბევრი გექნებათ, თუმცა შემოსავლებიც გაიზრდება. გადაადგილებები და კონტაქტები, დაგეხმარებათ სამომავლო მიზნების უკეთ გააზრებაში. სასიყვარულო და საქორწინო ურთიერთობებში კი, ეცადეთ იყოთ ოპტიმისტური, მოსიყვარულე და თბილი.

სასწორი ♎

გაითვალისწინეთ არა მარტო საკუთარი სურვილები, არამედ საზოგადოებრივი აზრიც და მოთხოვნილებებიც. ოჯახის წევრებთან და მეუღლესთან ჰარმონიული ურთიერთობის შესანარჩუნებლად კი, გარკვეულ დათმობებზე მოგიწევთ წასვლა.

მორიელი ♏

აიმაღლეთ ცოდნა და პროფესიონალიზმი, რათა მიაღწიოთ წარმატებებს. ძვირადღირებულს ნურაფერს შეიძენთ. საყვარელ ადამიანს ნუ მოახვევთ თქვენს აზრს ძალდატანებით. მოგზაურობისას კი, ნუ ენდობით უცნობებს და ყურადღება მიაქციეთ პირად ნივთებს.

მშვილდოსანი ♐

კარგი დროა ახალი ნაცნობობისთვის, ახალი საქმიანობისათვის, ახალი იდეების ხორცშესხმისთვის. არ აჩქარდეთ და არ იყოთ ზედმეტად თავდაჯერებული. სასიკეთოდ ჩაივლის მივლინებები და მოგზაურობა. თავისუფალი დრო კი, სჯობს დაუთმოთ დასვენებას.

თხის რქა ♑

სიმშვიდეს და თავდაჯერებულობას შეგმატებთ ფინანსური სტაბილურობა და ახლობლების მხარდაჭერა. შემოსავლები გაიზრდება. სირთულეებს შეგიქმნით საქმიან პარტნიორებთან შეუთანხმებელი მუშაობა. ახალ ნაცნობობას კი, შესაძლოა მოჰყვეს ახალი სასიყვარულო ურთიერთობა.

მერწყული ♒

პროფესიულ საქმიანობაში, თუ წინასწარ შეიმუშავებთ ზუსტ გეგმას, არ გაგიჭირდებათ უშეცდომოდ მოქმედება და მიზნის მიღწევა. კარგი დროა მნიშვნელოვანი შენაძენებისთვის. ეცადეთ, დასვენებისთვის გამოიყენოთ თავისუფალი დრო.

თევზები ♓

წარმატება გელით არა ერთ სფეროსა, თუ საქმეში. მიზანდასახულობა, დაგეხმარებათ წარუმატებლობის შიშის დაძლევაში და დამოუკიდებლად მოქმედებისკენ გიბიძგებთ. მოქმედება გაგიადვილდებათ თუ ინტუიციურად იგრძნობთ სხვა ადამიანების შესაძლებლობებს და გამოიყენებთ თქვენს საქმეში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი