ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი 20 – 26 მარტი

№12

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 20.03, 2023 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ,,თბილისელებისგან" 👇

ვერძი ♈

მომატებული ენერგია, გამოიყენეთ ჩანაფიქრების განსახორციელებლად. ოჯახის წევრთა დახმარებით, სავსებით დამაკმაყოფილებელი იქნება ფინანსური მდგომარეობა. ახალი რომანტიკული კავშირი კი, ბევრს სიამოვნებას გაჩუქებთ და ცვლილებებისკენ გიბიძგებთ.

კურო ♉

გაგიჭირდებათ ემოციების დამალვა. ახალ იდეებსა და საქმიან გეგმებს ნურავის გაანდობთ, რათა ხელი არ შეგიშალონ მათ განხორციელებაში. უცხოელებთან თანამშრომლობით, გაიუმჯობესებთ ფინანსურ მდგომარეობას. საყვარელ ადამიანთან მიმართებაში კი, აკონტროლეთ სიტყვები.

ტყუპები ♊

იდეების სიუხვე დაგეხმარებათ დაგროვილი საქმეების დასრულებასა და ცხოვრებისეული ცვლილებების განხორციელებაში. საყვარელ ადამიანთან რომანტიკული დამოკიდებულება, გაზრდის თქვენს თავდაჯერებულობას და ხვალინდელი დღის იმედს. მოგზაურობა, ახალი შთაბეჭდილებებით აგავსებთ.

კირჩხიბი ♋

უამრავ საქმეს გაართმევთ თავს. ოჯახურ, სასიყვარულო და პარტნიორულ ურთიერთობებში მეტი მოთმინება გამოიჩინეთ. ნუ გადაიღლებით, ერიდეთ მძიმე ფიზიკურ დატვირთვებს, რათა ამის გამო არ გაგიუარესდეთ ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ლომი ♌

თქვენი საქმიანობით მიიზიდავთ შეძლებულ, გავლენიან და ავტორიტეტულ პარტნიორებს. ნათესავები დახმარებას გაგიწევენ პრობლემების მოგვარებისას. გადამეტებული ემოციურობა და ეგოიზმი კი, შეიძლება ცუდად აისახოს თქვენს იმიჯსა და პრესტიჟზე.

ქალწული ♍

წვრილმანი პრობლემის მიუხედავად, გაადვილდება საქმეებში მიზნის მიღწევა. მეტად ტაქტიანი და დიპლომატიური იყავით საყვარელ ადამიანსა და ახლო ნათესავებთან. მოგზაურობამ კი, შესაძლოა წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინოს თქვენზე და ახალი მიზნებისკენ გიბიძგოთ.

სასწორი ♎

გაიზრდება გადაადგილებების რაოდენობა. სიმშვიდეს და თავდაჯერებულობას შეგმატებთ ფინანსური სტაბილურობა. ეცადეთ, პარტნიორებთან შეთანხმებულად იმუშაოთ. ახალ ნაცნობობას კი, შესაძლოა მოჰყვეს ახალი სასიყვარულო ურთიერთობაც.

მორიელი ♏

არაერთი პრობლემა, მარტივად მოგვარდება. პირად, საოჯახო და რომანტიულ ურთიერთობებში კი, მეტი თავდაჭერაა საჭირო. მიზნის მისაღწევად, შესაძლოა აუცილებელი იყოს მცირედ დათმობებზე წასვლა და კომპრომისული გადაწყვეტილების მიღება.

მშვილდოსანი ♐

ეს სტაბილური პერიოდია, რომელიც აღსავსე იქნება რომანტიკულობით და ფინანსური კეთილდღეობით. ეცადეთ, საინტერესოდ გაერთოთ, მაგრამ მგზავრობა სჯობს გადადოთ. ახალმა სასიყვარულო ურთიერთობამ, შესაძლოა ძველი კავშირის გაწყვეტის აუცილებლობის საკითხი დააყენოს.

თხის რქა ♑

ჩანაფიქრების განხორციელება, ან ახალი საქმის დაწყება შესაძლოა დროებით გადაიდოს. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა საგრძნობლად გაუმჯობესდება, თუ მასთან გულახდილი იქნებით. კარგი დროა, სადმე გამგზავრებისა და დასვენებისათვის.

მერწყული ♒

შესაძლოა თქვენს წინაშე ახალი პერსპექტივები გადაიშალოს. ყურადღება გმართებთ სასიყვარულო პარტნიორის მიმართ, რათა არ გაანაწყენოთ. მოგზაურობა დასვენებისა და ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ. ჯანმრთელობა ხელს შეუწყობს ახალი კავშირების დამყარებასა და ინფორმაციის ათვისებას.

თევზები ♓

ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად დაიხმარეთ ახლო მეგობრები და ძველი საქმიანი პარტნიორები. ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან დამთმობი და რბილი იყოთ. მოგზაურობა, დადებით ემოციებს გპირდებათ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი