ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი 16 – 22 მაისი

№20

ავტორი: „თბილისელები“ 11:00 16.05, 2022 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ,,თბილისელებისგან" 👇

ვერძი ♈

ეს პერიოდი მნიშვნელოვანია ახალი კავშირების დამყარებისა და საჭირო მოლაპარაკებების ჩასატარებლად. სასიყვარულო-საოჯახო სფეროში მოსალოდნელია მრავალფეროვანი დადებითი მოვლენები. ბრმად ნუ ენდობით ნურავის და გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია. ხშირად დაისვენეთ.

კურო ♉

კარგი დროა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად, საბუთების მოსაწესრიგებლად. ერიდეთ მაქინაციებს და ნუ გარისკავთ. მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს. დასვენების საუკეთესო საშუალება, სპორტი და სეირნობაა.

ტყუპები ♊

პრაქტიკულად მიუდექით პირად და საქმიან საკითხებს. სასურველია, მეტად გახსნილი და გულღია იყოთ, რათა ცვლილებებმა მხოლოდ დადებითი შედეგი გამოიღოს. მოგზაურობისას ბევრ ადამიანს გაიცნობთ, რაც ახალი ინფორმაციითა და საჩუქრებით გაგიხალისებთ ყოფას.

კირჩხიბი ♋

მოვლენები თქვენს გარშემო სწრაფად განვითარდება. ეცადეთ არ გადაიღალოთ. ნუ გარისკავთ. პირად ურთიერთობებში მეტი ტაქტი და დაკვირვებაა საჭირო, რათა გვერდი აუაროთ გაუგებრობებს. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას და ენერგიის აღდგენას. ერიდეთ სარისკო სიტუაციებს.

ლომი ♌

ამ პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდება. ცვლილებებია მოსალოდნელი კარიერაში. მოგზაურობისას არსებობს რომანტიკული თავგადასავლების ალბათობა, თუმცა გაუაზრებელ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ.

ქალწული ♍

მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. წარმატების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მშვიდი განწყობითა. შესაძლოა გაგიჩნდეთ ოჯახური ურთიერთობის აუცილებლობის მოთხოვნილება, რაც გიბიძგებთ ქორწინებისკენ. მოგზაურობა კი, საინტერესო და სახალისო იქნება.

სასწორი ♎

ნუ შეუშინდებით ჩანაფიქრების განხორციელებას. შესაძლოა გაიცნოთ ადამიანი, რომელთანაც სასიყვარულო გრძნობა ჩამოგიყალიბდებათ. კარგია მკურნალობის დაწყება. მოერიდეთ ექსტრემალურ გართობას.

მორიელი ♏

აქტიური და მნიშვნელოვანი პერიოდია. გაიზრდება თავდაჯერებულობა, შრომისუნარიანობა. ახლობლებს ყველაფერში ნუ ენდობით, რადგან მაღალია მოტყუების ალბათობა. სასიყვარულო ურთიერთობებში კი, თავშეკავება გმართებთ, რათა შეინარჩუნოთ არსებული კავშირი.

მშვილდოსანი ♐

პროფესიონალური საქმეები, წინასწარ დაგეგმვას საჭიროებს. მოგზაურობა არა მარტო ბევრ დადებით ემოციას გამოიწვევს, არამედ თქვენს შინაგან სამყაროსაც გაამდიდრებს. წვრილმანი უთანხმოება კი, პრობლემებს შეუქმნის თქვენს პირად კავშირს და კამათის მიზეზი გახდება.

თხის რქა ♑

გონებამახვილობით, მიზანსწრაფვით და შეუპოვრობით ბევრ საქმეს დაასრულებთ. მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას და აკონტროლეთ ემოციები. სხვის მაგივრად საქმეებს ნუ შეასრულებთ. პირად ცხოვრებაში ცვლილებები მოსალოდნელი არაა.

მერწყული ♒

კარგი დროა შემოქმედებისა და თვითგადარჩენისათვის. რომანტიულ ურთიერთობებში, შესაძლოა მოისურვოთ უჩვეულო გამოცდილების მიღება, რაც ბედ-იღბლის რადიკალურ ცვლილებას გამოიწვევს. მოგზაურობა დადებითად ჩაივლის.

თევზები ♓

მოსალოდნელია მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. წარმატების მიღწევა შესაძლებელია ახლობლებთან კონტაქტის მეშვეობით. გაგიჩნდებათ სასიყვარულო კავშირის აუცილებლობის მოთხოვნილება, რაც გიბიძგებთ ახალი ურთიერთობისკენ. მოგზაურობა კი, საინტერესო იქნება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი