კვირის პროგნოზი 15 - 21 აგვისტო
ავტორი: „თბილისელები“ 10:00 15.08, 2022 წელი
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ,,თბილისელებისგან" 👇
ვერძი ♈
შემოსავლების არასტაბილურობა თქვენი განწყობის ცვალებადობის მიზეზი გახდება. ბევრი გადაადგილებები დამღლელი, მაგრამ სასიამოვნო აღმოჩნდება. ნუ აჩქარდებით, განსაკუთრებით კი, ახალი საქმის ან ახალი სასიყვარულო კავშირის დაწყებისას.
კურო ♉
გაგიადვილდებათ დამატებითი შემოსავლის მიღება. სასიყვარულო თუ საოჯახო ურთიერთობებში მოსალოდნელია პრობლემები, რაც გადაღლილობის შეგრძნებას მოგიტანთ. კარგი დროა, დასასვენებლად გასამგზავრებლად.
ტყუპები ♊
სასიკეთო პერიოდია, როგორც პირადი ცხოვრებისათვის, ისე კარიერისთვის. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეები სჯობს გადადოთ. საყვარელ ადამიანთან შეხვედრები იშვიათი იქნება, თუმცა ეს ვერას დააკლებს თქვენს ურთიერთობას.
კირჩხიბი ♋
სწრაფად იმოქმედებთ და ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს მიიღებთ. ოჯახური და სასიყვარულო ურთიერთობები სხვების განსჯის საკითხი შეიძლება გახდეს. გადაადგილებების და შეხვედრების რაოდენობა საგრძნობლად გაიზრდება.
ლომი ♌
ინტუიციაზე დაყრდნობით ადვილად გაერკვევით ყველა დეტალში. ამ პერიოდში ჩამოყალიბებული სასიყვარულო ურთიერთობა, პრობლემების მიუხედავად, დიდ სიამოვნებას მოგიტანთ და შესაძლოა მთელი ცხოვრება გაგრძელდეს. დადებითად ჩაივლის მოგზაურობა.
ქალწული ♍
საქმიან სფეროში წამოწყებები ფინანსურ კეთილდღეობას გპირდებათ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაზე უარს ნუ იტყვით. ერიდეთ ალკოჰოლსა და ფსიქოტროპულ პრეპარატებსაც. ეს ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი შეიძლება გახდეს.
სასწორი ♎
ბევრი გადაადგილება გელით, სადაც აუცილებელია მეტი სიფრთხილე. კარგია ახალი ცოდნისა და ინფორმაციის მიღება, ახალი პროექტების დამუშავება და დაგეგმვა, თუმცა ახალი საქმის დაწყება რეკომენდებული არაა. მეტი ყურადღება გმართებთ პირად ურთიერთობებში.
მორიელი ♏
ენერგიულ განწყობაზე იქნებით და თქვენს წინაშე მრავალი ახალი პერსპექტივა გადაიშლება. შეინარჩუნეთ კარგი დამოკიდებულება საქმიან ურთიერთობებში. კარგი დროა მოგზაურობისა და დასვენებისათვის, მით უმეტეს, თუ ამას საყვარელ ადამიანთან ერთად.
მშვილდოსანი ♐
ჯანმრთელობა ხელს შეუწყობს ახალი კავშირების დამყარებასა და ინფორმაციის ათვისებას. კარგი დროა მოგზაურობისა და ახალი კავშირების დამყარებისთვის. მოზღვავებული ენერგია და კარგი განწყობა თქვენს სასიყვარულო ურთიერთობას დაუვიწყარს გახდის.
თხის რქა ♑
გადაუდებელი საქმეების შესრულება მოგიწევთ. რომანტიულ ურთიერთობებში შესაძლოა მოისურვოთ უჩვეულო გამოცდილების მიღება, რაც თქვენი ცხოვრების რადიკალურ ცვლილებას გამოიწვევს.
მერწყული ♒
გაიზრდება ენერგოპოტენციალი. მოსალოდნელია ახალი სასიყვარულო ურთიერთობის დაწყება. ახალი შთაბეჭდილებების სურვილის გამო, შესაძლოა ბევრი დრო გაატაროთ გადაადგილებებში და ურთიერთობებში.
თევზები ♓
ახალი საქმეების დაწყებისას, ყველა წვრილმანი ზედმიწევნით გათვალეთ. სტაბილური შემოსავალი დაგაფიქრებთ სახლის კეთილმოწყობაზე. სასიყვარულო სფეროში დროულად გადადგმული ნაბიჯი პოზიციების გამყარებასა და საწადელის მიღწევას შეუწყობს ხელს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან