ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის ჰოროსკოპი 3-9 მაისი

№18

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 03.05, 2021 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ჰოროსკოპი „თბილისელებისგან“: 

 

ვერძი

ერიდეთ ფინანსურ ავანტურებს. დამაჯერებლად მოიქეცით და არ იკამათოთ. შესაძლოა, შეიცვალოს თქვენი მიზნები. სოციალური პირობების ან სამსახურის ცვლილება კი რთულად მისაჩვევი იქნება. ჯობს, მგზაურობა გადადოთ და მეტი ყურადღება ჯანმრთელობას მიაქციოთ.

კურო

ახალ საქმეებში წინსვლა, შესაძლოა, დროებით შეფერხდეს. ფინანსურ საკითხებში დაკვირვებაა საჭირო. დასახეთ მხოლოდ რეალური გეგმები. შეიცვლება თქვენი დამოკიდებულება პარტნიორისა და ზოგადად, სასიყვარულო ურთიერთობის მიმართ.

ტყუპები

ეცადეთ, საბუთები წესრიგში გქონდეთ, რათა ამის გამო პრობლემები არ შეგექმნათ. პირად ურთიერთობებში რადიკალურ ცვლილებებს ნუ განახორციელებთ. მოგზაურობისას კი მეტი ყურადღება გმართებთ უცნობი ადამიანების მიმართ.

კირჩხიბი

აქტიური, მაგრამ ემოციური პერიოდია. რთული არჩევნის გაკეთება დაგჭირდებათ. ეცადეთ, ყველა უთანხმოება დროულად მოაგვაროთ. შეიძლება, ახალ სასიყვარულო ორთიერთობას ჩაეყაროს საფუძველი, რაც გაამძაფრებს თქვენს გრძნობებს და ბევრ სიამოვნებას მოგგვრით.

ლომი

გაგიჭირდებათ მუშაობა და პროფესიული საქმეების შესრულება. ეცადეთ, ნაკლებად იურთიერთოთ არასასიამოვნო ხალხთან. ენერგეტიკა დაქვეითებულია. კარგი დროა ქორწინებისთვის, რადგან თქვენი კავშირი მეტად ემოციური და რომანტიკული იქნება.

ქალწული

ნუ გარისკავთ. მოგიწევთ ბევრი საქმის ერთდროულად შესრულება. სასიყვარულო-საოჯახო სფეროში მოსალოდნელია არაერთაზროვანი მოვლენები, რამაც შესაძლოა, დაღლილობის გრძნობა გამოიწვიოს. მოგზაურობა დროებით გადადეთ.

სასწორი

დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ გარშემო მყოფთა სიმპათიის მოსაპოვებლად. რომანტიკულ, სასიყვარულო და საქორწინო ურთიერთობებში ადრინდელი ჰარმონია დასუსტდება. უარი თქვით მოგზაურობაზე. ეცადეთ, ეს დრო საკუთარ თავს, ჯანმრთელობასა და გარეგნობას დაუთმოთ.

მორიელი

მიზნის მისაღწევად აუცილებელი იქნება ადრე დასახული გეგმების მშვიდად შესრულება. შესაძლოა, პირადი ან საოჯახო პრობლემების გადაჭრა მოგიხდეთ, რაც ურთიერთობებში ცვლილებებს დაუკავშირდება. მოგზაურობა განწყობას გაგიუმჯობესებთ.

მშვილდოსანი

პირად და სასიყვარულო სფეროში მოსალოდნელია ინტრიგები, შანტაჟი ან ტყუილი, რაც თქვენს შინაგან სამყაროზე მძიმე დაღს დაასვამს. განმუხტვისთვის დაუკავშირდით იმ ადამიანებს, რომლებთანაც მოურიდებლად შეძლებთ ყველაფერზე საუბარსა და რჩევის მიღებას.

თხის რქა

თავს ენერგიულად იგრძნობთ. ფარული მტრები თავის რეალურ სახეს დაგანახვებენ. კრიზისულ სიტუაციებს ადვილად დასძლევთ. სულიერი სიმშვიდის შესანარჩუნებლად ეცადეთ, თავი აარიდოთ საყვარელ ადამიანთან კონფლიქტს.

მერწყული

რთული დროა. ეცადეთ, ზუსტად განსაზღვროთ მიზნები და სურვილები. სიახლეებია მოსალოდნელი ოჯახში. ნუ დაუმალავთ რეალურ სიტუაციას საყვარელ ადამიანს და ნურც დახმარების თხოვნა მოგერიდებათ.

თევზები

რთულ სიტუაციაში შესაძლოა, არჩევნის გაკეთება მოგიწიოთ, რაზეც თქვენი მომავალი კეთლდღეობა იქნება დამოკიდებული. სიფრთხილეა საჭირო ახალი ნაცნობების მიმართ. ფული მომჭირნედ ხარჯეთ. მოგზაურობები სასიკეთოდ აისახება როგორც ჯანმრთელობაზე, ასევე საქმეებზეც.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი